workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა და არსენალი ლოდინის რეჟიმში არიან

ბარსელონა და არსენალი ლოდინის რეჟიმში არიან

ნიკო უილიამსი “ბარსელონას” მარცხენა ფლანგზე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, თუმცა ამავე დროს მას ევროპის სხვა ტოპ-კლუბებიც აკვირდებიან. “ბლაუგრანას” ამ ეტაპზე ფინანსური სირთულეები აქვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ტრანსფერზე გადასვლას, თუ გუნდი რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს გაყიდის.

“ბარსელონას” უპირატესობა – მოთამაშის პრიორიტეტი

კვირის დასაწყისში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უილიამსს “ბარსელონაში” გადასვლა პრიორიტეტად აქვს დასახული – მიუხედავად იმისა, რომ წინა ზაფხულს კატალონიური კლუბის წინადადებაზე უარი თქვა. ეს “ბარსას” პოზიციას მნიშვნელოვნად ამყარებს, თუმცა მაინც არაა ის პირველ არჩევანად მარცხენა ფლანგზე. ამ პოზიციაზე ლუის დიასია კლუბის მთავარი სამიზნე.

“არსენალი” და “ბაიერნი” ბრძოლაში ჩაერთნენ

Sport-ის ინფორმაციით, ლონდონური “არსენალი” და მიუნხენის “ბაიერნი” უილიამსის მიმართ დიდი ინტერესით გამოირჩევიან და მათთვის ეს ტრანსფერი პრიორიტეტულია. შესაბამისად, მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ “ბარსელონასთან” შედარებით, რომელსაც ჯერ თანხების მობილიზება სჭირდება.

უილიამსი არ ჩქარობს

თუმცა თავად ნიკო უილიამსი ჯერ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რაც ლა ლიგის ჩემპიონებისთვის პოზიტიური სიგნალია. “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, ანდრეას კრისტენსენისა და პაბლო ტორეს გაყიდვით საჭირო თანხას მოაგროვებს. თუ “ლივერპული” ლუის დიასის ტრანსფერზე კვლავ მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს, მაშინ უილიამსი შესაძლოა “ბარსას” მთავარ სამიზნედ გადაიქცეს. საბოლოოდ, უცნობია როგორ განვითარდება სიტუაცია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში. ჯერჯერობით კი ყველა დაინტერესებულ მხარეს ლოდინი მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივნ 2025, 14:58
    #4

    ამ ლუის დიასს რატომ შეუყეს?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2025, 00:29
    #3

    ყველაფერი უნდა ვქნათ ამის მოსაყვანად

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2025, 17:47
    #2

    "ბლაუგრანას" ამ ეტაპზე ფინანსური სირთულეები აქვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ტრანსფერზე გადასვლას, თუ გუნდი რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს გაყიდის.
    მე მგონი ეს წინადადება ყველამ ზეპირად ისწავლა და უკვე ყოველ მოსმენაზე ვინმეს გინება მინდება. უფრო ხშირად ტებასის.
    თქვენც რო მუდმივად არ გვახსენოთ ეს ფაქტი არ შეიძლება? ამით იწყებთ და ამით ამთავრებთ. ეს გვინდა ის გვინდა, ყველას ჩვენთან უნდა, მაგრამ და იწყება თავიდან. ეგება გავაკეთოთ პაუზა და როცა ვინმეს გავყიდით ან ვიყიდით მაშინ დავწეროთ.
    მაგ: 1. ტერ შტეგენთან გალათასარაი აწარმოებს მოლაპარაკებას და ხელფასს 5 მილიონს სთავაზობს. მისი ფასი 12 მლნ-ია.
    2. ლაპორტას ნიკო უილიამსის ტრანსფერის საჭიროებაში ეჭვი ეპარება.
    3.რეშფორდი ბარსელონაში ტრანსფერს ელოდება და ესპანეთში ვარჯიშობს.
    4. ვინიციუსის წასვლის შემთხვევაში, რეალ მადრიდი ნიკო უილიამსს განიხილავს.
    5.„ბარსელონამ“ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის თხოვნით მიმართა.( იქ ერთ გუნდს "ლეონს"
    დარღვევები აღმოუჩინეს და ტურნირიდან მოხსნეს. ბარსელონას უარი უთხრეს იმიტომ, რომ თითო ქვეყნიდან ორ-ორი
    გუნდი უნდა ყოფილიყო. ამიტომ იქ ლოს-ანჯელესი გაუშვეს.
    6. შესაძლოა, ბარსელონა უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით ფინანსურ და ორგანიზაციულ სირთულეებს წააწყდეს.
    ნუ ამას მთლიანად გადმოვაკოპირებ:

    Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონა“ განიხილავს, უნდა თუ არა „ატლეტიკის“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის ტრანსფერი, მას შემდეგ, რაც სპორტული დირექტორი დეკო ფეხბურთელის აგენტს შეხვდა.
    წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ შესაძლოა პრობლემები შეექმნას 22 წლის ვინგერის ტრანსფერთან დაკავშირებით. პირველ რიგში, კლუბს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის 64 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მეორეც, „ატლეტიკი“ „ბარსელონას“ მთელი თანხის ერთდროულად გადახდას მოსთხოვს, რაც კატალონიური კლუბისგან მნიშვნელოვან ფინანსურ ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც ჯერ კიდევ ეკონომიკის აღდგენას ცდილობს. აღნიშნულია, რომ „ბარსელონამ“ შესაძლოა უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით სესხი აიღოს.
    გარდა ამისა, კლუბებს შორის დაძაბული ურთიერთობაა „ატლეტიკის“ მიერ „ბარსელონას“ მიმართ ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკისა და ფინანსური ფეარ-პლეის სიტუაციის გამო.
    ისე რომ სიახლეები მრავლადაა, ძებნა და თარგმნა სჭირდება.

    ციტატა: MESSI 2017
    ვახ ბიჭო პედრის საუკეთესოობის აღიარება რა დოენზე უჭირს სასტავს😂 ახლა ვიტინია ჯობიაო😂😂😂 აი რა უდნა ელაპრაკო ასეთ ხალხს 😀 ტიპი ტრაკში ყავდა გამოსმული ესპანეთი პორტუგალიაზე და თურმე საუკეთესო ყოფილა და ოქროს ბურთს იმსახურებს😀 და როდირს ადარებენ როდირი ყველანაირად მთავარი კაცი იყო სიტიასი ვიტინიზე მნიშვნელოვანი კიდე პსჟს მინიმუმ 3ს ჩამოვთვლი😀 ნუნო ჰაკიმი კვარა დოანრუმა პსჟში ვიტინიაზე მნიშვნელოვანია ყველა ვიტინიაზე მეტად ნუნო მენდეში იმსახურებს


    მე გუშინ ლა ლიგის მიმოხილვას ვუსმინე რუსულ ნტვ+ იქ ძალიან სერიოზული პროფესიონალები არიან, თითქმის ყველა ყოფილი ფეხბურთელია. და იქ ბარსელონას ყველა ფეხბურთელი ცალკ-ცალკე დაახასიათეს. როცა პედრიზე მივიდნენ ასე განაცხადეს: დღეს დღეობით პედრი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველიაო, რომელიღაც თამაშზე თქვეს პედრის ასვენებდა ფლიკიო, და ბარსამ უმაგისოდ ვერაფრით თამაში ვერ დაალაგაო. მეორე ტაიმში ფლიკმა რო შემოუშვა პედრი, ყველაფერი დალაგდა და ბარსამ 3 ქულა აიღოო. იქ ისე ტონკად არჩევენ ყველაფერს, რო მეც კი პედრის სულ სხვა თვალით შევხედე. თითქოს ამიხსნეს რაშია ძლიერი და გამოვიდა რომ ცენტრალური მცველისთვის ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს.
    საწყენია რომ ოქროს ბურთზე ძირითადად თავდამსხმელებს ირჩევენ, მცველებსა და ნახევარმცველებს ოქროს ბურთის მფლობელებს თითებზე ჩამოითვლის კაცი.

  • MESSI 2017
    schedule 16 ივნ 2025, 16:44
    #1

    ვახ ბიჭო პედრის საუკეთესოობის აღიარება რა დოენზე უჭირს სასტავს😂 ახლა ვიტინია ჯობიაო😂😂😂 აი რა უდნა ელაპრაკო ასეთ ხალხს 😀 ტიპი ტრაკში ყავდა გამოსმული ესპანეთი პორტუგალიაზე და თურმე საუკეთესო ყოფილა და ოქროს ბურთს იმსახურებს😀 და როდირს ადარებენ როდირი ყველანაირად მთავარი კაცი იყო სიტიასი ვიტინიზე მნიშვნელოვანი კიდე პსჟს მინიმუმ 3ს ჩამოვთვლი😀 ნუნო ჰაკიმი კვარა დოანრუმა პსჟში ვიტინიაზე მნიშვნელოვანია ყველა ვიტინიაზე მეტად ნუნო მენდეში იმსახურებს