workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ვისელ კობესთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი ვისელ კობესთან თამაშის შემდეგ

დღეს “ბარსელონა” სეზონისწინა მზადების პირველ ამხანაგურ მატჩში (1-3) “ვისელ კობეს” დაუპირისპირდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ძალიან კარგი მატჩი იყო. პირველი 30 წუთი ძალიან კარგები ვიყავით, მომდევნო 15 წუთი კი კონტროლი დაკარგული გვქონდა. მეორე ტაიმში ისევ შესანიშნავად ვითამაშეთ.

ბევრი “ლა მასიელი” გვყავს. ჟოფრემ და დრომ ძალიან კარგად ითამაშეს.

რაშფორდს ბევრი არ უთამაშია. მარკუსის მიმართ ძალიან ვფრთხილობთ, რადგან მას ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ განუახლებია. ასევე გვინდოდა, მარტინისთვის 15 წუთი დაგვეთმო, რადგან მას ახლახან ტრავმა ჰქონდა.

ბარდგჯის მომავალი? ეს მასზეა დამოკიდებული, თუ ასე კარგად ითამაშებს. თუმცა, მისი დონე თითოეულ ვარჯიშზე ჩანს. იგივე ეხება ჟოან გარსიას, მარკუს რაშფორდს… გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ. იოლი სეზონი არ იქნება.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს: დრო, ჟოფრე, ბარდგჯი, ასევე ტონი და გილ ფერნანდესები, რომლებსაც წინა ტურნედან უკვე ვიცნობ.

ტერ შტეგენის კუთვნილი პირველი ნომერი ჟოან გარსიამ მოირგო? ასე უბრალოდ ტურნეზეა. პედრის 8 ნომერი ეცვა, იამალის კი, მგონი, 10 (იცინის). არა, ნამდვილად, ეს ტურნესთვისაა.

მადლობა იაპონიას. დიდი ფილოსოფიის მქონე მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ძალიან კარგი თამაში იყო.

იაპონიაში ფრენამდე წინა დღეს, სამწვრთნელო შტაბის ვახშამზე, მითხრეს, რომ კლუბის გადაწყვეტილებით მატჩი ჩაიშალა. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი სწორი მიმართლებით განვითარდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • ჭიათურა
    schedule 30 ივლ 2025, 15:48
    #21

    რასაც ველოდი ისეთი სატრანსფერო იყო , ადრეც დავწერე , ძირითადში ვინც შეიძლება შეცვლილიყო არი ლევანა და ინიგო , როგორც ჩანს არ ქონდათ მაგის ტრაკი და ესე ვინმე წარაკუათი ვერ შეცვლი ვერცერთს , დალშე კიდე გასაგებია ყველა უცვლელი ძირითადია , ოლმო/ფერმინი არი ოდნავ საკითხავი და მანდაც რავი თუ ჯანზე იქნა ოლმო ითამაშებს მეტს , და ერთი კიდე პედრის მეწყვილე , სადაც აშკარად ბევრი არიან და ააჯმეინებენ ვითომ ვინმეს? რაშფორდი კიდე ასეც და ისეც ჯობია კალბას ფატის , იმას ვერ შეიყვანდი მოედანზე და ეს ერთ 15 გოლს გაიტანს ალბათ , მეკარე იასნად კაი ქნეს