ბეტისი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბეტისი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში “ბეტისთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფერმინი ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა, მაგრამ ის სასტარტოში არ იქნება. მან, შესაძლოა, რამდენიმე წუთი ითამაშოს.

ჩემი გუნდის მჯერა. ვხედავ, რომ მოვუმატეთ. როდესაც პოზიციურად სწორად ვართ განლაგებულნი და გუნდურად ვთამაშობთ, ყველაფერი მუშაობს. სწორედ ეს მინდა.

ერიკ გარსია კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს. ის გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ხვალ დე იონგიც ბრუნდება. მას გრიპი ჰქონდა. ფრენკი სასტარტოში სათამაშოდ სრულად მზადაა.

მარტინი ძალიან დისციპლინირებულია. იცი, რას გმატებს ჟერარი, როდესაც ის მოედანზეა.

მე მწვრთნელი ვარ და მხოლოდ 11 მოთამაშის არჩევა შემიძლია. ბუნებრივია, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რომ არ თამაშობს. როდესაც იმედგაცრუებული ხარ, მაქსიმუმს ვერ აკეთებ. ვცდილობ, ყველასთან ვისაუბრო და შევახსენო, რომ საკუთარი თავით ისიამოვნონ – ფეხბურთელობა საოცარი რამ არის.

რაფინია? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. რაფა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის იწყებს პრესინგის დინამიკას, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.

ფეხბურთელების შეტევით და დაცვით როლებზე ხალხი ყოველთვის საუბრობს. “ატლეტიკოს” მსგავის გუნდისგან ზეწოლა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.

იამალმა დაცვაში ძალიან მოუმატა, ასევე შეტევაში. მისი დონე ფანტასტიკურია. ლამინის თამაშის ყურება მომწონს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად გაუმჯობესებას ცდილობს; რომელსაც ყოველთვის სურს წინსვლა და დაჯაბნოს მეტოქე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2025, 00:18

    იამალმა არ მაინტერესებს მილიონი გოლის გატანა და არც ის რა ნომერი მეწერება ზურგზეო, მე ფეხბურთით ვერთობი და სიამოვნებას ვიღებო. კომენტარს ვერ გავაკეთებ, თქვენი აზრი მაინტერესებს.

  • Rick Sanchez
    schedule 06 დეკ 2025, 15:25

    ციტატა: PUIOL5
    ფერმინი და დეიონგი არ გააკარო ძირითადს.


    დე იონგზე უკეთესი ვინ გვყავს საყრდენ ზონაში?

  • me da barca
    schedule 06 დეკ 2025, 02:59

    გაგვიჭირდება ხვალ. რა დროს დაიმტვრა ოლმო?! ადრე მის დანაკლისს არ ვდარდობდი, მაგრამ ახლა ფორმაში შევიდა და გოლებიც გაჰქონდა.

  • PUIOL5
    schedule 06 დეკ 2025, 00:39

    ფერმინი და დეიონგი არ გააკარო ძირითადს.