workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაშინვე მივხვდით… – უსმან დემბელემ ლამინ იამალთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

მაშინვე მივხვდით… – უსმან დემბელემ ლამინ იამალთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

როგორც ჩანს, 2025 წლის “ბალონ დ’ორის” გამარჯვებული ან “ბარსელონაშია” ახლა, ან იქ იყო წარსულში. ლამინ იამალი, პედრი და რაფინია ყველა განიხილებიან პრესტიჟული ჯილდოს კანდიდატებად, თუმცა ამ ეტაპზე ფავორიტად უსმან დემბელე ითვლება. დემბელემ, რომელმაც “ბარსელონა” 2023 წელს დატოვა, საოცარი სეზონი ჩაატარა “პარის სენ-ჟერმენში” – კლუბში, რომელმაც 2024-25 წლების სეზონში ისტორიული ტრიპლეტი მოიგო, მათ შორის, თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.

დემბელე: ბალონ დ’ორი ბავშვობის ოცნებაა

“რთულია წინასწარ თქმა, მოვიგებ თუ არა, მაგრამ ფეხბურთელისათვის “ბალონ დ’ორის” მოგება ინდივიდუალურ დონეზე უმაღლესი მწვერვალია. ეს ისაა, რასაც ბავშვობაში ოცნებობ. მახსოვს, როგორ იღებდნენ “ოქროს ბურთს” ფეხბურთელები Téléfoot-ის ეთერში – ეს დაუვიწყარია. თავად ჯილდოც უნიკალურია.”

“ამ სეზონში სტაბილურად ვითამაშე, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. ჩემი სახელის ფავორიტთა სიაში ხილვა უკვე დიდი გამარჯვებაა, თუმცა იმედი მაქვს, ოდესმე რეალურადაც მოვიგებ ამ ჯილდოს.”

ლამინ იამალი – დემბელეს მთავარი კონკურენტი

ლამინ იამალი აღიქმება დემბელეს მთავარ კონკურენტად. ინტერვიუში დემბელემ გაიხსენა, როცა პირველად შეხვდა იამალს, მაშინ 17 წლის ამომავალ ვარსკვლავს, რომელთანაც ერთად მცირე ხნით “ბარსელონაში” ითამაშა.

“ბარსელონაში” ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ლაპარაკობდნენ მასზე, როცა პირველ გუნდს შეუერთდა, მაშინვე მივხვდით, რომ განსაკუთრებული ტალანტი იყო და სულ სხვა დონეზე თამაშობდა. ვარჯიშებზე დრიბლინგებით, საგოლე გადაცემებითა და გოლებით ბრწყინავდა.”

ლუის ენრიკეს გავლენა დემბელესა და პსჟ-ზე

დემბელემ აღნიშნა ის ცვლილება, რაც ლუის ენრიკემ, “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, პსჟ-ში მიიტანა.

“როცა მწვრთნელი ლუის ენრიკეა, კარგად იცი – თუ დაცვაში არ მუშაობ, სკამზე აღმოჩნდები და შენს ადგილს სხვას დაუთმობ. ჩემთვის თავდამსხმელი არ უნდა ფინტაობდეს – ის მუდამ უნდა იბრძოდეს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მხოლოდ შეტევის დროს კარგი თამაში არ კმარა. სწორედ ამ დამოკიდებულების წყალობით პსჟ ევროპას დაეუფლა: ყველა ვიცავდით და ყველა ვუტევდით.”
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივნ 2025, 14:50
    #6

    ციტატა: nika 54
    140 მილიონად ნაყიდი 7 წელი შევინახეთ, გადაბმით თამაში ერთი წელი არ გამოუვიდოდა და წასვლის დროს 50 მილიონიდან რომელიც პსჟ-მ გადაიხადა 25 ამან და ამის ნაგავმა აგენტმა აიღეს. მოკლედ ყველაზე კატასტროფული ტრანსფერი გამოვიდა ალბათ ბარსას ისტორიაში.


    ულაპარაკოდ ყველაზე ცუდია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 16 ივნ 2025, 21:18
    #5

    გაგემართლებინა ბარსაში და ნაკლებს გაგინებდი

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2025, 18:11
    #4

    140 მილიონად ნაყიდი 7 წელი შევინახეთ, გადაბმით თამაში ერთი წელი არ გამოუვიდოდა და წასვლის დროს 50 მილიონიდან რომელიც პსჟ-მ გადაიხადა 25 ამან და ამის ნაგავმა აგენტმა აიღეს. მოკლედ ყველაზე კატასტროფული ტრანსფერი გამოვიდა ალბათ ბარსას ისტორიაში.

  • me da barca
    schedule 16 ივნ 2025, 17:28
    #3

    5 ოქროს ბურთი რომ მოიგოს ამ ცალფაზიანმა, ჩემთვის ეს მაინც უმადური ნაგავია თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე.

  • Neymar
    schedule 16 ივნ 2025, 13:44
    #2

    ახლა რატო გვიძვრება ტრ**ში ვერ გავიგე ბოლო ინტერვიუებში სულ კარგად საუბრობს ბარსაზე და ჩვენ ფეხბურთელებზე ხოდა თუ ამდენი პატივისცემა გააჩნდა რას აღნიშნავდა იმ გოლებს? მარა არა იმენა აფერისტი ზანგია ტიპი

  • Vamsdreini.1
    schedule 16 ივნ 2025, 12:30
    #1

    საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ბაზარი არაა , მარა ლიგაზე რა ჩემი ტიჯანი ბაბანგიდა გააკეთა? ამაზე მეტად პსჟ-დან ვიტინიას ეკუთვნის. იმ ფეხბურთის დედა ვატირე დემბელეს ოქროს ბურთი რომ ექნება და რიბერის არა. სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია.