workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ უნდა იჩქაროს

ბარსელონამ უნდა იჩქაროს

ნიკო უილიამსის ტრანსფერის ჩავარდნამ დაადასტურა, რომ “ბარსელონას” ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გადასახდელი ფული მაინც აქვს. კლუბმა უკვე გადაიხადა €25 მილიონი ჟოან გარსიაში და მზად იყო €62 მილ. გადაეხადა უილიამსში, სანამ ის ახალ კონტრაქტს მოაწერდა ხელს “ატლეტიკთან”. ახლა “ბარსელონას” ყურადღება გამახვილებულია მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ჟიულ კუნდე უცვლელი სტარტერია, თუმცა ერიკ გარსიასა და ექტორ ფორტის დონე საკმარისი არ არის. ამ კონტექსტში დენზელ დუმფრისი (29 წ.) მთავარ სამიზნედ გვევლინება.

23-დღიანი ვადა გამოსასყიდი თანხისთვის

Sky Italia-ს ინფორმაციით, დუმფრისს მოქმედი აქვს €25 მილიონიანი გამოსასყიდი პირობა, თუმცა ეს ვადა მხოლოდ 2025 წლის 31 ივლისამდე მოქმედებს. თუ “ბარსელონა” ამ თანხას 23 დღეში არ გადაიხდის, “ინტერი” აღარ აპირებს მის გაყიდვას სტანდარტული პირობებით.

ტრანსფერი დამოკიდებულია ერთ-ერთი მცველის წასვლაზე

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ხელში აქვს თანხა დუმფრისის გამოსასყიდად, კლუბი არ განახორციელებს ტრანსფერს, სანამ ერთ-ერთი ცენტრალური მცველი არ დატოვებს გუნდს.

კანდიდატები:

  • ანდრეას კრისტენსენი;

  • რონალდ არაუხო.

ორივე ფეხბურთელის გასხვისება გაათავისუფლებს საკმარისი ხელფასის სივრცეს, რათა “ბარსელონამ” დუმფრისი ლა ლიგაში დაარეგისტრიროს.

რატომ დუმფრისი?

დუმფრისმა თავი დაამახსოვრა “ბარსელონას” გულშემატკივრებს, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში გოლი გაიტანა და “ბარსელონა” გამოეთიშა ტურნირს. მის ფიზიკურობას, სისწრაფესა და შეტევაში ჩართვის უნარს ფლიკი დიდ პატივს სცემს და მას სრულფასოვან კონკურენტად მიიჩნევს კუნდესთვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • MESSI 2017
    schedule 12 ივლ 2025, 15:42
    #11

    ციტატა: nika 54
    გარსია(მეკარე) რო არ დაურეგისტრირებიათ, აზიურ ტურნეზე გაყვება გუნდ? შეუძლია თამაში?


    გარსია დარეგისტრიებულია წესით რომც არ იყოს ამხანაგურია და შეუძლია კონტრაქტზე ხელი მოწერილი აქვს

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2025, 15:11
    #10

    გარსია(მეკარე) რო არ დაურეგისტრირებიათ, აზიურ ტურნეზე გაყვება გუნდ? შეუძლია თამაში?

  • ვისკა ბარსა
    schedule 11 ივლ 2025, 11:42
    #9

    საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს მაგ პოზიციაზე და შემცვლელიც არანაკლებია,პლუს ამას სკამზე ეს არ დაჯდება და ამის მოყვანა აბსურდი იქნება

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2025, 22:59
    #8

    3 შემტევი გვყავს გუნდში და ესენი მარჯვენა მცველს ეპოტინებიან, როცა მაგ პოზიციაზე ჰაკიმის შემდეგ საუკეთესო კაცი გვყავს?

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 10 ივლ 2025, 17:15
    #7

    საერთოდ არ გვჭირდება. არაუხოც რომ წავიდეს კუნდე ცენტრში არ უნდა ათამაშონ. ზამენისთვის ეს არ მოვა. ბალდეს ზამენა უფრო გვინდა და პლუს შემტევები გვჭირდება, 9-იანიც და ერთი კაი ვინგერიც. 9-ზე კაი ლევანა/ტორესით ერთ წელს გავათრევთ,ვინგერების დამსვენებელიც არ გვყავს და ამდენი დატვირთით სადღაცა ავიჩეხებით. სასწრაფოდ ერთი კაი ვინგერი მოიყვანონ რო საშუალო გუნდებთან შეეძლოს ვინმეს დასვენება. გაისად 9 მოიყვანონ.

  • JustBarcaLover
    schedule 10 ივლ 2025, 16:28
    #5

    ბორდი კი არა ცირკია, მთავარი კლოუნები დეკუ და ლაპორტა

  • Damien12
    schedule 10 ივლ 2025, 16:06
    #4

    ამდენი პრობლემა გუნდში და დუფრის მიახტნენ ტიპები smiley

    თავდამსხმელი გვყავს 40 წელს მიტანებული კაცი და გუნდში ერთადერთი დიბლიორი არის იამალი, ამ დროს ტიპები დუფრის ეჩალიჩებიან ))) ჯერ ეგ დუფრისი რატომ წამოვა კუნდეს სათადარიგოდ, როცა კიდე შეუძლია რამდენიმე წელი მაღალ დონეზე თამაში და თუ მაინდამაინც გარსიას შეუძლია სრულფასოვნად თუ არა, საკმაოდ კარგად შეცვალოს კუნდე.
    ბალდე ვერ შეცვალეს თორემ კუნდე მეტ-ნაკლებად კარგა ჩაანაცვლეს.

    ერთი ნორმალური პრეზიდენტი როგორ არ შეიძლება გვეღირსოს :დ
    პიკე მიდი იყარე კენჭი და ეგება გვიშველო

  • Albicelecte
    schedule 10 ივლ 2025, 16:03
    #3

    არსად არ უნდა იჩქაროს

  • Vamsdreini.1
    schedule 10 ივლ 2025, 15:23
    #2

    დუმფრისი კი არა გიოკერეში იყიდონ, ან შეშკო, დასდევენ ერთხელ 💩 აყვავდა ხალხს.

  • MessiAbuTidze4848
    schedule 10 ივლ 2025, 15:15
    #1

    რა ვიცი აბა , მე მაინც ვფიქრობ რომ კრისტენსენი გასაშვები არაა , გრძელი სეზონია და არ იცი რა დროს რაში დაგწირდება , პლუს რა ხელფასს ის იკავებს , უფრო დიდ სარგებელს ვნახავდით არაუხოს გაყიდვით , 50 მილიონს მინიმუმ მოგვცემდნენ და სახელფასო ჭერიც საკმაოდ გათავისუფლდებოდა , დუმფრისსაც მოიყვანდნენ 25 ად , და დიაზსაც ვიყიდიდით ეგრევე