workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი ფერმინისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ბაიერნი ფერმინისთვის ბრძოლაში ჩაერთო

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველს ფერმინ ლოპესს თვალი ევროპის კიდევ ერთმა გრანდმა დაადგა და ეს მიუნხენის “ბაიერნია”.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჩელსი” მზადაა, ფერმინში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლონდონური კლუბის ინტერესი რეალურია და “არისტოკრატებმა” ესპანელ ფეხბურთელს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს.

ჟერარ რომეროს უახლესი ცნობებით, ფერმინის შეძენა “ბაიერნსაც” სურს. “რეკორდმაისტერი” 22 წლის შუახაზელს ჯამალ მუსიალას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მძიმე ტრავმის გამო გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

ასევე რომერო იტყობინება, რომ “ბლაუგრანა” ფერმინს ტრანსფერს არ აიძულებს და გადაწყვეტილებას სრულიად ფეხბურთელს მიანდობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2025, 15:07
    #2

    სისულელეა ამის გაყიდვა, ერთადერთი მოძრავი, მეტოქის კარზე დაგეშილი ეს გვყავს და ამასაც ყიდიან? არაუხოს რატო არ ყიდიან?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 27 აგვ 2025, 13:36
    #1

    ძირითადის კაცი იქნება არადა ამ სეზონში