“ბარსელონა” უახლოეს კვირებში სავარაუდოდ დაასრულებს ჟოან გარსიას ტრანსფერს, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ თანახმაა ქალაქის მეორე გუნდიდან “ესპანიოლიდან” გადასვლაზე. სანამ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, მან უკვე მიიღო გზავნილი თავისი მომავალი სავარაუდო თანაგუნდელისგან.
გარსია ძალიან ახლოს იყო ესპანეთის ნაკრებში მოხვედრასთან უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე მაინც გამოცდილი სამეულით წარსდგა – უნაი სიმონი, დავიდ რაია და ალექს რემირო. თუმცა “ესპანიოლის” მეკარეს მალე ელის “ლა როხას” რიგებში მოხვედრა.
თუ ასე მოხდა, გარსია, დიდი ალბათობით, თანაგუნდელი იქნება უნაი სიმონის, ესპანეთის ძირითადი მეკარის. სწორედ სიმონმა ისაუბრა გარსიაზე პრესასთან ამ კვირაში, როგორც Mundo Deportivo იუწყება:
ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ბიჭია და ერთ-ერთი იმათგანია, ვის წარმატებასაც გულით ვუქომაგებ. ის შესანიშნავად თამაშობდა. თუ წელს “ესპანიოლს” დატოვებს, იმედი მაქვს, ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც სათამაშო დრო ექნება, სადაც შეძლებს განვითარებას და ვარჯიშს. პირადად არ მითქვამს მისთვის, მაგრამ აქედან ვულოცავ იმ სეზონს, რაც ჩაატარა. ის “ესპანიოლის” რიგებში საოცარი იყო.
სიმონი რჩევას აძლევს გარსიას ბარსელონაში მოსალოდნელი ტრანსფერის წინ
სიმონმა ასევე მისცა ღირებული რჩევა გარსიას იმის შესახებ, რაც ელოდება მას “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ – გუნდში, სადაც მეკარეზე ზეწოლა და ყურადღება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე “ესპანიოლში” იყო:
უნდა შეძლო პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერ დროს. თუ დიდ გუნდში, იქნება ეს “ნიუკასლი” თუ რომელიმე სხვა სახელგანთქმული კლუბი, გაქვს შანსი თამაშის, ეს უნდა მიიღო თავდაჯერებულობითა და გამძლეობით.
ბარსელონას გულშემატკივრები დიდი მოლოდინით ელიან ჟოან გარსიას გუნდში მისვლას და ბევრს სჯერა, რომ მომავალში ის უნაი სიმონს ჩაანაცვლებს ესპანეთის ნაკრებში, თუ მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს.
წარმატებები
ხანდახან მგონია რომ მხოლოდ ჭორებია გარსიას დამატება. ბოლო ორი კვირაა სულ შემდეგ კვირას ველოდებით მის გაოფიციალურებას. ესეც თუ ვერ ვიყიდეთ საერთოდ რაზე გვექნება პრეტენზია ვერ ვხვდები. ეს უეფა კიდევ ჩვენს დაჯარიმებას აპირებს. რატო არ იკვლევენ თუნდაც სიტის ან პსჟ-ს ხარჯებს ისინი ჯდებიან fair play-ს სტანდარტში და ბარსა ვერა? ძალიან საზიზღრობა გახადეს ფეხბურთი თავისი მაქინაციებით უკვე რაა
ნიუკასლი საიდან გაახსენდა 😂
სასწაული მეკარე გვიყიდია, გილოცავთ ხალხო.