“ბარსელონას” ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში “ინტერთან” გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
ეს ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ასეა ბევრი თანაგუნდელის შემთხვევაშიც. ფინალში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს და ასევე ცხადია, გვინდა, გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
“რეალ მადრიდზე” განცხადება მათ კლუბში კარგად არ მიიღეს? ვიდრე ვიმარჯვებ, არაფრის თქმა არ შეუძლიათ; როდესაც დამამარცხებენ, ამის გაკეთება შეეძლებათ.
“ინტერი” ძალიან კარგი გუნდია. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, გუნდურად ვითამაშოთ.
ინიგო და დე იონგი საოცარი ფეხბურთელები არიან. ყველა ჩემზე, რაფასა და პედრიზე საუბრობს… შესაძლოა, ინიგო და ფრენკი დიდ ყურადღებას არ იქცევენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
ჩემს ასაკში ცოტა ფეხბურთელს თუ ჩაუტარებია ამდენი მატჩი ისეთ გუნდში, როგორიც “ბარსაა”. ყოველდღიურ მოტივაციას ყველაზე მეტად ვაფასებ.
შიში არასდროს მქონია. მატჩების წინ ყოველთვის მოტივირებული ვარ. შიში დიდი ხნის წინ მატაროს პარკში მოვიტოვე.
თასის ფინალში შექმნილი ატმოსფერო… უნდა გახვიდე და ისიამოვნო. ამას ისევ გამოვცდიდი.
წინა ერთ-ერთ მატჩში ფიზიკურად ყველაზე მეტად გაგვიჭირდა, ფინალში და “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ კი გული ფეხებზე ძლიერია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ლა ლიგის მატჩის კონტექსტი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად თამაშობ.
არ ვიცოდი, გუშინ რა გამეკეთებინა. ელექტროენერგიის გათიშვამ ყველა გვანერვიულა.
საკუთარ თავს ვერავის შევადარებ, მით უმეტეს მესის. ამას თქვენ მოგანდობთ. ჩვენ განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულები. შედარება უაზრობაა. ლეოს ვეთაყვანები. ის ისტორიაში საუკეთესოა.
ფეხბურთი არის სპორტი, რომელსაც ასაკი არ აქვს. ეს ჩვენზე, ახალგაზრდებზე, საერთოდ არ მოქმედებს. ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობთ. ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ბარელა და ლაუტარო ძალიან მომწონს. “ინტერი” კონტრშეტევებზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ამ გუნდის თამაშის ნახვა მომწონს.
რაფინიას მსგავსი კაპიტნების ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბავშობაში გამოვცადეთ, რას წარმოადგენდა “ბარსელონა”. არა მხოლოდ იმის გამო ვთამაშობთ, რომ ფეხბურთელები ვართ, არამედ იმიტომ, რომ გვინდა, “ბარსამ” მოიგოს. ამ კლუბის ღირსებას ბავშვობიდან ვიცავთ.
ეს “ბარსელონასა” და ლამინ იამალის ერა იქნება.
ღმერთმა გვისმინოს ოღონდაც, ამის ტრამვა იქნება ტრაგედია გუნდისთვის.
ძაან კაია თავდაჯერებული როა, მჯმელები არ გვჭირდება.
ეხლა ვნახე ეს ინტერვიუ ესპანურად და ინგლისური ტიტრებით… მარტო იმ მომენტს დავწერ, ჟურნალისტი ეკითხება თვითონ, ფიქრობ თუ არა, რომ ეს იქნება ბარსას და იამალის ახალი ერაო. იამალი პასუხობს იმედი მაქვს რო ეს იქნება ბარსას ახალი ერა და ეა იქნება ორივესთვის კარგი ჩემთვისაც და ბარსასთვისაც. შეადარეთ ეხლა ეგ ნათქვამი და ის რომ ბარსას და იამალის ერა იწყება…
რაფინიას კაპიტნობა ახსენა. რაფინია სამკლაურით სულ სხვა იყო და მიეცით ეგ სამკლაური ისევ სანამ გამოშტერდა. რეალთან მისი შედეგიანობა ნული იყო. 3 აცილების და სეირნობის მეტს ვერაფერს ვიხსენებ.
