ბარსელონამ 81-წლიანი რეკორდი გაიმეორა

ბარსელონამ 81-წლიანი რეკორდი გაიმეორა

ჰანსი ფლიკის გუნდმა შეძლო და 81-წლიანი რეკორდი გაიმეორა, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.

ახლახან “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადი” შინ ანგარიშით 2-1 დაამარცხა. “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიურ გუნდს გოლი უკვე ზედიზედ 44-ე მატჩში გააქვს, რაც ძველი დროის რეკორდის გამეორებაა.

ეს რეკორდი 1940-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს, როდესაც 1942 წლის 22 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თებერვლამდე “ბლაუგრანამ” ჟუან ჟოზეპ ნოგუესის ხელმძღვანელობით გოლი ზედიზედ 44 შეხვედრაში გაიტანა. მას შემდეგ 81 წელი გავიდა და ამ სერიის გამეორება ვერც იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდმა” და ვერც ლიონელ მესის დროინდელმა დიადმა “ბარსამ” შეძლო.

ახლანდელი სერია გასული წლის 21 დეკემბერს დაიწყო, როდესაც “ბარსელონა” შინ “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებაში (1-2) დამარცხა, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოახერხა. მაშ შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდი ზედიზედ 44 თამაშია, ანუ 9 თვეა, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

“ბარსას” მომდევნო მატჩში ამ რეკორდის მოხსნის, შემდეგ კი გაუმჯობესების შანსი აქვს.

საუკეთესო სერიები ასეთია:

მწვრთნელი
მატჩი
პერიოდი
ჰანსი ფლიკი 44 2024 წლის დეკემბერი – 2025 წლის სექტემბერი
ჟუან ჟოზეპ ნოგუესი 44 1942 წლის ნოემბერი – 1944 წლის თებერვალი
ერნესტო ვალვერდე 39 2018 წლის აპრილი – 2019 წლის იანვარი
რომა ფორნსი 37 1927 წლის მაისი – 1928 წლის ოქტომბერი
ბობი რობსონი და ლუი ვან გაალი 37 1997 წლის მარტი – 1997 წლის ოქტომბერი

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • nika 54
    29 სექ 2025, 21:05

    ციტატა: araujo4
    სხვათაშორის მატჩის მიმდინარეობისას ვფიქრობდი მაგას, ბოლოს გოლი როდის ვერ გავიტანეთ მეთქი და ფლეშქორს რო ჩავყევი რაც თამაშები ჩანდა ყველგან გატანილი გვქონდა. ფაქტია ძაან სისტემური გუნდი ჩამოაყალიბა ფლიკმა. ძაან გამართული, ყველამ იცის ვინ რა უნდა აკეთოს. ეს კაცი თუ დარჩა დიდი ხანი ბარსაში სერიოზულ შედეგებს დადებს


    სამწუხაროთ მარტო ფლიკი ვერ გვიშველის, ლაპორტამაც უნდა გაანძრიოს ხელი(ჯიბეში).

  • Nikolay
    29 სექ 2025, 00:44

    Გერმანული მანქანაა ესპანური ჰაეროვნებით🔥🔥🔥🔥

  • Rick Sanchez
    29 სექ 2025, 00:43

    ვერ წარმომიდგენია ფლიკის ბარსამ ვინმეს ვერ გაუტანოს გოლი.

  • araujo4
    28 სექ 2025, 22:48

    სხვათაშორის მატჩის მიმდინარეობისას ვფიქრობდი მაგას, ბოლოს გოლი როდის ვერ გავიტანეთ მეთქი და ფლეშქორს რო ჩავყევი რაც თამაშები ჩანდა ყველგან გატანილი გვქონდა. ფაქტია ძაან სისტემური გუნდი ჩამოაყალიბა ფლიკმა. ძაან გამართული, ყველამ იცის ვინ რა უნდა აკეთოს. ეს კაცი თუ დარჩა დიდი ხანი ბარსაში სერიოზულ შედეგებს დადებს

  • PUIOL5
    28 სექ 2025, 22:44

    ციტატა: me da barca
    დაუჯერებელია, რასაც ამ შემადგენლობით აკეთებს ფლიკი. გადავხედოთ რეალის შემადგენლობას და მერე ბარსასი. ეს ისეთია ბუგატის შკოდამ, რომ გაუსწროს.


    რატომ გგონია რომ რეალზე ნაკლები შემადგენლობა გვყავს? ერთი მეკარით გვჯობდნენ და ახლა ჩვენც გვყავს ტოპ კლასის კიპერი. დალშე ბაპეს გამოვყოფდი მაგათგან ჩვენ კიდე იამალი გვყავს, ჯერ ჯობნის ფრანგი მაგრამ თუ არ იზარმაცებს იამალი მალევე ჩაიხევს. ცენტრი ჩვენი უფრო მაგარია, უინტელექტო ზანგები ყავთ ცენტრში და მაგიტომაც მიარჭო კატლეტებმა წუხელ. დაცვა ჩვენიც სოლიდურია. მწვრთნელს არც შევადარებ

  • me da barca
    28 სექ 2025, 22:38

    დაუჯერებელია, რასაც ამ შემადგენლობით აკეთებს ფლიკი. გადავხედოთ რეალის შემადგენლობას და მერე ბარსასი. ეს ისეთია ბუგატის შკოდამ, რომ გაუსწროს.

  • vaiman . vamsdrane
    28 სექ 2025, 22:38

    კაცს გინება ასე მოუხდეს მეორე არ ვიცი, არაუხო ასე ითამაშე და თუ დედის გლანდის გინება მოგაკლო მე ვიყო ბალოტელი.

  • MaestroXavi
    28 სექ 2025, 22:36

    დე იონგი რას თამაშობს ხედავთ? არცერთი შეცდომა, არცერთი დაგვიანება, არც ერთი გადამლაშება ან არასწორი გადაწყვეტილება

    სუპერია!

  • C.PC5
    28 სექ 2025, 22:31

    სიგიჟეა ისეთ რამეებს ეჭიდება ჰანსი ფლიკი და მისი გუნდი

  • ზებულონი
    28 სექ 2025, 22:30

    გილოცავთ კულეებო.პირველ ადგულზე ავედით.კუთვნილი ადგილას