“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს დანი როდრიგესს მომდევნო კვირაში ოპერაცია ჩაუტარდება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
19 წლის ფეხბურთელის დებიუტი 3 მაისს “ვალიადოლიდთან” გამართულ მატჩში (1-2) შედგა. დანიმ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ მას ტრავმის გამო შეხვედრის ნაადრევად დასრულება მოუწია. როდრიგესმა მხარი დაიზიანა, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ივარაუდება, რომ დანის 3 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წინასასეზონო მზადებასა და 2025/26 წლების სეზონის სტარტზე არ იქნება.
ახლაც ვერ ვხვდები ისეთ უწყინარ სიტუაციაში რა დაემართა. ტიპს ოდნავ შეეხნენ და ჩიფსივით დაიფშვნა.
ეუ ეგი რა მარმელადი ბოვში ყოფილა 😂 ღმერთმა სუ ჯანზე ამყოფის
საშინელებაა ეს რეკლამები, რაიმე სხვა გზა რომ მოიფიქროთ, არ შეიძლება ? შემძულდა შემოსვლა…
ყველაზე მეტად ველოდები ბერნალის დაბრუნებას… კარგი ჩამშლელი ფიზიკურად არ მოიძებნება სატრანსფერო ბაზარზე და ვინც არის ეგეთი იმხელა ფასი აქვს და ისეთ კლუბებში თამაშობენ მინიმალური შანსი გვაქვს ყიდვის. მაგ ბიჭს ეტყობოდა პოტენციალი და იმედია ძლიერი დაბრუნდება.
და რა ტრამვაა ასეთი. მხარი ამოუგდეს თუ მოტეხილობაა, არ იციან ზუსტად?
რაც ითამაშა იმ დროში დიდი ნიჭი ვერ დავინახე ამ ბიჭში, იმედია ვცდები და ტრავმის შემდეგ ძლიერი დაბრუნდება.
ქირურგიულ ჩარევას ვერ გადაურჩა მაინც
თან არ არის 3 თვე ცოტა დრო
მოკლედ არც მომავალ წელს არ ეღირსება ამას დაწინაურება ვერც პრესეზონზე გამოვიყენებთ და ისეც სუსტ გუნდებთან იშვიათად
ვერ დაგვეხმარება და ვერ მოგვიგვარებს პრობლემას ვინგერისას თუნდაც სკამისთვის
ესეც კაი ხრუსტალი ყოფილა