workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ტერ შტეგენის მომავალი ბუნდოვანია

ტერ შტეგენის მომავალი ბუნდოვანია

“ბარსელონა” ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს და, მათ შორის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი კლუბის კაპიტანია, შემდეგი სეზონისთვის მესამე მეკარის როლშია განხილული – ჟოან გარსიასა და შჩესნის შემდეგ. ტერ შტეგენმა უკვე თქვა, რომ გუნდში დარჩენას აპირებს, თუმცა ევროპული გრანდები მის გადარწმუნებას ცდილობენ,  იციან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თამაშის გარეშე დარჩენა მისი კარიერისთვის სახიფათოა.

“გალათასარაიმ” “ბარსელონას” უკვე მიმართა

თურქული კლუბი ეძებს ახალ მეკარეს, რადგან მუსლერა ტოვებს გუნდს. სწორედ ამიტომ, მათ უკვე საუბარი ჰქონდათ “ბარსელონასთან”, რათა გაიგონ, აპირებს თუ არა კლუბი ტერ შტეგენთან კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტას, რაც მათ უფასოდ მისი შეძენის საშუალებას მისცემდა. “ბარსელონა” შესაძლოა დათანხმდეს ამ გზას, რათა დაზოგოს ტერ შტეგენის მაღალი ხელფასი, თუმცა გერმანელი კიპერი ამ ვარიანტს არ განიხილავს – მისი სურვილია დარჩეს “კამპ ნოუზე”.

“გალათასარაის” პრიორიტეტი ტერ შტეგენი არ არის

“გალათასარაის” მეკარის პოზიციაზე მთავარი მიზანი “ჩელსის” კარის დარაჯი ჯორჯე პეტროვიჩია, ამიტომაც თურქული კლუბი მხოლოდ სარეზერვო ვარიანტად განიხილავს ტერ შტეგენს. ეს კი “ბარსელონას” იმ გეგმებს ართულებს, რაც მისი ტრანსფერის განხორციელებას უკავშირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივნ 2025, 20:40
    #5

    პეტროვიჩი უფრო უნდათ ვიდრე ტერ შტეგენი? რატომ?😃 ისე პენია წაიყვანონ. ახალგაზრდაა და თან გამოცდილება აქვს გალაში თამაშის.

  • nika 54
    schedule 18 ივნ 2025, 15:57
    #4

    ეს თურქებიც რა ნაგლები არიან. ბარსას მიმართესო მეგონა გამოსასყიდს იხდიდნენ და თურმე ამათაც უფასოდ უნდათ, გაგიჟდება კაცი რას არ გაიგებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 18 ივნ 2025, 06:59
    #3

    პეტროვიჩი რა ლოგიკითაა ტერ შტეგენზე მაღალი პრიორიტეტი?:დდდ

  • ვისკა ბარსა
    schedule 17 ივნ 2025, 21:30
    #2

    ტერ შტეგენი უნდა დარჩეს და შესნი უნდა წავიდეს აქედან

  • La Pulga10
    schedule 17 ივნ 2025, 17:54
    #1

    შესნიზე ცუდი არაა,მაგრამ როგორც ჩანს გასახდელს არ უხდება, ან რამე ნიტოს აკეთებს. თორე ფლიკი ესე უბრალოდ ამის გაჯმეინებას არ გადაწყვეტდა.