“ბარსელონა” მორიგ “ელ კლასიკოშიც” განსხვავებული ფორმით ითამაშებს.
“ბარსა” ადასტურებს, რომ 11 მაისს “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაში კლუბის მაისურზე არა სპონსორის, Spotify-ს წარწერა, არამედ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ტრევის სკოტის ბრენდის ლოგო იქნება გამოსახული.
საქმე ისაა, რომ “ბარსელონასა” და Spotify-ს შორის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, მუსიკალური სტრიმინგის კომპანიას უფლება აქვს, “ბლაუგრანას” მაისურზე საკუთრის ნაცვლად რომელიმე მუსიკოსის ან მუსიკალური ჯგუფის რეკლამა განათავსოს. აქამდე მსგავსი შემთხვევა უკვე 5-ჯერ დაფიქსირდა.
ტრევის სკოტი Spotify-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. მას თვეში დაახლოებით 67 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს.
ღამის შოუს ბენდი მაგრა გაასწორებდა.
ეგ რეკლამა ამ სეზონში მე რაც მახსოვს კლასიკოზე კეთდება და რავი სხვა განზომილებაში თუ ბარსამ რეალთან წააგო რაიმე სპორტის სახეობაში არ ვიცი მარა ფეხბურთში რომელი ერთი დავთმეთ რეალთან?დაწყებული ამერიკიდან დამთავრებული კოპას ფინალი 😂
პირველ 2ზე უარს არ ვიტყოდი 🤣
ლედ ზეპელინის, ნინა სიმონეს და ღამის შოუს ბენდის წარწერები მინდა შემდეგში.
მაგარი ღლეობაა ეს, ბარსელონა რომ არ შეეფერება ისეთი.
0-4 გაიხსენე რეალთან
რამდენი ასეთი რეკლამები გავაკეთეთ, იმდენჯერ წავაგეთ
რაღაც საინტერესო ხდება … 10 მაისს ტრევისი კონცერტს/შოუს გამართავს ბარსელონაშიო და ლოკაცია ყველასთვის ნაცნობი ადგილია რომელიც სცენად გადაიქცევაო .. ნეტა კამპ ნოუზე იქნება? 🤣
ეგ ალბათ რეკორდს მოხსნის
მოაშორეთ ეს რეკლამები….მეზიზღება უკვე აქ შემოსვლა…..
კენდიკი, ემინები და ტეილორ სვიფტი გვინდაო და რეკორდს მოხსნიან,
ოღონდ ტეილორ სვიფტი არა.
ფული შემოვიდეს და თუ გინდა გია სურამელაშვილი დაასპონსორონ 🤣
🤣
კენდიკი, ემინები და ტეილორ სვიფტი გვინდაო და რეკორდს მოხსნიან,
ოღონდ ტეილორ სვიფტი არა.
ფული შემოვიდეს და თუ გინდა გია სურამელაშვილი დაასპონსორონ 🤣
კენდიკი, ემინები და ტეილორ სვიფტი გვინდაო და რეკორდს მოხსნიან,
ოღონდ ტეილორ სვიფტი არა.
კენდიკი, ემინები და ტეილორ სვიფტი გვინდაო და რეკორდს მოხსნიან,
პირველ 1 საათში 1.5 მილიონი გამოიმუშავაო კლუბმა კოლაბორაციით …. წარმომიდგენია ემინემი რომ/როცა/თუ იქნება რამდენს გამოვიმუშავებთ 😍😂