workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მზადაა, კრისტენსენი საუდის არაბეთში გაყიდოს

ბარსელონა მზადაა, კრისტენსენი საუდის არაბეთში გაყიდოს

ანდრეას კრისტენსენმა 2024/25 წლების სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა სეზონის ბოლოს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მოედანს დაუბრუნდა. მიუხედავად მისი დაბრუნებისა, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზად არის ზაფხულში დანიელი მცველი გაყიდოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კრისტენსენის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა. კატალონიური კლუბი უკვე ინფორმირებულია ამ ინტერესზე და მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში წინადადებებს მიიღებს.

კრისტენსენი “ჩელსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა “ბარსელონას” და ამჟამად საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს. კლუბს უკვე ჰყავს ალტერნატიული ფეხბურთელები როგორც ცენტრალური მცველის, ისე ნახევარმცველის პოზიციებზე, რის გამოც კატალონიელები მზად არიან დანიელის გაყიდვისთვის, თუკი შესაფერისი შემოთავაზება იქნება.

წყაროს ინფორმაციით, თავად კრისტენსენს ამ ზაფხულს კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს. “ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ ის შესაძლოა დარჩენას ამჯობინებდეს და კონტრაქტის ამოწურვამდე – 2026 წლამდე – გუნდში დარჩეს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Mascerano
    schedule 08 ივნ 2025, 01:58
    #20

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: Mascerano
    ამათ დდშვ, კრისტენსენი თუ გაუშვეს და თავღლე არაუხო დაიტოვეს. რა საცოდავი ხელმძღვანელობა გვყავს, უვიცები და არაპროფესიონალები, ჯერ ამხელა კლუბში წესიერი ფინანსისტი როგორ არაყავთ რომ ბალანსი დაესვა, გადაცდომები აღიარეს ამ ქლიბებმა და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს უეფასგან, კაცმა არიცის როგორ დაგვსჯიან, ეს ღლეპორტა როდის მოშორდება კლუბს, ამას ისევ ბართომეუ გდებულიყო ჯობდა.

    ბართომეუმ დააქცია გუნდი , მართლა ისევ ეგ გვინდა ? 😀😀

    ციტატა: jacky iakovenko
    ხო გაყიდეთ ეს მერე ისევ ლიგიდან რო დაგანახ###ბენ მერე ისევ არაუხოს აბრალეთ და რავიცი კიდე რას მოიფიქრებთ …. ახლა ქვების სროლას დამიწყებთ მარა ჩემი აზრით ყველა ###ე დაცვა გვყავს ყველა ევროპულ ლიგაში(კუნდეს გამოკლებით)

    ისევ ავღელდი ბოდიში მამითხოვია მარა ზის ის თრუ 🤣

    ყველა ცენტრ მცველს მირჩევნია კისტენსენი , ვინც გუნდშია, კუნდეს გარდა …
    კუბარსის ძირითადიც აღარ მომწონს, პასებს ვხედავთ , პოტენციალის გვჯერა მარა ბევრგან გამოჩნდა რომ ჯერ ბევრი აკლია … ინიგოც ბებერია რაღა უნდა ითამაშოს, დაცვაში სერიოზული პრობლემებია მოკლედ, ინტერმა
    გაგვიტანა 7 გოლი 😀

    ბართომეუს კოვიდაბმდე გამართული გუნდი ყავდა უდიდესი ფინანსებით და ნებისმიერს უწევდა კონკურენციას. მერე კოვიდმა გაჭედა. მაგის დროს არც ტრანსფერი გვიჭირდა არც რეგისტრაცია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივნ 2025, 01:53
    #19

    არაუხოს გაასხმევინეთ, ეს გვჭირდება ჯერ

  • me da barca
    schedule 07 ივნ 2025, 23:35
    #18

    ლაპორტ, მოეთრიე და წაიკითხა აქ რასაც წერენ, ეგება გაგეხსნას ტვინი.
    გაყიდე ორანგუტანგი და დატოვე ეს ბიჭი.

