workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი გაბრაზებულია: ჩემთან არავის უსაუბრია

ტერ შტეგენი გაბრაზებულია: ჩემთან არავის უსაუბრია

“ბარსელონა” მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავს. აქტიურად იწერება “ესპანიოლის” კარის დარაჯის, ჟოან გარსიას გადმოსვლაზე. დიდი ალბათობით, “ბლაუგრანა” მას 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს.

გარსიას სავარაუდო მოსვლა და ვოიცეხ შჩესნისთან კონტრაქტის შესაძლო გაფორმება კითხვებს აჩენს გუნდის კაპიტნის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მომავალთან დაკავშირებით.

33 წლის გერმანელი მეკარე იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ კლუბიდან მომავალთან დაკავშირებით მასთან არავის უსაუბრია.

“ბარსას” ჩემი გაყიდვა სურს? ამის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ არ ვნერვიულობ. ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ყოველთვის რთულია. ვიცი, რომ მომავალ წელს “ბარსელონაში” ვიქნები.

– ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს ZDF.

Sport-ის ცნობებით, ტერ შტეგენთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ გერმანელი კარის დარაჯი არსებული სიტუაციით გაბრაზებულია და ჰანსი ფლიკთან და დეკუსთან მისი მომავლისა და კლუბის გეგმების განსახილველად გასაუბრებას აპირებს.

მარკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2028 წელს იწურება. კატალონიური წყაროს ინფორმაციით, თუ “ბარსელონა” მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, ფეხბურთელი ხელფასის დათმობას არ აპირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Bakero
    schedule 06 ივნ 2025, 22:48
    #17

    ისე შენი მოქცევა გაგეხსენებინა კლაუდიო ბრავოსთან მიმართებაში არ იქნებოდა ცუდი ადამიანურად კი არა სპორტულად ჯიგარო ! მაგ დროს ნაკლები იყავი ბრავოზე თან აშკარად ! მაგრამ ასაკი და პერსპექტივის გამო უპირატესობა შენ მოგანიჭეს ! ჰოდა კარმა იცი რა არის ჯიგარო ? ეხლა ზუსტად იგივე სიტუაციაში ხარ ! მოკლედ და გერმანულად დანკე მარკ ! და სულ კარგად და ჯანმრთელად იყავი

  • nika 54
    schedule 06 ივნ 2025, 16:48
    #16

    თუ გაბრაზებულია ცივი წყალი დალიოს. მე არ დამელაპარაკენ-ო. ეხლა ახალი ფეხბურთელის ყიდვა ამასთან უნდა შეათანხმონ? პერესი უნდა ყავდეს ამას პრეზიდენტად და ისწავლიდა ჭკუას. მოგვყავს ახალი მეკარე, შენ არავუინ გაგდებს თუ არ გინდა წასვლა, მაგრამ პირველ ნომრად რატომ გინდა ითვლებოდე? თამაშით დაამტკიცე და შეინარჩუნებ ადგილს. ისე ეს ახალიც ძალიან პრეტენზიული იყო არ მოსწონდა ბრავოსთან ადგილის გაყოფა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 ივნ 2025, 19:30
    #15

    არ ვექცევით სწორად მარკს

  • ვისკა ბარსა
    schedule 05 ივნ 2025, 19:24
    #14

    პენიამ და შესნიმ გაა**ან გუნდიდან რათ გვინდა გამოუცდელი პენია და პაპიროსა შესნი?ტერ შტეგენი იქნება ჟოან გარსიას რეზერვი და მირჩევნია კიდევაც,კარის ხაზზე კარგია და ფეხით თამაშობს მაგრად პენიას და შესნის ერთად აღებულს ჯობია ტერ შტეგენი ასე ძაღლივით და უსინდისოდ გაგდება ტერ შტეგენის რა ვიცი კაპიტანია ბოლო ბოლო და 10+ წელია რაც თამაშობს ბარსაში,გამოსვლებზეც ჯობია შესნის და ყველაფერში ფაქტობრივად.არ იმსახურებს ასე გაგდებას და ლანძღვას

  • zecterr
    schedule 05 ივნ 2025, 18:13
    #13

    რატო შე*****ს ამ ბიჭს ვერ ვხვდები ტიპს ცხოვრებისეულად დედა ****** ისე დაილეწა 1 სეზონი სახლში იწვა რა დროსაც ცოლი ტრენერთან გაუ***** ხო და ცოტა გვერდში დაუდგნენ ამ ჩემისას 😂 ჩესნის რო მაგრად კიდია ბარსელონა ეგ ხო ფაქტია ტიპი 10 გამოსვლიდან 8 პენალს იმიდებს 😂

  • Dachi7718
    schedule 05 ივნ 2025, 17:10
    #12

    სირცხვილია გუნდის ლეგენდა გავაგდოთ გუნდიდან,სხვა გუნდებს დავცინივართ ლეგენდებს ცუდად რო ექცევიან.არ იყო გუშინ ცუდი კაი სეივები გააკეთა,ორმაგი სეივის გადააბა.პირადად მე შესნის მირჩევნია.დასატოვებლად ეს და გარსია უნდა იყვნენ,ფეხით კარგად თამაშობს მაგას პლუს.შესნი არც გამოსვლებზე ვარგა და არც ფეხით დიდად.დიდ თამაშებს რო ახსენებთ რომელი მოხსნა შესნიმ ინტერთან??

  • Albicelecte
    schedule 05 ივნ 2025, 16:40
    #11

    შეიძლება ლეგენდა და კაპიტანია, მაგრამ 10% დფამსახურებაც არ აქვს, რაც ლეოს ჰქონდა და მაინც გაუშვეს ლეო;
    ნუ აღმოჩნდა, რომ ლა ლიგა იყო მიზეზი;
    მაგრამ მე პირადად ამას გავყიდდი, დაუნანებლად

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 05 ივნ 2025, 16:29
    #10

    Rick Sanchez, ლეგენდა და კაპიტანი არ იყო ლიონელ მესი რომ გააგდეს ძაღლივით და ვერ დააფასეს?ამასთან მსგავსად მოქცევა რატომ გაუჭირდებათ ვითომ?სინდისი შეაწუხებთ და ნამუსი?მესის შემთხვევაში დღემდე არ აწუხებთ და რავიცი.

  • lesane C
    schedule 05 ივნ 2025, 16:09
    #9

    ციტატა: CHEPE
    ხალხოო სიტუაციას რომ არევს ეს პირმოხნული გასახდელშიც და გუნდიში მერე იძახეთ რატო არ დააფასეს ლეგენდაო😒 ვერ ხედავთ კიდე რომ იბრიქება დავრჩები და პირველი მეკარეც მე ვიქნებიო?? რა გარანტიას ამბობს რომ პირველი მევიქნებიო აგერ ნახავთ რაც მოხდება ბრავოს რაუქნა ეგეც არ დაგავიწყდეთ ძალით გააშვებინა კლუბიდან რომ მე უნდა ვიყო პირველი მეკარეო ახლაც ისე იზამს მოუვა ჩხუბი გარსიასთან და შესნისთან


    ჩხუბი შეიძლებ არ მოუვიდეს მარა, სავარაუდოდ მაგიტო უნდათ ამის გაშვება რო ზამენაზე არ დაჯდება განსხვავებით შესნისგან

  • CHEPE
    schedule 05 ივნ 2025, 16:02
    #8

    ხალხოო სიტუაციას რომ არევს ეს პირმოხნული გასახდელშიც და გუნდიში მერე იძახეთ რატო არ დააფასეს ლეგენდაო😒 ვერ ხედავთ კიდე რომ იბრიქება დავრჩები და პირველი მეკარეც მე ვიქნებიო?? რა გარანტიას ამბობს რომ პირველი მევიქნებიო აგერ ნახავთ რაც მოხდება ბრავოს რაუქნა ეგეც არ დაგავიწყდეთ ძალით გააშვებინა კლუბიდან რომ მე უნდა ვიყო პირველი მეკარეო ახლაც ისე იზამს მოუვა ჩხუბი გარსიასთან და შესნისთან

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 05 ივნ 2025, 15:51
    #7

    ციტატა: Flying Dutchman
    არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო წლები მოუკლო თუ მოუმატა, კლუბის ლეგენდაა ეს კაცი და სირცხვილია თუ მართლა ასე ერთი ხელის მოსმით იცილებენ


    ნეტა არჩევდეს ლაპორტა და მისი ბორდი რა არის სირცხვილი და რა არა მაგრამ სადაც მესი მოისროლეს ძაღლივით ვის გაუკვირდება მითუმეტეს მარკი გააგდონ ძაღლივით.

  • Rick Sanchez
    schedule 05 ივნ 2025, 15:50
    #6

    ლეგენდა და კაპიტანია გუნდის, ტერ შტეგენი მაინც დააფასონ, მართლა რა უბედურებაა?! შესნის და პენიას არ გავკარი? იყოს შტეგენი გარსიასთან როტაციაში.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 05 ივნ 2025, 15:48
    #5

    ვინმეს გაგიკვირდებათ რომ ძაღლივით გააგდონ?ამათმა მესი გააგდეს და გააპანღურეს ძაღლივით და მაგის არ შერცხვათ,ტერ შტეგენის შემთხვევაში რატომ არ მოიქცევიან ვითომ იგივენაერად? პენიას იტოვებენ და ამას უშვებენ,ტვინში აქვთ ამათ გაქცეული და მართლა ჩამოკრული აქვთ სერიოზულად.ამისთვის არსებობს ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემოწმება არ აწყენდათ ტვინზე.

  • Flying Dutchman
    schedule 05 ივნ 2025, 15:37
    #4

    არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო წლები მოუკლო თუ მოუმატა, კლუბის ლეგენდაა ეს კაცი და სირცხვილია თუ მართლა ასე ერთი ხელის მოსმით იცილებენ

  • Mascerano
    schedule 05 ივნ 2025, 13:02
    #3

    პენია და შესნი წავიდეს უნდა, შტეგენმა ხელფასი დაიკლოს თუ დიდი აქვს და გარსასიასთან კონკურენციაში იყოს, დანარჩენი სათამაშო ფორმამ გადაწყვიტოს ვინ იქნება პირველი ნომერი და ვინ მეორე

  • La Pulga10
    schedule 05 ივნ 2025, 11:38
    #2

    ძირითადში რომ აღარ იქნები ეგ უეჭველი ვიცით

  • ChuxrELia
    schedule 05 ივნ 2025, 11:36
    #1

    მიუხედავად ყველაფრისა, მარკის ესე ძაღლივით გაგდება ტეხავს, ნაღდად არ დაუმსახურებია ამ ბიჭს ესე მოქცევა. იმედია წყნარად შეთანხმდებიან და ისე გაუშვებენ, რომ არავის დარჩება წყენა