“ბარსელონას” მარცხენა მცველმა ჟერარ მარტინმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში “აინტრახთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ცენტრალურ მცველად თავს კომოფრტულად ვგრძნობ. სადაც მწვრთნელი მეტყვის, იქ ვითამაშებ. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის მზად ვიქნები.
საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა? კარგ ფორმაში ვართ, კარგი დინამიკა გვაქვს და გვსურს, გაუმჯობესება გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ქულების დაკარგვა აღარ გვინდა. უნდა მოვიგოთ.
გუნდში თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ. მწვრთნელი თავისი ნდობით ამას მიმტკიცებს.
განსხვავება დაცვის ფლანგსა და ცენტრს შორის? განაპირა მცველის პოზიციაზე პრესინგისას უფრი წინ უნდა იმოქმედო, ცენტრში კი ორთაბრძოლებში უფრო ყურადღებით უნდა იყო.
არ ვიცი, ვართ თუ არა ლიგის მოგების ფავორიტები. რაც შეიძლება ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ, რათა არსებული უპირატესობა არ დავკარგოთ.
“ინტერთან” მარცხი გასულ სეზონში? ეს გარდამტეხი მომენტი იყო. შჩესნი მამხნევებდა და მეუბნებოდა, გამეხსენებინა, სად ვიყავით 2 წლის წინ. მან მითხრა, რომ ბედნიერი უნდა ვიყო და თავი მაღლა ამეწია.
ინიგოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის ლიდერი იყო. მის ვიდეოებს ვუყურე, რათა მენახა, როგორ მოქმედებდა… მისგან ვსწავლობ.
აბა იქნებ გაამართლო
მაგარი გულიანი ბიჭი რო არი დაამტკიცა და ფაქტია. ჟილკიანი და მებრძოლია,შრომისმოყვარე. არაფერს თაკილობს. ბოლომდე იბრძვის. კი შეცდომები აქვს მარა ჯერ პატარაცაა და გამოუცდელიც. მთავარია არ ეგუება. სულ მინიმუმ საკაიფო სკამის იგროკს მივიღებთ ამისგან. ისე როგორც მახსოვს თავიდან რო ამოწიეს მარცხენა ცენტრალური მცველი იყო. მალევე შეუცვალეს ფლანგზე გადაწიეს. ამიტო უცხო კიარა მაგ ადგილზეა გაზრდილი მგონი და უნდა გაქაჩოს. ნუ კლასი და ტვინი რამდენად ეყოფა ეგაა. როგორც ვთქვი მისი დუხის შემხედვარე კაი სკამს მაინც გაქაჩავს
რაის პროგრესი ხალხო? დაცვა რას ჰგავს, როგორ შეიძლება ვინმეს პროგრესი ჰქონდეს უკანა ხაზელთაგან? კუბარსია იმდენად გაუარესებული, რომ ამ "მალდინიზე" უარესია, თორემ ამას ნამდვილად არ მომატებია დონე.
" ინიგოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის ლიდერი იყო. მის ვიდეოებს ვუყურე, რათა მენახა, როგორ მოქმედებდა… მისგან ვსწავლობ. "…..საღოლ დასაფასებელია!
ამ კაცს და ერიკ გარსიას წელს რა პროგრესიც აქვს დასაფასებელია.
ხერარდ მალდინი 🔥
ღმერთმა ქნას გამოდგეს მცველად
მეც მასე მგონია. ძაან სერიოზული პროგრესი აქვს წელს
არვიცი რატომ მაგრამ მგონია რო ამ კაცისგან მეომარი ტიპი დადგება სადაც საჭიროა უსიტყვოდ რომ ითამაშებს
ღმერთმა ქნას გამოდგეს მცველად
3 დან 3 უნდა მოიგოს ბარსამ თუ უნდათ რომ 8 საუკეთესო გუნდებს შორის მოხვდეს ბლაუგრანა
ჟერარ მალდინი🤣
ინიგოს წასვლა დიდი დარტყმა იყო, ძალიან დაეტყო გუნდის დაცვის ხაზს.
მალდინი