  • La Pulga10
    schedule 07 ივნ 2025, 23:29
    #17

    არაუხო გაყიდეთ რაღა ამას მიახტნენ

  • Bakero
    schedule 07 ივნ 2025, 23:04
    #16

    ანუ ჭკვიანს (ქრისტენსენი) ვუშვებთ და იდიოტს (არაუხო) ვტოვებთ rage …..ტრავმიანიაო ! უკაცრავად და არაუხო არ არის ტრავმიანი ??! smiley ….და მერე ყველა ტურნირზე ასი წლის ინიგოს იმედზე ვრჩებით?! ბორდი კი არა სალობიეა confused

  • Albicelecte
    schedule 07 ივნ 2025, 22:17
    #15

    კრისტენსენს გავუხანგძლივებდი და არაუხო ნაქსუი barca-6

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 07 ივნ 2025, 18:37
    #14

    დრო მოვიდა უკვე ლაპორტამ და მისმა ბორდმა გაანთავისუფლონ დაკავებული თანამდებობები ჩემი გადმოსახედიდან.

  • afro2
    schedule 07 ივნ 2025, 18:13
    #13

    🔴 ატლეტიკო მადრიდს ლენგლეს შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს და მზადაა ბარსელონასთან მოლაპარაკებები დაიწყოს

    #POSTVტრანსფერები
    ეს ძაან კაი ამბავია თუნდაც მიაყოლონ უფასოდ პლიუს შტეგენიც პენიაც პაუ ვიქტორიც ტორეს გაშვება არ მინდა არადა მომწონს ეგ ბიჭი სათამაშო სტილით მაგრამ უნდა გაუშვან პლიუს რომეუ რომელიც გუნდში დაბრუნდა ფატი გადავიდა მგონი უკვე მონაკოში

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 07 ივნ 2025, 17:56
    #12

    ხანდაან რაღაცეებს ვერ ვხვდები ფეხბურთში…. კაცმა 5 თამაში ითამაშა და გუნდის ტაქტიკას სქემას რავი ყველაფერს მოერგო იმენა ფანტასტიკურად და ასეთს უშვებენ გუნდიდან… ამასობაში მყავს არაუხო რომელმაც მართლაც არასტაბილურზე არასტაბილურია! რათმინდა მაგის ერთი კარგი პატკაცი თუ შემდეგ 5 დამღუპველი შეცდომა დაუშვა… კაცი რო კარის მხრიდან უნდა აიყვანო და თავდამსხმელს არუნდა მისცე ცარიელი სივრცე ამას გასწავლიან აი ფეხბურთზე რო შეყავხართ ეგრევე… ამ არაუხოს კიდე არუსწავლია როგორც ჩანს ეს… და ეხა სადღაც 5 წლის უკან რო კარგად ითამაშა მაგი მაგარი მკიდია… თბილისის დინამოსავით 81-ის წარმატებას რო ვიხსენებთ დღემდეე ეგრეა ბევრი არაუხოსთან მიმართებაში… ის აქ გაკეთებული ეს აქ გაკეთებული…. შენი ჭირიმეე რაა:)))))) წლები მაგ სისულელეს რო იხსენებდა გუნდი მაგიტომააა დარხეული რო გვქონდა ბოლო წლები. 1 კარგი თამაშის გამო რო ტოვებდნენ ფეხბურთელებს… აქ ერთ და ორ შეცდომაზე არ მაქ ლაპარაკი! ფეხბურთია და კი დაუშვებ შეცდომას აბა როგორ გინდა მარა ამას სისტემატიური სახე რო ექნება მერე კეთილი უნდა ინებო და ორი ვარიანტი ან ჩაალაგე ბარგი ანკიდე გაიხიე შუაზე და იშრომე… ინსტაგრამზე კაი პოსტებს რო წერა ფეხბურთელად ვერ ჩამოგაყალიბებს და ვერც შეცდომებს გადაფარავს…

  • walker599
    schedule 07 ივნ 2025, 17:31
    #11

    ვერ ენდობი ამას რა, სეზონში 10 თამაშს ან ითამაშებს ან არა და ტყუილი ზარალია.
    არაუხოს რაც შეეხება ჩემი აზრით მაგ ბიჭში 50 მილიონსაც აღარ გადაიხდიან თორე სიამოვნებით გაყიდიდდნენ.

