კატალონიის “ბარსელონას” ჩილელი ფორვარდი, ალექსის სანჩესი ამჟამად ჩილეში იმყოფება და ემზადება ურუგვაისთან ჩასატარებელი მატჩისთვის. ალექსისის გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის იბრძვის:” მე მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ. უკვე აღარ მაწუხებს არანაირი ტკივილი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი მოედანს. სწორედ ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.”
ცნობისთვის სანჩესმა ტრავმის შემდეგ 15 წუთი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე “ვიტორია პლზენთან”, ხოლო შემდეგ გვარდიოლამ ჩილელი “ბილბაოსთანაც” ათამაშა. თავის ყოფილ შეგირდს წარმატება უსურვა “ბილბაოს ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ.


