ჩავი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

ჩავი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

“მანჩესტერ იუნაიტედი”, შესაძლოა, მალე ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში აღმოჩნდეს და ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი ჩავი ერნანდესი, რომელიც უკვე წელზე მეტია, უმუშევარია.

ჩავი “ბარსელონადან” 2023/24 წლების სეზონის ბოლოს დაითხოვეს, რათა მის ადგილზე ჰანსი ფლიკი მოეყვანათ. გათავისუფლებისთანავე მან განაცხადა, რომ ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებდა. მხოლოდ მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყო წინადადებების განხილვა, თუმცა ჯერ მისთვის შესაფერისი ვარიანტი არ გამოჩენილა.

ეს, შესაძლოა, მალე შეიცვალოს, რადგან რუბენ ამორიმზე ზეწოლა “იუნაიტედში” სულ უფრო იზრდება. როგორც ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, ჩავი განსაკუთრებით დაინტერესებულია “ოლდ ტრაფორდზე” მუშაობით.

“ჩავი სწავლობს პრემიერ ლიგას. იგი აკვირდება პრემიერ ლიგას და დაუყოვნებლივ წავიდოდა “მანჩესტერ იუნაიტედში” – თუნდაც ევროპული ტურნირების გარეშე. “წითელ ეშმაკებში” დასაქმების სურვილი ძალიან ძლიერია.”

ჩავი ერნანდესი

ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამორიმს, რომელიც პოსტზე ერთი წელიც არ გამხდარა რაცაა, თუმცა თუ კლუბმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, ჩავი მზად იქნება დაუყოვნებლივ ჩაერთოს საქმეში, ეს იქნება მისი მესამე სამწვრთნელო გამოცდილება “ალ სადისa” და “ბარსელონას” შემდეგ. მისთვის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა იდეალური ნაბიჯი იქნებოდა კარიერის შემდეგ ეტაპზე.

ახლო აღმოსავლეთში დაბრუნებაც შესაძლებელია

ამავდროულად, ჩავი სხვა ვარიანტსაც განიხილავს. გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის “ალ იტიჰადი” მას კანდიდატად განიხილავს ლორან ბლანის გათავისუფლების შემდეგ. ამ პოსტისთვის კონკურენტად მოიაზრება “მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერჯიო კონსეისაო, რის გამოც ეს ამ მომენტისთვის ორსუბიექტიანი ბრძოლაა.

ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაბრუნდება ჩავი სამწვრთნელო საქმიანობაში. მისი მომავალი არჩევანი უდავოდ დიდი ინტერესის საგანი იქნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    30 სექ 2025, 19:48

    არაა მანჩესტერი ამის კალიბრი, წავიდეს ისევ არაბებში უფრო დაუფასებენ. მანჩესტერში დიდი ლუპის ქვეშ ეყოლებათ და ტყუილად შეირცხვენს თავს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    30 სექ 2025, 17:02

    იმედია არ ჩსიბარებს მან. იუნაიტედს

  • Flying Dutchman
    30 სექ 2025, 12:07

    საკმაოდ საინტერესო ვარიანტია და ჩემი აზრით ფეხზეც დააყენებს მაგ გუნდს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    30 სექ 2025, 10:55

    კიდევ უფრო გაიბანძებს თავს. მანჩესტერს ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს უშველის

  • La Pulga10
    30 სექ 2025, 10:09

    არ გინდა კაცურად მანდ ვერავინ გაიხარა

  • jack slater
    30 სექ 2025, 09:28

    საინტერესოა 🤔

  • Rick Sanchez
    30 სექ 2025, 08:47

    ესღა აკლდა საწყალ მანჩესტერს