  • Berlinetta♥
    schedule 07 ივნ 2025, 17:24
    #10

    ციტატა: Mascerano
    ამათ დდშვ, კრისტენსენი თუ გაუშვეს და თავღლე არაუხო დაიტოვეს. რა საცოდავი ხელმძღვანელობა გვყავს, უვიცები და არაპროფესიონალები, ჯერ ამხელა კლუბში წესიერი ფინანსისტი როგორ არაყავთ რომ ბალანსი დაესვა, გადაცდომები აღიარეს ამ ქლიბებმა და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს უეფასგან, კაცმა არიცის როგორ დაგვსჯიან, ეს ღლეპორტა როდის მოშორდება კლუბს, ამას ისევ ბართომეუ გდებულიყო ჯობდა.

    ბართომეუმ დააქცია გუნდი , მართლა ისევ ეგ გვინდა ? 😀😀

    ციტატა: jacky iakovenko
    ხო გაყიდეთ ეს მერე ისევ ლიგიდან რო დაგანახ###ბენ მერე ისევ არაუხოს აბრალეთ და რავიცი კიდე რას მოიფიქრებთ …. ახლა ქვების სროლას დამიწყებთ მარა ჩემი აზრით ყველა ###ე დაცვა გვყავს ყველა ევროპულ ლიგაში(კუნდეს გამოკლებით)

    ციტატა: jacky iakovenko
    ხო გაყიდეთ ეს მერე ისევ ლიგიდან რო დაგანახ###ბენ მერე ისევ არაუხოს აბრალეთ და რავიცი კიდე რას მოიფიქრებთ …. ახლა ქვების სროლას დამიწყებთ მარა ჩემი აზრით ყველა ###ე დაცვა გვყავს ყველა ევროპულ ლიგაში(კუნდეს გამოკლებით)

    ისევ ავღელდი ბოდიში მამითხოვია მარა ზის ის თრუ 🤣

    ყველა ცენტრ მცველს მირჩევნია კისტენსენი , ვინც გუნდშია, კუნდეს გარდა …
    კუბარსის ძირითადიც აღარ მომწონს, პასებს ვხედავთ , პოტენციალის გვჯერა მარა ბევრგან გამოჩნდა რომ ჯერ ბევრი აკლია … ინიგოც ბებერია რაღა უნდა ითამაშოს, დაცვაში სერიოზული პრობლემებია მოკლედ, ინტერმა
    გაგვიტანა 7 გოლი 😀

  • Mascerano
    schedule 07 ივნ 2025, 16:58
    #9

    ამათ დდშვ, კრისტენსენი თუ გაუშვეს და თავღლე არაუხო დაიტოვეს. რა საცოდავი ხელმძღვანელობა გვყავს, უვიცები და არაპროფესიონალები, ჯერ ამხელა კლუბში წესიერი ფინანსისტი როგორ არაყავთ რომ ბალანსი დაესვა, გადაცდომები აღიარეს ამ ქლიბებმა და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს უეფასგან, კაცმა არიცის როგორ დაგვსჯიან, ეს ღლეპორტა როდის მოშორდება კლუბს, ამას ისევ ბართომეუ გდებულიყო ჯობდა.

  • rivaldo80
    schedule 07 ივნ 2025, 16:28
    #8

    არაუხოზე გული კი მწყდება მაგრამ აშკარად პრობლემები აქვს მაგ ბიჭს.ცუდად იმუშავა მაგაზე პოპულარობამ ტოპ მცველად მოინათლა და აი მაგ ყველაფერს ვერ გაუძლო სამხრეთელებს ხშირად ემართებათ.ბოლოს ბავარიაზე რომ ათამაშა ერთი ადგილი ზუსტად მაშინ უნდა გაგვეშვა.ისეთი რეგრესით მიდის ბოლოს 15 მილიონად გავყიდით

