მადრიდული გამოცემა Marca-ს ცნობით დღეს კატალონიელმა ვიქტორ ვალდესმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.
Marca-ს სიტყვებით ვალდესს არასოდეს დაავიწყდება 2010 წლის 3 ივნისი, დღე როდესაც მან პირვლად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური. ის ყოველთვის ამბობდა, რომ “ლა რიოხაში” თამაში მაქსიმუმია რისი მიღწევაც ესპანეთში მცხოვრებ ფეხბურთელს შეუძლია. სამხრეთ კორეასთან მატჩის დროს მისი ოცნება რეალობად იქცა, რომელიც “ტივოლის” სტადიონზე გაიმართა ქალაქ ინსბრუკში.
მატჩის დასრულების შემდეგ ვალდესი გახარებული ჩანდა: “დიდი ღირსებაა ატარო საკუთარი ქვეყნის მაისური, მე ძალიან მოხარული ვარ ამის გამო. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ ამ მატჩში გავიმარჯვეთ.”
ვიქტორ ვალდესი გახდა ესპანეთის ნაკრების 49-ე კარის დარაჯი რიკარდო ზამორას შემდეგ, რომელმაც პირვლად 1920 წლის 20 აგვისტოს ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. აგრეთვე ის გახდა მე-15 დებიუტანტი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში ვისენტე დელ ბოსკეს მოსვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებში მეკარეებს შორის დიდი კონკურენციაა, თუმცა ისინი ერთმანეთს დიდ პატივს ცემენ. კასილიასმა ვალდესის განაცხადში მოხვედრის შემდეგ განაცხადა: “ვალდესი ნამდვილად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.” ხოლო საუდის არაბეთთან გამართულ მატჩში კასილიასის შეცდომის შემდეგ გაშვებულ გოლზე ნაკრების პირველი მეკარის კრიტიკოსებს ვიქტორ ვალდესი გამოეხმაურა: “ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც იკერ კასილიასის კლასს ეჭვქვეშ აყენებენ. მისი კარიერა წუნდაუდებელია.”
დღევანდელ მატჩში ვისენტე დელ ბოსკემ განსხვავებული შემადგენლობით გამოიყვანა გუნდი მინდორზე. დასაწყისში კარებს იცავდა პეპე რეინა, კაპიტანი იყო სერხიო რამოსი, ხოლო “ბლაუგრანას” ფეხბურთელები პიკე, პუიოლი, ჩავი და ვილია მწვრთნელმა დასაწყისში დაასვენა, სასტარტოში მოხვდა ანდრეს ინიესტა.
totalbarca.com



