ლუის დიასი აგრძელებს ყურადღების ცენტრში ყოფნას, რადგან “ბარსელონა” და “ბაიერნი” ცდილობენ მისი “ლივერპულიდან” წამოყვანას. 28 წლის კოლუმბიელმა შემტევმა განაცხადა, რომ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
დიასის “ჯენტლმენური შეთანხმება” “ლივერპულთან”
გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულსა” და დიასს შორის არსებობს პირადი შეთანხმება, რომ თუ რომელიმე კლუბი €80-85 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, ინგლისური კლუბი მას არ დაუდგება გზაზე. დიასი არ ეთანხმება ახალ კონტრაქტს და დარჩენილია მხოლოდ ორი წელი მოქმედ ხელშეკრულებაში. შესაბამისად, “წითლები” დგანან რთული არჩევანის წინაშე: ან ახლავე გაყიდონ მაღალი ფასად, ან მომავალში დაკარგონ დაბალ ფასად ან უფასოდ.
“ბაიერნის” წინადადება
Bayern Insider-ის ინფორმაციით, მიუნხენელები მზად არიან გადაიხადონ:
-
€60 მილიონი ფიქსირებულად;
-
დანარჩენი თანხა ბონუსების სახით, რომლებიც შესაძლოა €20 მილიონსაც გადასცდეს.
ეს ჯერ კიდევ შორს არის “ლივერპულის” მოთხოვნილი მინიმუმ €80 მილიონისგან, თუმცა “ბაიერნი” იმედოვნებს, რომ ბონუსებით განსხვავება დაიფარება. “ბაიერნს” სურს ხმაურიანი ტრანსფერი მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსისა და ბრედლი ბარკოლას მოყვანა ვერ მოახერხეს.
“ბარსელონა” თამაშში რჩება
“ბარსელონა” კვლავაც ძირითად ფავორიტად ითვლება დიასის თვალსაზრისით – ანუ თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად “კამპ ნოუზე” გადასვლა სურს. კატალონიელებს აქვთ იმედი, რომ დიასის “ლივერპულთან” არსებული შეთანხმება შეაძლებინებს ფასის დაკლებას, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ:
-
“ბარსელონამ” დაბალანსოს ხელფასების ლიმიტი;
-
მიიღოს ლა ლიგასგან დასტური €100 მილ. VIP კონტრაქტის აღიარებაზე.
დიასის სიტყვები
ვსაუბრობთ “ლივერპულთან” და მათთანაც, ვინც დაინტერესებულია ჩემით. ვარ ბედნიერი იქ სადაც ვარ, მაგრამ მივიღებ ჩემსთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას.
დებილი არის ეს დეკუ ძმაო დებილი😀 ამის ფასად 2 ტრანსფერი გაკეთდება დუმფრიზი და ის ლაიფციგის შემტევი და ერთი მცველი ან ფორვარდიც მოვა დაჟე
ბრძოლა ლუის დიასის "გამოგლეჯისთვის"

რაღაცა რომ გვექნა უილიამს დავითრევდით, ერთად ბარსაში ამით ესპანეთის ნაკრებიც გაძლიერდებოდა.. სად შეთამაშებული რომ ხარ, ვიღაცისთვის გაგვეწყვიტა კონტრაქტი.. მაინც ტყუილად არიან ან ზიან ჭამენ ან შემოვლენ და გადამწყვეტ თამაშში ლიგიდან მოგვისვრიან..
რატომ ჯარიმა? დავაყენოთ ტრანსფერზე ეგება იყიდებიან და თვითონაც კმაყოფილები დარჩენ ვიდრე აქ სათადარიგოებზე ჯდომით.
კიდევ კაი ფული არ ეყოფათ და ვერ მოიყვანენ.
ლევანა დაბერდა, შარშანდრლთან შედარებით წელს რას იზავს კაცმა არ იცის.. 1 წელი დიდი დროა მაგ ასაკში ჩავარდნისთვის..
ვიღაცა ვიღაცეები საყიდელია, უბრალოდ გამოუსადეგარი ხალხია ჯერ მოსაშორებელი და მაგას ვერ არ იშორებენ..
