workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ნიუკასლი-ბარსელონა 1-2 – ჰანსი ფლიკის კომენტარი მატჩის შემდეგ

ნიუკასლი-ბარსელონა 1-2 – ჰანსი ფლიკის კომენტარი მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” სტუმრად დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის 3 ქულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გუნდი ფანტასტიკური იყო.

როდესაც პედრი და დე იონგი ერთად თამაშობენ, ჩვენზე პრესინგი იოლი არაა. ორივემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდაჯერებულობით თამაშობენ.

რაშფორდის გოლები ხელახლა უნდა ვნახო. შესაძლოა, მეორე უკეთესი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მან თავდაჯერებულობა დაიბრუნოს. მარკუსს ვეხმარებით. მეორე გოლი ძალიან კარგია. ეს არ გამკვირვებია, რადგან მას ვარჯიშებზე ბევრი ბურთი გააქვს.

ველოდი, რომ “ნიუკასლი” ისევე ითამაშებდა, როგორც პირველ 15 წუთში ითამაშა. ამის შემდეგ ჩვენ სწორ რიტმში დაბრუნება მოვახერხეთ.

მე და ჩემმა შტაბმა ფეხბურთელებს საწყის 20 წუთში გოლის არგაშვების მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ეს იოლი არ იყო, რადგან “ნიუკასლს” სწრაფი, მაღალი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც სტანდარტულებზე კარგად თამაშობენ.

ზაფხულში დეკუს ვუთხარი, რომ რაშფორდის მსგავსი ფეხბურთელი მოეყვანა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი გვყავს.

მადლობა და მშვიდობიანი ღამე ყველას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2025, 16:57
    #5

    რაც მართალია მართალია, თავისი საქმის პროფესორია. ღმერთმა ასე ატაროს ბარსაში და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან.

  • Bakero
    schedule 19 სექ 2025, 20:41
    #4

    ჰაჰა ჰანსი heart_eyes ამას მთელი თამაშის დრამატურგია დაუგეგმია თამაშამდე heart_eyes და მერე ზუსტად ისე შეუსრულა როგორც უნდოდა smiley heart_eyes

  • Rick Sanchez
    schedule 19 სექ 2025, 17:35
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    ტიაგოს სამწვრთნელო შტაბში დაბრუნება ძალიან დაეხმარება გუნდს განსაკუთრებით ნახევარმცველებს


    არამგონია ამ ერთ კვირაში შეცვლილიყო რამე, დე იონგი და პედრი მანამდეც ასეთი მაგრები იყვნენ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 19 სექ 2025, 12:03
    #2

    ისე თამაშების შემდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელების და მწვრთნელების კომენტარებიც რომ დადოთ ხოლმე, საინტერესო იქნება ბიჭებო

  • M10 S9 D11
    schedule 19 სექ 2025, 11:51
    #1

    ტიაგოს სამწვრთნელო შტაბში დაბრუნება ძალიან დაეხმარება გუნდს განსაკუთრებით ნახევარმცველებს