ხავიერ ტებასი ბარსელონას აფრთხილებს

ხავიერ ტებასი ბარსელონას აფრთხილებს

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გააფრთხილა “ბარსელონა”, რომ მათ ფინანსები წესრიგში უნდა მოიყვანონ, თუ სურთ ამ ზაფხულს მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება.

ტებასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

“ბარსელონამ” იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ სურს დიდი ტრანსფერები. იცის, რა დავალება აქვს შესასრულებელი, რათა ნორმალურად იმოქმედოს სატრანსფერო ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს და დაიმატებენ იმ ფეხბურთელებს, ვინც სურთ.

ამ დროისთვის “ბარსელონას” მომავალი სეზონისთვის ჯერ ტრანსფერი არ განუხორციელებია, თუმცა მის სახელს უკავშირებენ “ესპანიოლის” მეკარეს, ჟოან გარსიას.

ჟოან ლაპორტამ ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ კლუბმა თავისი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა და თეორიულად “ერლინგ ჰოლანდის დამატებაც კი შეუძლია“.

თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა “ბარსა” ამ დონის ტრანსფერის გაკეთებას უახლოეს მომავალში.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    10 ივნ 2025, 16:33

    ჟოან ლაპორტამ ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ კლუბმა თავისი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა და თეორიულად "ერლინგ ჰოლანდის დამატებაც კი შეუძლია“.
    ეს გვეღადავება? უეფამ რო 60 მილიონი ჯარიმა დაუნიშნა არასწორი ბუღალტერიისთვის არ იცის ვითომ?

  • akaki
    09 ივნ 2025, 22:37

    ტებასი შე ნახმარო გან…ნო

  • ზურაბ
    09 ივნ 2025, 18:13

    Don_Andresito, ეგ ყველაფერი დაიწყო კორონასდროს.. აჭკარიკა რომ ასტრონომიურ ხელფასებს უხდიდა კორონასდროს მაშინპოერესმა ყველას შეუმცირა ხელფასები და საკმაოდ ბევრი ხარჯი შეამცირა . ბარსელონა ძაან მინუსში გავიდა მაგ წლებში რადგან დიდი ხელფასები გვქონდა გადასახდელი და პლიუს სტადიონის ბილეთებს ვერ ვყიდდით რაც ბარსასთვის მთავარი ფინანსური წყაროა.. ეხლაც ავიღოთ რომ გიკვირთ ჩვენ რაღაც ჯღან სტადიონზე ვთამაშობდით რეალი კიდე განახლებულ სტადიონზე ხალხს ავსებდა წელსაც ბევრად მეტს გამოიმუშავებდა ვიდრე ბარსა. მაგიტომ არის რომ დიდ პლიუსშია.აშენდედ ეს ახალი სტადიონი დამერე ჩავდგებით კალაპოტში

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    09 ივნ 2025, 15:00

    ერთი ეს მოეძროს პოსტიდან და მეტი არაფერი მინდა

  • Don_Andresito
    09 ივნ 2025, 14:13

    ციტატა: lukaaa
    ამხელა სხვაობაა რეალსა და ბარსას შორის დავიჯერო?
    მასტანტუონო,ჰუისენი,კარერასი,არნოლდი
    ეა 4 დაიმატეს და გაუშვეს ვასკესი ვალეხო და მოდრიჩი,პლიუს 2 ფეხბურთელის დამატებას აპირებენ კიდე და როგორ? ანუ ესე საშინელ დღეში ვართ რო რამდენიმე წელი არ ველოდოთ წესიერ ტრანსფერს?


    მბაპე უფასოდ რო დაიმატეს, ხელფასი და ბონუსი რამხენა მისცეს? რა ქნა პერესმა ეგეთი რაც ჩვენმა ფარჩაკებმა ვერ გააკეთეს კოვიდის მერე? ასტრონომიული ხელფასები აქვთ ალაბას რუდიგერს მოდრიჩს მბაპეს და თითქმის ყველას. ნახევარი მაქედან უფასოდ მოვიდა და ტონა ფული შესთავაზეს. მარა ის ხო რეალია. ქვეყნის გუნდი, ბარსა კიდე ქვეყნის მტრის წარმომადგენელია. მოვ..ან ეგ ქვეყანა, მანდ კორუფციაა რუსეთი მიმიქარავს

  • La Pulga10
    09 ივნ 2025, 09:44

    რასავ ვშოულობთ ნახევარზე მეტი ავტომატურად ვალებში მიდის.

  • lukaaa
    09 ივნ 2025, 09:13

    ამხელა სხვაობაა რეალსა და ბარსას შორის დავიჯერო?
    მასტანტუონო,ჰუისენი,კარერასი,არნოლდი
    ეა 4 დაიმატეს და გაუშვეს ვასკესი ვალეხო და მოდრიჩი,პლიუს 2 ფეხბურთელის დამატებას აპირებენ კიდე და როგორ? ანუ ესე საშინელ დღეში ვართ რო რამდენიმე წელი არ ველოდოთ წესიერ ტრანსფერს?