workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოვრო ჩელფი ბარსა ატლეტიკს შეუერთდება

ლოვრო ჩელფი ბარსა ატლეტიკს შეუერთდება

“ბარსელონა” აგრძელებს ევროპაში ახალგაზრდების მონადირებას, ამჯერად კი ხორვატიაში იპოვა მომავალი ტალანტი. ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ კლუბმა 18 წლის ლოვრო ჩელფის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია ხორვატულ NK Kustosija-სთან.

ჩელფი შეუერთდება “ბარსა ატლეტიკს”

ახალგაზრდა ნახევარმცველი მომავალ სეზონს კატალონიის სატელიტ კლუბში დაიწყებს, სადაც ეტაპობრივად მოხდება მისი ადაპტაცია.

  • საწყისი ტრანსფერის ღირებულება: €300,000;

  • შესაძლო ბონუსები: €2 მილიონამდე;

  • “ბარსელონამ” შეიძინა მხოლოდ მისი სათამაშო უფლებების 50%.

აღსანიშნავია, რომ კლუბი არ აპირებს ჩელფის იჯარის წესით გაშვებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მასთან სამუშაოს სერიოზულად უდგებიან და სავარაუდოა, რომ მას პირველ გუნდთან ვარჯიშის საშუალებაც მიეცემა.

ჩელფის მიმართ ინტერესს ევროპის გრანდებიც იჩენდნენ

“ბარსელონას” “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი” და “დორტმუნდი” უწევდნენ კონკურენციას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სწორედ კატალონიელებზე შეაჩერა.

ვინ არის ლოვრო ჩელფი?

  • აღზრდილია დინამო ზაგრების აკადემიაში, თუმცა 17 წლის ასაკში გადავიდა Kustosija-ში;

  • 2024/25 წლების სეზონში ჩაატარა 540 წუთი U19 გუნდში;

  • გაიტანა 1 გოლი, ასევე სინიორებში მიიღო დებიუტი ხორვატიის თასზე;

  • ეროვნული ნაკრების დონეზე:

    • 3 მატჩი ხორვატიის U18 ნაკრებში

    • ახლახან გამოიძახეს U19 გუნდშიც

“ბარსელონას” თანამშრომლობა ხორვატიულ კლუბებთან

ჩელფი ბოლო სახელია “ბარსას” ხორვატიული პროექტიდან – კლუბმა ცოტა ხნის წინ მიკაილ ფაიე შეიძინა Kustosija-დან და ერთ წელიწადში €11 მილიონად გაყიდა საფრანგეთში. ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს პორტუგალიელ კარდოსო ვარელას ტრანსფერზე დინამო ზაგრიდან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2025, 15:35
    #4

    ეს ზაგრების დინამო ტალანტების სამჭედლოდ იქცა? ოლმოც მანდ არ იყო?

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2025, 22:21
    #3

    მერამდენედ მოიყვანეს უკვე ასეთი ვითომ ტალანტები სხვა კლუბებიდან, არ ათამაშებენ ან ვერ თამაშობენ და მერე მიდიან, თუნდაც დარვიხი და სხვები. ისევ ბარსას აღზრდილები გამოდგებიან ხოლმე სასარგებლო მოთამაშეები. მართლა ტალანტები ვინც არიან მიჰყავთ სხვა კლუბებს, თორემ რა გგონიათ, რომ იწერება ბარსამ მოუგო კონკურენტებს და წამოიყვანა ესა და ის ფეხბურთელიო, რატომ? იმიტომ რომ ბანძია და თავს არ იკლავენ, თორემ ტრანსფერებში ესენი ვისი მჯობნები არიან.

  • ვისკა ბარსა
    schedule 10 ივლ 2025, 12:16
    #2

    წარმატებები და ვნახოთ რას იზამს იმედია ცოტათი გაამართლებს