ამ წუთებში პარიზში “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს, რომლის დროსაც Kopa Trophy-ს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდა.
21-წლამდელთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ “ბარსელონას” ვარსკვლავი ლამინ იამალი დასახელდა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ჯილდოს შენარჩუნება შეძლო.
რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა “ბლაუგრანას” ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსიმ.
ქალებში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც “ბარსელონელია”. ეს ჯილდო კატალონიელთა ქალთა გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ვიკი ლოპესმა მოიგო.
ლიგის ალტერნატივაა ევროპის ჩემპიონატი, ან მუდდიალი, ან კოპა ამერიკა და ფინალისიმა კომბინაციაში, თან ისე, რომ უნდა ბრწყინავდე…
/, +25 ასსისტი, სადაც ლიგის მომგებიდან ვინმე განსაკუთრებით ვერ ბრწყინავს და გაჩნდება შანსი;
ან შიდა ტრებლი+ლიგაზე კაი თამაში და +50
ყველა ციფრებს უყურებს, არითმეტიკული გახადეს ფეხბურთი, რაც შეფასებითია, იქ ვერ ასცდები, უბრალოდ გული გწყდება, სხვა რამისთვის გვიყვარს და…
ხო ლიგის გარეშე მარტო ლეოს შეეძლო მაგ ბურთის მოგება. ლეოს 8 ბურთი აქვს და ლიგა მხოლოდ 4-ჯერ მოიგო.