  • C.PC5
    schedule 07 ივნ 2025, 15:23
    #7

    ნუ ეს ჭორები თუ მართალია საერთო ჯამში და მართლა უპირებენ ამას გაშვებას და არაუხოს დატოვებას რბილად რომ ვთქვა არ მესმის ფლიკის, უფრო სწორად თუ მართლა თანახმაა ამაზე ან ჩანაფიქრი აქვს ასეთი არ ცოდნია დაცვის არაფერი მაგ კაცს, ტრავმიანობის თუ ეშინიათ ორივე ტრავმიანია, არაუხოსაც ლამის ნახევარი თამაშების გამაზული აქვს რაც ამოწიეს პირველ გუნდში, ამ სეზონშიც ნახევარი გამოტოვა. სკამიდან გაქაჩავს კრისტენსენი შანსი არაა ეგრე ხშირად გაიტრავმოს სკამზე თუ იქნება, ამაზე კარგი მცველი მართლა არ გვყავს ამ წუთას კუნდეს თუარ ჩავთვლით, რომ იგებ ორი ან თუნდაც ერთი ბურთით და დაცვის გაძლიერება გინდა კრისტენსენსა და არაუხოს შორის არც უნდა დაფიქრდე რომელი შეიყვანო მოედანზე, რაის გაყიდვვაა!!!

  • Giorgi99
    schedule 07 ივნ 2025, 15:09
    #6

    და ვის იტოვებენ არაუხოს? არაუხოს თამაში ნახეთ ურუგვაიში , რა პენალტი აიკიდა რა გააკეთა იმენა ფეხი მოტეხა მოწინააღმდეგეს. ტვინ გამოცლილი მცველია. არაუხო გაყიდონ კრისტენსენი დაიტოვონ. ეგეთი შეცდომა მაგუაერს არ დაუშვია აუ ნახეთ რა გააკეთა უბრალოდ დებილია ტიპი.

  • Barca
    schedule 07 ივნ 2025, 15:05
    #5

    ციტატა: Niclaus
    ობიექტურად ძალიან საიმედო მცველია, გამოცდილი და პოზიცია არ ეშლება. არაუხის გავყიდიდ მეც არჩევანი რომ იყოს, მაგრამ როგორც ჩანს ფლიკს სხვა გეგმები აქვს.

    თუ ამის ხარჯზე კარგ 9-იანს ან ვინგერს მოიყვანენ, მაშინ თანამხმა ვარ

    გაყიდონ კრისტენსენი ტერშტეგენი და მოიყვანონ მარცხენა ვინგერი

  • Niclaus
    schedule 07 ივნ 2025, 14:40
    #4

    ობიექტურად ძალიან საიმედო მცველია, გამოცდილი და პოზიცია არ ეშლება. არაუხის გავყიდიდ მეც არჩევანი რომ იყოს, მაგრამ როგორც ჩანს ფლიკს სხვა გეგმები აქვს.

    თუ ამის ხარჯზე კარგ 9-იანს ან ვინგერს მოიყვანენ, მაშინ თანამხმა ვარ

  • jacky iakovenko
    schedule 07 ივნ 2025, 14:24
    #3

    ხო გაყიდეთ ეს მერე ისევ ლიგიდან რო დაგანახ###ბენ მერე ისევ არაუხოს აბრალეთ და რავიცი კიდე რას მოიფიქრებთ …. ახლა ქვების სროლას დამიწყებთ მარა ჩემი აზრით ყველა ###ე დაცვა გვყავს ყველა ევროპულ ლიგაში(კუნდეს გამოკლებით)

    ციტატა: jacky iakovenko
    ხო გაყიდეთ ეს მერე ისევ ლიგიდან რო დაგანახ###ბენ მერე ისევ არაუხოს აბრალეთ და რავიცი კიდე რას მოიფიქრებთ …. ახლა ქვების სროლას დამიწყებთ მარა ჩემი აზრით ყველა ###ე დაცვა გვყავს ყველა ევროპულ ლიგაში(კუნდეს გამოკლებით)

    ისევ ავღელდი ბოდიში მამითხოვია მარა ზის ის თრუ 🤣

  • Barca
    schedule 07 ივნ 2025, 14:07
    #2

    გაყიდეთ და უილიამსი მოუყცანეთ

  • MessiAbuTidze4848
    schedule 07 ივნ 2025, 13:57
    #1

    მე თუ მკითხავთ ეს კაცი მინიმუმ 2 წელი არსად გასაშვები არაა , ძალიან ჭკვიანი და სანდო ფეხბურთელია ,კლასი ეტყობა , არაუხოს უფრო გავუშვებდი ვიდრე ამას გუნდიდან , 2026-მდე თუ აქვს კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ , რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ამის კარგ ფასად ასე 30-40 მილიონად გაყიდვა , და შემდეგ წელს უფასოდ გაშვება კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება