ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდით, დავიდ ვილიათი, იტყობინება ესპანური პრესა. ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, რომ “ბლაუგრანას” არგენტინელ ლიდერს, ლეო მესისა და ასტურიელ ფორვარდს ცუდი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. როგორც ჩანს, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ “ლივერპული” ვილიას გადაბირებაზე ზრუნავს.
ასევე ესპანური წყარო იტყობინება, რომ ვილიას არ სურს “ბარსელონას” დატოვება. მესიმ უკვე განაცხადა, რომ მას და დავიდ ვილიას არ აქვთ ცუდი ურთიერთობა.
ცნობისთვის ვილიას “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებულ 45 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის ნაკრების ღირსება მან 80 მატჩში დაიცვა და 50 გოლის გატანა შეძლო.



