workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩელსი მზადაა, ფერმინ ლოპესში 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

ჩელსი მზადაა, ფერმინ ლოპესში 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

“ბარსელონა“ კიდევ ერთხელ იძულებულია ზაფხულში კალკულატორი მოიმარჯვოს და სახელფასო ჭერის გათვალისწინებით იმოქმედოს. დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც კლუბმა სოლიდური თანხა მიიღო ტრანსფერებიდან –  ბოლოს მიღებული მაღალი შემოსავალი 50 მილიონი ევრო იყო, რომელიც ოსმან დემბელეს ორი წლის წინანდელი გაყიდვიდან მიიღეს.

როგორც იმედოვნებდნენ, ამ ზაფხულს მაინც მოახერხებდა კლუბი შემოსავლის გენერირებას. სეზონის შუა ნაწილში თითქმის გადაწყვეტილი იყო ფრენკი დე იონგის წასვლა, რადგან მისი კონტრაქტი ერთი წლის თავზე იწურებოდა. რონალდ არაუხოს შემთხვევაშიც, მიუხედავად კონტრაქტის გახანგრძლივებისა, 65 მილიონიან გამოსასყიდ თანხაზე  იყო საუბარი და მისი წასვლაც შესაძლებელი ჩანდა, თუმცა ახლა ორივე ფეხბურთელის დარჩენა უფრო რეალურად გამოიყურება.

გამოცემა “El Chiringuito”-ს ინფორმაციით, “ჩელსი“ მზადაა, “ბარსელონას” ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტში სოლიდური თანხა გადაიხადოს. “Sport“-ის ცნობით, ინგლისურმა გრანდმა “ბარსელონას” ფერმინ ლოპესისთვის 75 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთა.

22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც ჰანსი ფლიკის გუნდში ძირითადად დანი ოლმოს რეზერვისტია, გასულ სეზონში 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო თვეებში მისით “ინტერიც“ იყო დაინტერესებული.

ფერმინ ლოპესი ბარსელონადან წასვლას ნაკლებად განიხილავს

მიუხედავად შეთავაზებისა, ფერმინ ლოპესის წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ბლაუგრანასთან“, რომელიც 2029 წლამდე მოქმედებს. გასულ კვირას “RAC1”-თან მიცემულ ინტერვიუში ლოპესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კლუბის მიმართ:

“წასვლას არ ვაპირებ. “ბარსაში” ყოფნა ჩემი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ აქ. მინდა დავრჩე.“


ბარსელონას შესაძლო აქტივობა ფერმინ ლოპესისთვის კონკურენციას გაამწვავებს

მომდევნო სეზონშიც ბარსელონაში მწვავე კონკურენციაა მოსალოდნელი. ოლმო და ლოპესი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 10 ნომრის პოზიციისთვის, ხოლო დაშავებული გავის დაბრუნებაც ამ კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. თუ კლუბს მართლაც უნდა ლუის დიასის გადმოყვანა, მოსალოდნელია, რომ რაფინიაც ამ პოზიციაზე უფრო მეტი დროით ითამაშებს, რაც ლოპესისთვის სათამაშო დროის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 15:23
    #7

    ეს არაა გასაშვები, თუმცა ეს ხო ბარსაა ვინც გასაშვებია ვერაფერს ვერ უბედავენ და თავდახრილებს უშვებენ, გეხსომებათ არტური: არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მითხრეს რო გუნდს უჭირს და უნდა წახვიდე ხელფასებს ვერ დავარიგებთო.

  • Berlinetta♥
    schedule 07 ივნ 2025, 17:18
    #5

    ან ეს ან ოლმო უნდა წავიდეს და ახალგაზრდა ტალანტმა
    უნდა შეავსოს ეგ ადგილი , რეზერვიდან ან 10 იანზე ტალანტების მეტი რა არის…
    ისე ოლმოზე ბევრად ცოცხალი, ენერგიული და კარგი ხასიათის , მევრძოლი ბიჭია მარა 75 მილიონიიი, ისეთი თანხაა არც უნდა დაფიქრდე და ისე აიღო ფერმინში.

  • Mascerano
    schedule 07 ივნ 2025, 17:06
    #4

    ლოპესი კარგია მაგრამ ძირითადისთვის მაინც ვერ განვიხილავ ამ ეტაპაზე, შეცვლაზე კი იდეალურია, ჩემი აზრით უნდა დატოვონ, გაყიდვა თუა შეიძლება გაყიდო დეიონგი და არაუხო საიდანაც ფული შემოვა, არაუხოზე კომენტარიც არ ღირს, დეიონგს რაც შეეხება სანამ ეგ ქეთინო იდგება ჩამშლელზე ვერაფერს ვერ მოვიგებთ, უნდა გაყიდონ და მოიყვანონ ნაღდი ჩამშლელი რომელიც მარტო გაართმევს თავს თავის მოვალეობას. მინდა ცენტრი შეიკრას ისე როგორც პეპის დროს და ბურთი დაუმალოთ მოწინააღმდეგეს.

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 ივნ 2025, 15:27
    #3

    რაღა ამ ბავშვს ეტაკეთ!…
    ვინც გასაშვებია,
    გაყიდეთ, გაუშვით – არაუხო, ფატი, ინიაკი, პაბლო ტორე, ფერანი, პაუ ვიქტორი.
    კაი ლევანა ბებერია და სკამიდან ერთი წელიც იფაფხურებს და მერე ქე დაასრულებს კარიერას
    გაუშვით რააა არაფრის შემქმნელი სასტავი კონა აბაზში მაინც.

  • Levani
    schedule 07 ივნ 2025, 13:49
    #2

    Რაფინია სადაც არის ისევ იქ უნდა იყოს ვინც არ უნდა მოიყვანონ და ამის გაყიდვაც სისულელე იქნება საკმაოდ შედეგიანია როტაციაში ამაზე უკეთეს ვერავის მოვიყვანთ

  • Koundè 23
    schedule 07 ივნ 2025, 13:29
    #1

    ხელი არ დაედოს!!!!