მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსელონა” თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში გალიდერება მაინც მოახერხა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო დროს კიდევ უფრო ცუდ ფორმაშია “ბლაუგრანას” მთავარი კონკურენტი “რეალ მადრიდი”.
ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა, “ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ 4 თამაში მოიგო, “რეალ მადრიდმა” კი ბოლო 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა. შედეგად ჰანსი ფლიკის გუნდმა 3 ტურის წინ არსებული ხუთქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და წინ ერთი ქულით გავიდა.
14 ტურის შემდეგ გათამაშებას “ბარსელონა” 34 ქულით ლიდერობს. “რეალ მადრიდი” 33 ქულით მეორეა. “ბლანკოსს” ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი”, ხოლო “ბარსას” მომდევნო მეტოქეს, “ატლეტიკოს” 31 ქულა აქვს.
სადღაც წავიკითხე 10 პენალტი აქვთ რეალის სასარგებლოდ მსაჯებს დანიშნული. სხვებს მაქსიმუმ 3-3. სხვათა შორის ჩვენც ასევე. ასე რომ რეალს რესურსი აქვს მსაჯების სახით. კიდევ შეიძლება გაიქაჩოს.
სურათი როგორი შესაფერისი შეურჩევია ავტორს 🤣🤣🤣
ისეთ საზიზღარ ფორმაშია ბარსაც და რეალიც, იქნებ მიქაუტაძემ გაიწიოს ჩემპიონობაზე. მთელი საფეხბურთო სამყარო გადაირევა.
აყაყანდნენ უკვე მადრიდელებიი, დაგვჩაგრესოო, ბურგოსი რეალს ერჩის სულოო ნეგრეირავოო და ასე შემდეგ. პენალი როგორ გაბედა და არ დაგვინიშნავოო, ხო ხედავდა რომ ისე თამაშს ვერ მოვიგებდითოო ! 😁😁😁
ძალიან დაძაბული სირუაციაა
რეალიც და ბარსაც დაუბრუნდნენ კუთვნილ ადგილებს.
პერესი მომიყვა წუხელ, როგორ შემაცდინა ალონსოს წაუგებელმა სერიამ ლევერკუზენშიო, როგორ მივქარეო. ახლა მსაჯები ძვირი მიჯდებაო და ისევ ნეგრეიროს საქმე უნდა წამოვწიო, რომ ბარსა შევანელოო.