workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პედრი განსაკუთრებულია – ჰანსი ფლიკის კომენტარი რეალ სოსიედადთან თამაშის შემდეგ

პედრი განსაკუთრებულია – ჰანსი ფლიკის კომენტარი რეალ სოსიედადთან თამაშის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში (2-1) “რეალ სოსიედადის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ყველა ფეხბურთელი თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს და მე ძალიან ვამაყობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის კეთება სწორად გავაგრძელოთ. ხვალ უკვე პსჟ-ზე ვიქნებით კონცენტრირებულები.

ასეთი მცირე დასვენების შემდეგ ფეხბურთელების გაღებულ ძალისხმევას ძალიან ვაფასებ. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.

ბედნიერები ვართ, რომ იამალი დაბრუნდა. ყველამ იცის, რას მოუტანს ლამინი გუნდს.

პედრი განსაკუთრებული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ლიდერი გახდა. როდესაც პედრი მოედანზეა, ის ყველგანაა.

დრო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. კარგია, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს.

ოლმოს არანაირი ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია. მისი “პარი სენ-ჟერმენისთვის” დასვენება გვინდოდა.

სტანდარტულებზე ვვარჯიშობთ, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ სტანდარტულები ხშირად მივოგით და ეს უნდა გავაკეთოთ.

“ლუი კომპანისი” დღეს შესანიშნავი იყო. გუნდის მხარდაჭერისა და წინსვლის სურვილს ვგრძნობდი. ფანებსა და ფეხბურთელებს შორის საოცარი კავშირია. ეს ოთხშაბათს პსჟ-ის წინააღმდეგაც გვჭირდება.

ვფიქრობ, ჩვენი გუნდიდან “ოქროს ბურთის” მოგება ბევრს შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 სექ 2025, 20:26
    #7

    რაშფორდი არ მგონია ბარსას დონე იყოს, სადმე რაიო ვალეკანოში გაქაჩავდა.

  • Damien12
    schedule 29 სექ 2025, 08:47
    #6

    პედრი მართლა ძაან დიდია და თუ ეგრე გააგრძელა შანსი აქვს ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველობაზე გაიწიოს.

    ასევე განსაკუთრებული ხარ შენ, ფლიკ!
    შენ რომ არ გვყავდე პრაიმ მესი და რონალდინიო ვერ გვიშველიდა :დ

  • me da barca
    schedule 29 სექ 2025, 01:13
    #5

    რაშფორდი მონდომებულია, მარამ დარტყმებში საშინლად არ უმართლებს. ყველა მეკარეს ბუფონი უსახლდება სულში მის დარტყმულზე და ესეც პირდაპირ იქ ურტყამს სადაც მეკარე დგას, ცოტა კუთხე მისცეს და გოლია. იმედია ეს დროებითია და მის გოლებსაც ვნახავთ არაერთს.

  • Rick Sanchez
    schedule 29 სექ 2025, 00:54
    #4

    მარჯვნიდან რაფინია და მარცხნიდან რაშფორდი. კუთხურის უმაგრესი შემსრულებლები გვყავს, აი მეორე სართულზე უჭირთ კუბარსის და გარსიას თამაში😃

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 29 სექ 2025, 00:25
    #3

    პსჟ-ც უნდა დავადუღოთ

  • vaiman . vamsdrane
    schedule 28 სექ 2025, 23:52
    #2

    პსჟ-სთან უნდა მოვიგოთ, ორივე გუნდს ბევრი ტრავმირებული ყავს, მარა ჩვენ უფრო გვაქვს სიღრმე, იმათ ძირითადი ყავთ მაგარი და ეგაა, სკამზე აღარ დარჩა არავინ, ჩვენ კიდე ბალდე გვიბრუნდება და ჰაკიმის დაუდგება, ბოლობოლო ბუგატი vs ნივა არ იქნება.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 28 სექ 2025, 23:37
    #1

    ლევანას ბრუციანი ფეხი რა ვთქვი რო გაეტანა 2600 ლარს ვიგებდი რა გააკეთა პროსტა