“ბარსელონამ” დიდი პროგრესი განიცადა “ჟოან გამპერის” სახელობის თასის “კამპ ნოუზე” ჩატარების მხრივ, რაც კლუბისთვის მნიშვნელოვანი ბიძგია. მატჩი გაიმართება 10 აგვისტოს და ეს იქნება პირველი თამაში სტადიონზე მას შემდეგ, რაც მისი რეკონსტრუქცია დაიწყო. ეს არამხოლოდ გუნდისთვის იქნება მოსამზადებელი ტესტი, არამედ სტადიონისთვისაც. “ბლაუგრანა” გეგმავს, რომ ამ მატჩში იტალიური კლუბს “კომოს” დაუპირისპირდეს. თავდაპირველად იგეგმებოდა 60,000 გულშემატკივრის დასწრება, მაგრამ სტადიონის სამუშაოების დაყოვნების გამო, შესაძლოა ეს რიცხვი 25,000-35,000-მდე შემცირდეს.
გაცემულია პირველი ლიცენზია
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონამ” უკვე მიიღო ქალაქის საბჭოსგან პირველი ლიცენზია, რომელიც მშენებლობასა და აქტივობებზე ვრცელდება. მათ კიდევ ერთი ლიცენზია სჭირდებათ, სახელწოდებით “პირველი შესვლის უფლება”. ეს გაიცემა მას შემდეგ, რაც აუცილებელი სამუშაოები დასრულდება. კლუბი 28 ივლისს ჩაატარებს სატესტო ღონისძიებას, საზოგადოების გარეშე, უსაფრთხოების შესაფასებლად.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი “გამპერის” მატჩის გამართვა?
“ბარსელონას” სურს აუდიტორ Crowe-სა და La Liga-ს დაუმტკიცოს, რომ VIP ადგილების გაყიდვა – რომელზეც კლუბმა დეკემბერში მიიღო 100 მილიონი ევრო – რეალურ პროდუქტს წარმოადგენს. თუ “გამპერის” მატჩი “კამპ ნოუზე” ჩატარდება, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადგილები არსებობს. მხოლოდ ამის შემდეგ დაემატება 100 მილიონი ევრო “ბარსელონას” ხელფასის ლიმიტს, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ახალ ფეხბურთელთა დარეგისტრირების შესაძლებლობაზე.
ისე თავიდან სურათს რო დავხედე მეგონა მუშები ზეიმობდნენ, ძალიან უხდებათ სამუშაო ფორმა ჩვენებსაც. ნუღარ გაიხდიან და მიეხმარონ იმ უჯიშოებს იქნება მართლა დაამთავრონ დროზე.
საკვირველია ამხელა სტადიონის 3 წელში აშენება. მახსოვს თბილისის დინამომ რო პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა(200 მილიონიან ქვეყანაში 3 მილიონიანმა საქართველომ) მაშინვე დაიწყეს დინამოს ნგრევა, რო ჩემპიონებს ახალ სტადიონზე ეთამაშათ. მთავრობა ერთ წელიწადში დამთავრებას პირდებოდა გუნდს და 1964 წელს დაწყებული მშენებლობა მხოლოდ 1976 წელს დამთავრდა, როცა ჩემპიონატის თასიც პირველად მოიგეს.
მაიტა შევესიოთ ბიჭობა უცბათ ავაშენებთ
რაც მალე მით უკეთესი