workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მადრიდის “რეალის” შრომა, “ბარსელონამ” “წყალში ჩაყარა”

მადრიდის “რეალის” შრომა, “ბარსელონამ” “წყალში ჩაყარა”

გუშინდელი დღე ლა ლიგაში მეტად მნიშვნელოვანი იყო ყველა გუნდისათვის. განსაკუთრებით ორი გამოკვეთილი “გიგანტისთვის”.”რეალი” “ატლეტიკს” დაუპირისპირდა საკუთარ მოედანზე, მადრიდელებს 3 ქულის მოპოვება მართებდათ, ისინი “სევილიას” იმედზე იყვნენ. “რეალის” ფეხბურთელები მატჩისწინ “სევილიას” ფეხბურთელებს ამხნევებდნენ და პრესკონფერენციებზე აცხადებდნენ, რომ ანდალუსიელებს შეეძლოთ “ბარსელონას” დამარცხება. “რეალმა” ყველაფერი კარგად გააკეთა, მაგრამ მადრიდელთა შრომა “ბარსელონამ” წყალში ჩაუყარა. ორივე მატჩი საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობდა.

პირველი გოლი ამ ორი მატჩიდან “სანჩეს პისხუანზე” 5–ე წუთზე გავიდა. გოლი თავის ანგარიშზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ ჩაიწერა.

მე–20 წუთზე მოხდა განსაკუთრებული ფაქტი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მსაჯმა ამორაბიეტა გააძევა და თან თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

22–ე წუთზე პენალტი პორტუგალიელმა კრისტიანო რონალდუმ დაარტყა და ანგარიშიც გახსნა.

კრისტიანოს გოლს მალევე უპასუხა “ბარსელონას” ამომავალმა ვარსკვლავმა ბოიან კრკიჩმა 28–ე წუთზე.

ამის შემდეგ ორივე მატჩში სიტუაცია ჩაწყარდა, მანამ სანამ “ატლეტიკის” ფეხბურთელმა იესტემ, თითმის მთელი “რეალი” არ მოატყუა და მე–40 წუთზე ანგარიში არ გაათანაბრა.

ამ შედეგებიდან გამომდინარე წესით ჩემპიონი ნაადრევად ხდებოდა “ბარსელონა”. მაგრამ ამ ორ მატჩში იესტეს გოლი ბოლო არ გახლდათ. მეორე ტაიმი ორივე მატჩში მხოლოდდა მხოლოდ დასაწყისი იყო. 55–ე წუთზე კონკომ “სანნჩეს პისხუანზე” მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გაძევდა.

რიცხობრივი უპირატესობა პედრომ მალე გოლად აქცია. 62– ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით 3:0 გახადა და თითქმის დაასამარა “რეალის” შანსები.

ამის შემდეგ კატალონიელებმა მოადუნეს ყურადღება და 3 წუთის მანძილზე ორი გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. ჯერ კანუტემ 68–ე წუთზე, ხოლო შემდეგ ლუის ფაბიანომ 71– ე წუთზე აიძულეს ვალდესი გამოეტანა ბურთი საკუთარი კარიდან.

ბუნებრივია, ამ ორო გოლის შესახებ მადრიდელებმა შეიტყვეს, ისინი ერთგვარად “დაიქოქნენ”. 77–ზე იგუაინმა, 79– ზე რამოსმა, 81– ზე ბენზემამ, 88– ზე მარსელომ აიძულეს ირაისოსი საკუთარი კარიდან გამოეტანა ბურთი.

“რეალმა” თავისი ამოცანა პირნათლად შეასრულა, მაგრამ ეს შრომა კატალონიელებმა “არ დაუფასეს”. წინ კიდევ ერთი ტურია, “ბარსელონას” შეუძლია საკუთარ სტადიონზე გაიფორმოს ჩემპიონობა. ბოლოს ჩემპიონობა “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე 97/98 წლის სეზონში გაიფორმა ლუის ვან გალის მეთაურობის დროს. კატალონიელებმა თავის მოედანზე “სარაგოსას” 1:0 სძლიეს.

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ousmane dembele 11
    schedule 20 სექ 2020, 20:34
    #1

    მესი რა გააგდეთ და გრიზმანზე იჩალიჩეთ