ნიკო უილიამსის შემდეგ “ბარსელონას”, შესაძლოა, კიდევ ერთი სატრანსფერო სამიზნე გამოეცალოს ხელიდან. საუბარია “ინტერის” მარჯვენა მცველზე, დენზელ დუმფრისზე.
ცნობილია, რომ “ბარსელონას” დაცვის ფლანგების გაძლიერება სურს, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო ეს პოზიციები “ბლაუგრანასთვის” პრიორიტეტი არაა. თუმცა პერიოდულად მაინც ვრცელდება ხოლმე ცნობები, რომ კატალონიელებმა თვალი ამა თუ იმ ფეხბურთელს დაადგეს.
ბოლო ასეთი ინფორმაცია დენზელ დუმფრისთან დაკავშირებით გავრცელდა, რომლის ყიდვაც “ბარსას” 25 მილიონ ევროდ შეუძლია. ფეხბურთელის დონის გათვალისწინებით ფასი ნამდვილად კარგია, მაგრამ ახლა ჰანსი ფლიკის გუნდის პრიორიტეტი თავდამსხმელის შეძენაა, რის გამოც “ბლაუგრანა” ნიდერლანდელ განაპირა მცველზე სრული ძალებით ჯერ ვერ გადაერთო.
ამასობაში ესპანეთის ჩემპიონებს კონკურენტი გამოუჩნდათ. Sky-ს ცნობით დუმფრისის დამატების სურვილი “მანჩესტერ სიტიმ” გამოთქვა. პეპ გვარდიოლას დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს და თუ “ქალაქელები” საქმეში სერიოზულად ჩაერთნენ, “ბარსას” ინგლისელებთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება.
რას ერჩი ჭკვიანია და რაც მთავარია ისეთი გუნდის მწვრთნელია, ფულზე და ტრანსფერზე პრობლემა რო არა აქვთ.
ამაზე არ ვიცი და პუბილზე იწერება, კატალონიელია და მარჯველა ლატერალია, მაღალია 1.9 და ცენტრშიც შეძლებს თამაშს;
ვინც ახალგაზრდულების და ოლიმპიური ნაკრებების ტამაშებს უყურებდა, გეციოდინებათ ეგ ბიჭი
გვარიოლაზე გაუმაძღარი მწვრთნელი არ არსებობს, რომ დააცადო ერთ პოზიციაზე 5 ფეხბურთელს მიიყვანს. ყიველთვის შავ ლაქას დარჩება მაგის კარიერაში.
პეპ, აჩუ-აჩუ გააკეთე შენ ამ ეტაპზე.
არუხო და შტეგო გაგვაყიდინა მისაღებ ფასში იქნებოდა კანფეტ. სახელფასო ჭერიც გამოთავისუფლდებოდა და ნებისმიერის დარეგისტრირებას შევძლებდით უპრობლემოდ.
ესეც წაგვართვეს
კუნდე გვყავს მანდ, ნიკოს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ მთელი ძალებით ახალი ვინგერის მოძებნა მოუწევთ.
კონკურენტი გამოუჩნდა ბარსასო ისე წერთ, თითქოს მოლაპარაკებები უკვე ბოლოსკენ იყოს დუმფრისთან 😀 ტიპთან კომუნიკაციაც არ ქონიათ ჯერ და ეგრევე სამიზნედ განიხილავენ 😃 ვინც საჭიროა ის ვერ მოგვყავს, რა დუმფრისი კაით რა 🙃
არ გვჭირდება ახალა მარჯვენა მცველი