“ვალენსიასთან” გამართული მატჩი (6-0) რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონურ” კარიერაში საიუბილეო აღმოჩნდა. 37 წლის თავდამსხმელმა “ბლაუგრანას” მაისურით 150-ე თამაში ჩაატარა.
ლევანდოვსკი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და სულ რაღაც 22 წუთში საიუბილეო შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა.
პოლონელმა ვარსკვლავმა, რომელიც “ბარსაში” 2022 წლის ზაფხულში “ბაიერნიდან” გადმოვიდა, 150 მატჩში 103 გოლი და 20 ასისტი მიითვალა. მისი “ბარსელონური” სტატისტიკა ტურნირების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ლა ლიგა – 106 მატჩი, 71 გოლი, 17 ასისტი
- ჩემპიონთა ლიგა – 27 მატჩი, 19 გოლი, 1 ასისტი
- ევროპა ლიგა – 2 მატჩი, 1 გოლი
- ესპანეთის თასი – 9 მატჩი, 7 გოლი
- ესპანეთის სუპერ თასი – 6 მატჩი, 5 გოლი, 2 ასისტი
მხეცია
ლევანდოვსკი ამ ასაკშიც კი მხეცია, ჯობია ძირითადში იდგეს და მისი ცუდი მიღება და შენელებული მოძრაობები ავიტანოთ. ვიდრე ფერანი.
მაინც რას ნიშნავს კლასი და ტექნიკა, რაც ფერანმა იწვალა და ენერგია დახარჯა ამას იმის ნახევარი არ დასჭირვებია. ლამაზად ელეგანტურად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გაიხედა და იქით დაარტყა სადაც მეკარეს შანსი არ ქონდა. სუარესი გამახსენა.
ისე რა ამის თემაა, მაგრამ რეკლამები ტელეფონზე შეგვიწყვიტეს და ეხლა კომპიუტერში შემოიჭრნენ?