“მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფ და “ასტონ ვილაში” განათხოვრებულ თავდამსხმელს მარკუს რეშფორდს “ბარსელონას” ისევ უკავშირებენ.
რეშფორდი “ბარსაში” გადმოსვლაზე კვლავ ოცნებობს. 27 წლის ფეხბურთელმა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ აგენტთან, პინი ზაჰავისთან, რომელსაც “ბლაუგრანას” პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ზაჰავიმ კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ინგლისელი შემტევი მოსწონს.
რეშფორდი “ასტონ ვილას” ზამთარში შეუერთდა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ჩვენ ის გვინდა ვიზეც ბარსა ოცნებობს და არა ვინც ბარსაზე ოცნებობს.
გააგრძელოს ოცნება, ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ვგიჟდები ოსიმენზე რატო არაფერს ამბობენ სერიოზულად???? 75 მილიონი მაგ კლასის 9 ისთვის ვაბშე არაფერია. ძააან დიდი ცხრიანი გახდება ოსი ბარსაში. მჯერა არანაკლები ვიდრე ეტოო. იკინა მაგის დუხი, სირბილი, პრესინგი, თავით თამაში დაგვხატავს და დაგვაკვდებ ზუსტად.
მარცხენა მემარჯვენე კარგი ვინგერი საჭიროა მარა ექსპერიმენტი არაა საჭირო რაის რაშფორდი. ვფიქრობ გორდონი ან გაკპო კაი იქნებოდა. საყრდენია კარგი საჭირო სანამ ბერნალი და კასადო იქცევიან ასნავნოიდ. როდრის მოყვანა ჩემი აზრით შესაძლებელია. ფორვარდია უეჭველი საჭირო და ისეთი ენერგიული პრესინგზე. ოსიმენიც საუკეთესო ვარიანტია ფასის გამო დანარჩენი ყველა 140+ მილიონი დაჯდება ისაკი ჰალანდი გიოკერეში. ჩემი აზრით ოსიმენიც მანქანაა. კუნდეს შემცვლელია საჭირო და ისეთი მარცხენა მცველი ბალდე რო სკამზე დასვას და მის შემდეგ უნდა იფიქროს კლუბმა კარგ 10-იანზე. მუსიალა მართლა კარგია და პალმერიც. არც ფრიმპონგია ჯერ საჭირო და არც რაშფორდი
ძმებო ამ გუნდს მომავალ წელს ყველაზე მეტად შეტევა დაჭირდება. წელს როგორც გაქაჩეს ესე ნაკლები ტრავმებით ვეღარ იზამენ. ამ ბავშვსაც გადავწვავთ,რაფამაც რამმდენი უნდა ქნას. ეს და ტორესი ზამენებიდან იდეალური იქნებოდა, ეს რო მოიყვანონ და პლიუს ძირითადის 9 ან ისაკი ან გიოკერესი ჩათვალეთ გვყვავს მკვლელი შეტევა,ფლანგებიც ამოისუნთქავს,არც დატვირთვის შეგვეშინდება და რავიცი…ისაკი მირჩევნია. ესეც და ისაკიც ფლანგებზეც ქაჩავენ და ყველამხრივ მკვლელი შეტევა გამოგვდის…ეს , ისაკი,ლამინე,რაფინია, ტორესი, ვინმე აკადემიიდან.
გიოკერეში იქნებოდა იდეალური, მინიმუმ მომავალი 5-6 წელი ცენტრფორვადის პრობლემას მოგვიხსნიდა. ისე რა გახდა ეს ფინანსები, კლუბი ასე თუ ისე გაიწმინდა ბალასტისგან და სახელფასო ჭერი გამოთავისუფლდა, ორი ტიტული უკვე მოვიგეთ, მესამეს 99 პროცენტით მოვიგებთ და ლიგის ნახევარ-ფინალიც ვითამაშეთ, დავიჯერო ფინანსურად ვერ გავიმართეთ წელში? თან როგორც ვიცი მაისურების გაყიდვა რეკორდული იყო წელს ბოლო 5 წლის განმავლობაში. სეზონის დასრულებისთანავე უნდა იზრუნოს კლუბმა პირველ რიგში ფატის, არაუხოს, პენიას, პაუ ვიქტორის და ჟერარ მარტინის გასხვისებაზე + თუ დეიონგის ჩამნაცვლებელს ადეკვატურად მოძებნიან ეგეც უნდა გაუშვან. აი თუ ნიკო, ფრიმპონგი და გიოკერეში-ისაკი მოიყვანეს მერე მართლა არამგონია გამჩერებელი გვყავდეს.
იოცნებოს მერე