“ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა რაფინიამ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ “ბლაუგრანა” დატოვოს და საუდის არაბეთს მიაშუროს.
Sport-ის ინფორმაციით, რაფინიას კლუბის სპორტულ დირექტორთან დეკუსთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც, თუ ის მოისურვებს, მომდევნო ზაფხულში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, საუდის არაბეთში გადასვლაში დაეხმარება.
ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა ვალიდური, თუმცა, როგორც ჩანს, 28 წლის შემტევმა, შესაძლოა, “ბარსა” ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დატოვოს. “ბლაუგრანასთვის” გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნება.
ხომ არ ჩამოკრეს?
არ მჯერა, რაფინიამ ლიგა უნდა მოგვაგებინოს.
ჩემი აზრით ვადის ამოწურვამდე ეს არსად არ წავა. არაბეთი ამისთვის ადრეა ჯერ, თანაც ისე კოცნის ბარსას გერბს რომ დავიჯერო ეს არაბეთში წავიდეს მსოფლიოს მერე?!
ლაპორტამ კენჭს აღარ ვიყრიო და ვადის ამოწურვის შემდეგ წავალო. ეს კი 2027 წლის ზაფხულში მოხდება.
მაისის არჩევნები ჩანიშნული 😀 ვინ დატოვებს 2027ის წლის ზაფხულამდე მაგას😂
ლაპორტამ კენჭს აღარ ვიყრიო და ვადის ამოწურვის შემდეგ წავალო. ეს კი 2027 წლის ზაფხულში მოხდება.
სად წაიკითხე ეგ ?
ასე თქვა, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, არჩევნები კიდე 2026 წელს არის, ანუ თუ მოიგო მომდევნოში აღარ ვიყრი კენჭსო, ანუ მომდევნო უწევს 2031 წელს.
ვაი რა #ლეა დეკუუ🤦♂️🤌
ლაპორტამ კენჭს აღარ ვიყრიო და ვადის ამოწურვის შემდეგ წავალო. ეს კი 2027 წლის ზაფხულში მოხდება.
სამარეს ითხრიან ეს და ლაპორტა. არჩევნებში რისი იმედი აქვთ?
აქ ხალხი ფეხბურთელების მოყვანას ვიხვეწებით და ამათ თურმე საერთოდ სხვა გეგმები ქონიათ, ესენი ქოცებივით არიან მართლა რააა, როდის ააააცმევინებენ ამ დეკუ-ლაპორტას სექტას რააა მაგარი შიიიიგ აქვთ ულტრასებს იმენა რაა
დეკო ამის აგენტი იყო და ალბათ ახლაც წილშია