უილიამსი ჩვენი იყო ჭკვინად რომ ყოფილიყვნენ და ტიპს მერე აგინებენ არ გადმოვიდაო.. ეუბმებიან შეიძლება ვერ დაგარეგისტრიროთო, თუ ვერ დამარეგისტრირებთ წავალო, არა ვერ წახვალო ხოდა ნახვამდისო.. ისეთი დებილები არიან შეიძლება ეგ გაისად დავითრიოთ
ოღონდ უფრო ძვირად და ისევ კრიზისში ვიყოთ..
გუარდიოლას მერე ესე რატო ჩავიძირეთ? რეალურად ესპანეთში ჩვენ და რეალი ვართ და ვინაწილებთ ყველაფერს, ტრანსლირებაა რეკლამაა ყველაფერი რა.. მოდის ორი გუნდი, თვითონ ნაკრებიც ევროპა მაოფლიოებს დებს, რეალი ბარსა ლიგას ლიგაზე დებდა, ესპანეთი მაგრა ქაჩავდა.. ამხელა სტადიონი, სპონსორები მოგებები, ყველაგერი გვქონდა.. რეალი იწყებს სტადიონის განახლებას და არაფერში არ ერხევა, ჩვენ ვიწყებთ და კაცს ვერ ვარეგისტრირებთ წლებია.. აგერ ატლეტიკო დაარეგისტრირებდა უილიამს ჩვეულებრივად სადაც სიმეონეს სამი ბარსას ფეხბურთელის ხელფასი აქ და ბოლოს რა მოიგეს არც ახსოვთ.. ჩვენ რატო ვერ ვარეგისტრირებთ, ამხელა კონპანია ამდენი ფული სად გაქარა? მანჩესტერი ვაბშე სადაა ჩაძირული მაგრამ 5უილიაკს მიიყვანს თუ უნდათ, ჩვენ? ლიგები გვქონდა ლალიგები გვქონდა. რეკლამები სპონსორები სტადიონი ბილეთები რავიცი ყველაფერი სად გაქარა? (ეხლა არ თქვათ ბევრი გადავიხადეთ ის არ გამოგვადგა ეს არ გამოგვადგა ეგრე რეალს აზარი გამოადგა? ალაბა გამოადგა? და ასე შემდეგ
დაგინებულია რო ვინმე ვიყიდოთ? მორიგ სლეობას იზამენ არაფრის მყიდველები არ არიან, შემდეგი წლისთვის გადადონ თუ რამე ფული აქვთ თორე მომავალ წელს რო ლევა წავა და ესე სამი ასოსავით მოიქცნენ ლაპორტა დეკოები მერე ვართ ცოდონი ტორესის იმედად ყოფნა რო მოგვიწევს. აღიარონ რო მატყუარები არიან, ჩაიჯ..ეს და ნიკომ კიდე ზედ უქნა ორივეს, თქვან რო ვერც გამოასწორეს ფინანსური სიტუაცია და ბოდიში მოიხადონ და შეეშვან ბებრევის დევნას. ამოწიონ ვირგილი დანი და ტონი. არ გააქციონ ეგ ბავშვები. გაეშვით ლეაოებს და დიასებს
რა ვერ გავიგე იცი, ვიჯც არ გვინდა და არც იყიდება ზიან და ჭამენ ფულს.. კონტრაქტს ვერ გავუწყვეთ ჯარიმა რომ გადავიხადოთ და წავიდნენ რა..
რაღაცა რომ გვექნა უილიამს დავითრევდით, ერთად ბარსაში ამით ესპანეთის ნაკრებიც გაძლიერდებოდა.. სად შეთამაშებული რომ ხარ, ვიღაცისთვის გაგვეწყვიტა კონტრაქტი.. მაინც ტყუილად არიან ან ზიან ჭამენ ან შემოვლენ და გადამწყვეტ თამაშში ლიგიდან მოგვისვრიან..
გულშემატკივარს აბოლებს ლაპორტა; ფული არ აქვს და რომც იშოვოს, ხარჯვით კატეგროიაში იჭედება, რეგისტრაციისას;
მე 2 ვარიანტს განვიხილავდი: რაფინიას დასასველებლად ბრაიან სარაგოსას და იან ვირჟილის ამოწევას; 1 შემთხვევაში 15 ლიმონი და მეორე შემთხვევაში არც არაფერი;
ვირჯილი ყველა ვარიანტში ამოსაწევია;
და რაფინიას რას უპირებ კაცი, აიღებ და სკამზე დასვამ?
