workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელთა კომენტარები ვარჯიშის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები ვარჯიშის შემდეგ

ხუან სებასტიან ვერონი: “მივმართავ ჩვენს გულშემატკივარს, რომ მათ სჯეროდეთ ჩვენი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა მსოფლიოსთვის მაქსიმალურად მომზადებულნი ვიყვეთ. გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, გუნდში მეგობრული დამოკიდებულება სუფევს და ეს წარმატების საწინდარია. ვარჯიშზე ძირითადათ ტაქტიკას ვამუშვებდით, გუნდში ყველაფერი კარგად მიდის”.

ლეო მესი:  “ჩვენსაკამაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, ჩვენთვის პრიორიტეტია პირველი ადგილიდან გასვლა ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენი ფორმის პიკზე ვიმყოფებოდეთ. არგენტინა ძალიან ძლიერი ნაკრებია, ჩვენს გუნდში საკამაო რაოდენობის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მეგა–ვარსვკვლავებად ითვლებიან”.

ვალტერ სამუელი: “დიეგო გუნდს ძალიან კარგად განაწყობს. მუნდიალისათვის  მაქსიმალურად მომზადებულნი ვიქნებით, გუნდში კარგი ატმოსფეროა, ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად იცნობს ერთმანეთს, რაც ძალიან სასიხარულოა”.

სერხიო აგუერო: “მაქსიმალურად ვიხარჯებით ვარჯიშებზე, გვსურს რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიმყოფებოდეთ, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს სამხრეთ აფრიკაში”.

ნიკოლას ბურდისო: “ვერ ვიტყვი, რომ ჯგუფში ადვილი გასეირნება გველის, საბერძნეთიც, კორეაც და ნიგერიაც ძალიან კარგი გუნდები  არიან. მნიშვნელოვანია პირველივე მატჩიდან ჩავერთოდ საქმეში, ნიგერიას ძალისხმიერი ფეხბურთელები ყავს, ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ ამიტომაც პირველივე მატჩშში დიდი ბრძოლა იქნება”.

მარტინ პალერმო: “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს ძალებში, სულმოუთმენლად ველით მუნდიალის დაწყებას”.

წყარო: afa.org.ar

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward