workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
BREAKING: ჟოან გარსია უახლოეს საათებში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება!

BREAKING: ჟოან გარსია უახლოეს საათებში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება!

El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, ბარსელონა ჟოან გარსიას შეუთანხმდა! — ესპანიოლის მეკარე უახლოეს საათებში ბარსას ფეხბურთელი გახდება.

ტრანსფერი, შესაძლოა, დღეს ან ხვალ გაოფიციალურდეს. კატალონიური გრანდი გარსიას €25 მილიონად გამოისყიდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჟოანს ბარსელონა იჯარით არ გაუშვებს და ის მომავალი სეზონიდანვე გუნდის წევრი იქნება. ჟოან ლაპორტა, დეკუ და ჰანსი ფლიკი მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩართულნი – მხარეები ბოლო დეტალებზე მუშაობენ.

ფეხბურთელის აგენტებთან საკითხის განხილვა მიმდინარეობს და “ლურჯ-ბროწეულისფერები” იმედოვნებენ, რომ ტრანსფერი დღეს დაიხურება.

აღნიშნულს არაერთი სანდო გამოცემა და ჟურნალისტი ადასტურებს, მათ შორის, ფაბრიციო რომანოც.

გარსია ესპანიოლის აღზრდილია და 2021 წლიდან პირველ გუნდში ასპარეზობს. გასულ სეზონში ის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. საბოლოოდ, 24 წლის მეკარემ ბარსელონა აირჩია და, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობის წევრიც იქნება.

რაც შეეხებათ სხვა კიპერებს: ვოიცეხ შჩესნის შემოთავაზება მაგიდაზე უდევს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია. ასევე, მოსალოდნელია, რომ კატალონიური კლუბი ტერ შტეგენსა და ინიაკი პენიას შორის რომელიმეს (თუ ორივეს არა) გაყიდის. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მეკარის სტატუსი გარსიას მიენიჭება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, სასტარტო მეკარე გარსია იქნება, შჩესნი მისი დუბლიორი გახდება, ტერ შტეგენს კი, თუ თამაში სურს, წასვლა მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (41)

  • Berlinetta♥
    schedule 04 ივნ 2025, 06:23
    #41

    ციტატა: basa7
    შტეგენი ლეგენდაა ან გუნდის რამდენადაც არ უნდა მეთანხნებოდეთ ფაქტია და ასე გაშვებას არ იმსახურებს, თუმცა მესის მერე რა უნდა გაგიკვირდეს კაცს. მე შეცდომად მიმაჩნია შტეგენის გაშვება.


    ლეგენდა არის პიკე, რო მიხვდა ვერ ქაჩავდა, კარიერა დაასრულა შუა სეზონში … ეს საშინლად იქცევა, ყველა ბურთზე შეშდება, ან თვალებს ხუჭავს, აღარ შეუძლია და უნდა წავიდეს მასეთ დროს