ნაწილ-ნაწილ გადახდაზე რო დავითანხმოთ არა? 60-65 მილიონი ნორმ ფასია. დრო იწურება და ვერავინ მოყავთ,ამიტომ სხვა გზა არაა. ბაიერნთან შეთანხმებას მიაღწიაო დაიწერა და მერე რომანომ დადო დიაზს ბარსელონაში ძალიან უნდაო.
ენრიკეს ვეტო აქვს დადებული 28 წლისა და უფრო მეტი ასაკის ფეხბურთელებზეე, ჩვენ მტვერსასრუტის ფუნქცია გვაქვს ჩართული, ბარსელონააა თუ თურქეთის რომელიმე გუნდი, ასაკში შესული ვარსკვლავები რომ გარბოდნენ თავისდროზე?! ფინანსებიც არ ესმით ამათ ფაქტია, ისეთ ხალხში იხდიან ფულს იმის მესამედ ფასში ვერ ყიდიან მერე!!!
მაგ ფასად გიოკერეში იყიდონ, გააჯ.ვი დეკუ შენი მოსვლის საათი მოვა.ტ.ყან
ბიჭო მაგრად მევასება არადა რააა😏😏ზოგადად ამისნაირი ისპალნიწელი ვინგერები ადგილიდან რო წყდებიან მევასებიან
არ მინდა ეს ფეხბურთელი მითუმეტეს 80 ში
დაიწყო ახალი სერიალი
ლოლ კიდევ ამის ტრანსფერზეა აქ ლაპარაკი 😂მორჩით ხალხნო, რა დიასი რის დიასი და ლეაო ….. დამთავრდა ბარსას სატრანსფერო ბატალიები ამ ზაფხულს. მთელმა მსოფლიომ გაიგო რო ვინ არ უნდა იყიდოს ბარსამ ვერავის დაარეგისტრირებს ხოდა არავინ მომსვლელი აქ არ არის. ეგ კიარა ის რონია თუ ვიღაც ისიც შეილება გაასხვისონო რომ გადმოვა ამ კვირაში
მითუმეტეს ჯოტას გარდაცვალებამდე ყველა წერდა რომ დიასმა ბაიერნთან შეათანხმაო და ლეაოზე თვითონ ალეგრიმ თქვა წელს არსად მიდის ლეაოო
Უკვე ერთი სული მაქ ეს სატრანსფერო ფანჯარა ამოიწუროს და გავიგოთ საბოლოოდ ვის იმატებენ ვის არეგისტრირებენ და რა რესურსით მოგვიწევს ახალი სეზონის დაწყება ეს გაურკვევლობა უკვე ყელშია ათასი ინფორმაცია ვრცელდება და ვერ გაიგებ რა არის მართალი ხან იძახიან ბარსელონა 1პლიუს 1 დაუბრუნდა და ფეხბურთელების დაარეგისტრირება შეუძლიათ მაგრამ მეორე დღეს ნიუსი ვრცელდება რო ნიკო ვუილიამსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა რადგან არ იცოდა ბარსელონა შეძლებდა თუ არა მის დარეგისტრირებას ეხლაც ათასი ჭორი ვრცელდება ლუის დიასზე ლეაოზე რაშფორდზე მაგრამ სერიოზული მოქმედებები არ მიმდინარეობს მაგათ გადმოსვლებზე და რომც გადმოვიდნენ ისიც კი არ ვიცით შეძლებენ დარეგისტრირებას თუ არა არც ფეხბურთელების წასვლაზე არ ისმის არაფერი რო სახელფასო ჭერი შემცირდეს ძალიან დიდი გაურკვევლობაა და არც არავინ ამბობს რო რა უნდა გაკეთდეს და რისი გაკეთების შესაძლებლობა აქვთ
როცა ახალ სიახლეს ვხედავ ეგრევე ვაკვირდები ავტორს თუ დავიდ ვილას ვხედავ მიხარია ვიცი რომ პატარა და ძალიან გასაგები იქნება ფეოლაც ვიცი ნუ რაც იქნება და შექსპირა არასდროს არ მიხარია ვიცი რო ძალიან დიდი ტექსტი იქნება აი პატარა თემაზეც ძალიან დიდი იმედია გამოსწორდება ისე კარგია შექსპირამ გამოაცოცხლა საიტი
ჟოტას გარდაცვალების შემდეგ ცენტრში მარტო ესღა დარჩა ლივერპულს და არ გაყიდიან
ჟოტას ამბის მერე არც გაყიდიან