workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟან ვირჟილი ისევ შედეგიანია

ჟან ვირჟილი ისევ შედეგიანია

ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ჟან ვირჟილი, რომლის სატრანსფერო უფლებების ნაწილს “ბარსელონა” ფლობს, ლა ლიგაში ისევ შედეგიანია.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ვირჟილის “მალიორკამ” “ელჩე” 3-1 დაამარცხა. პირველი გოლის დროს შედეგიანი გადაცემა 19 წლის ჟან ვირჟილმა გააკეთა, რომელსაც ლა ლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში უკვე 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. შედარებისთვის, ტურნირის საუკეთესო ასისტენტს, ლამინ იამალს 7 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ჟან ვირჟილი “ბარსელონას” აკადემიას 2024 წელს შეუერთდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გასულ ზაფხულში ჰანსი ფლიკმა ახალგაზრდა გარემარბის სამსახურზე უარი თქვა. “ბლაუგრანამ” მაშინ 3 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი 3.5 მილიონად “მალიორკას” მიჰყიდა და როგორც უპირატესი შესყიდვის, ასევე მომდევნო ტრანსფერიდან 50%-ის მიღების უფლება დაიტოვა. სეზონის დაწყებიდან დღემდე კი ვირჟილმა თავი ისე გამოიჩინა, რომ Transfermarkt-ზე მისი ფასი 3 მილიონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 დეკ 2025, 00:21
    #8

    ლამინე ბარსადანაა საუკეთესო ასიტენტი და იმას მალიორკადან თუ უკვე 5 აქვს, სერიოზული შედეგია

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 15 დეკ 2025, 19:28
    #7

    კარგი ფეხბურთელი თუ არის დაიბრუნონ

  • Rick Sanchez
    schedule 14 დეკ 2025, 21:07
    #6

    ციტატა: nika 54
    ჩვენ ხო ბედი არაფერში გვაქვს, აგერ დემბელე 7 წელი გვეგდო უსაქმურად და რო გაგვეხარდეა 25 მილიონად შევტენეთ პსჟ-სო, მაშინ გაგიჟდა და ოქროს ბურთიც დადო ლიგასთან ერთად.


    არავის უთქვამს 25 მილიონად შევტენეთ პსჟ-სო. პირიქით, 25 მილიონი კიარა მაგაზე სამჯერ მეტს ვითხოვდით მაშინ, რადგან შედიოდა ფორმაში და პირველ ხუთ წელთან შედარებით კარგად თამაშს იწყებდა.

  • Don_Andresito
    schedule 14 დეკ 2025, 18:41
    #5

    ეს უნდა დაეტოვებინათ და დრო უნდა გაეიჯარებინათ, ტონიც. ერთს ოლმო ფერმინი ყავს კონკურენტად და მეორეს იამალი ბარდაგჯი. ტიპიური მარცხენა ვინგერი კიდე არ გვყავს. სწრაფი და ტექნიკური ბიჭია. ბოლო 15 წუთით კარგად დაგვეხმარებოდა.

  • Barca
    schedule 14 დეკ 2025, 16:50
    #4

    აქ რამდენიმე წერდა რო მაგარი ბიჭიაო და ამათმა გაყიდეს, თუ კარგად ათამაშდა უნდა დააბრუნონ

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2025, 16:20
    #3

    ჩვენ ხო ბედი არაფერში გვაქვს, აგერ დემბელე 7 წელი გვეგდო უსაქმურად და რო გაგვეხარდეა 25 მილიონად შევტენეთ პსჟ-სო, მაშინ გაგიჟდა და ოქროს ბურთიც დადო ლიგასთან ერთად.

  • MESSI 2017
    schedule 14 დეკ 2025, 15:49
    #2

    დასაბრუნებელია აუცილებლად და დრო და ტონია გასანათხოვრებელი ვილიარელი დახატავდა დროს და ტონის სევილია

  • shu1987
    schedule 14 დეკ 2025, 15:47
    #1

    ყველაფერი ყველაფერი და ბართომეუს გადაყრილი ფული პანდემია კლუბს 1 მილიარდ 150 მილიონამდე ვალი დაუჯდა, ლაპორტამ ყველა და ყველაფერი გაყიდა ვალების შესამცირებლად არავინ უყიდიათ ნორმალური და 2,5 მილიარდზე მეტი ვალი აქვს კლუბს მინიმუმ მოკლების ნაცვლად მილიარდზე მეტი დაადო ვალი ლაპორტამ თან ისე რომ შემოსავლების დიდი ნაწილი გაასხვისა საეჭვოდ სავარაუდოდ წილებს იღებს მაფიოზია და წლების უკან სწოეედ მაფიასთან ურთიერთობების გამო გაუშვეს იმედია ჩასვამენ მაგ გაბერილ ბაყაყს და გუნდი ამოისუნთქებს ცოტას.