რავი, მესის 8 ოქროს ბურთის მოგების მერეც არ ულაპარაკია “მესის ეპოქაზე”. პირადად ჩემთვის არ არის სასიამოვნო ასეთი საუბრები
alwaysculerr,
ronaldo?😂
ზუსტადაც საჭიროა ასეთი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელის ყოლა გუნდში, მთავარია რონალდოსავით არ შეუყვარდეს საკუთარი თავი
ვერ ვიტან სექტანტობას როგორებიც არიან ერთი ნახირი გუნდის ფანები და ამ კომენტარებს რომ ვუყურებ მაღიზიანებს, გამოშპებიან ეხლა აქ ჭკუის მასწავლებლები რაა თურმე როგორი უნდა იყოს, თავმდაბალი და მორცხვი და ასე შემდეგ…ჯერ ქართვწლი რო ასწავლი ზოგადად ვინმეს თავმდაბლობას რაპონტიაა, ნებისმიერი ქართველი იმას იტყვის რაც კარგები და მაგრები ვართ ქართველები ვართო..ამ ბავშვს კითხეთ აბა თუ ეგრეა..ძალიანაც მომეწონა როგორც ისაუბრაა, ერთი კომენტარებში რომ ასხავთ ამ ბავშვს რომელი ხართ ფსიქოლოგი ?? ზუსტად ისე ისაუბრა როგორც უნდა ისაუბროს ამ ასაკში..და თქვენ გადახედეთ 17 წლის ასაკში როგორები იყავით…დარწმუნებული ვარ უამრავი აქ კომენტარის დამწერი უფროსებს პატივს არ სცემდა..აცადეთ ამ ადამიანს და ნუ ხართ ჩასაფრებულები გასალანძღად…ხო ვერ დაამარცხეს ამ სეზონში, და ვერც ევროპაზე დააამატცხეს და თქვა და აღნიშნა ვსო მორჩაა საუბარი არავის არ აყენებს შეურაცხყოფას და დებილი მამამისი მაგრად მკიდია რუდიგერზე, ლამასიელია და როგორმე ზრდილობას ასწავლიდნენ
ფლიკ ცოტა მოუჭირე აღვირი ამას თორე თავში უვარდება აშკარად. პუიოლს რამე ოფიციალური როლი მისცენ კლუბში რა.
ისეთი განცხადებები აკეთა ბარსას ფეხბურთელს რო არ შეეფერება, შეიელება მართალია რასაც ბაზრობს მაგრამ, თავდამბლობა👌
Ძალიან ამპარტავნული განცხადებაა სანამ არ დამამარცხებენ. ჯერ ერთი პირადად შენ არავინ გიპირისპირდება გუნდს უპირისპირდებიან სადაც შენ ერთერთი შემადგენელი ნაწილი ხარ და ეს განცხადება არა მარტო მეტოქე გუნდს შეურაცყოფს არამედ საკუთარი თანაგუნდელების უპატივცემულობაცაა. ჯერ 17 წლისაა აშკარად ეტყობა რო ბავშვია და იმედია გააცნობიერებს რომ ესეთი საუბრები კარგს არაფერს მოუტანს როგორც გუნდს ისე საკუთარ თავსაც
თან ძაან მაღიზიანებს და თან ძაან მიყვარს ძაან ტოქსიკური ურთიერთობა მაქვს ღლაპთან 😂😂
ხო მე არ მიყვარს ესეთი რამეები :დ ზოგადად ცოტა “პელენწუკა” ნეიმარისა და ჯასტიბ ბიბერის ნაზავი საქციელები რა :დ პიროვნულად ამ ეტაპზე ლამინი არ ჯდება ისეთ ტიპაჟში მე რომ გამისწორდებოდა. (თუმცა არ ნიშნავს რომ მე რაღამც არ მომწონს მაგით წყდება სწორი და არასწორი) . მესი ინიესტა და ბევრი სხვა მაგიტო მევასებოდნენ რომ აიი ხო ამწარებდნენ ხალხა მარა სალაპარაკოსაც არ აძლევდნენ სხვებს. ძულდათ მაგრამ შინაგანად მაინც ყველა ნატრულობდა ნეტა რონალდოც ამისნაირი თავმდაბალი და კაი ტიპი იყოსო. ლამინე უნიჭიერესი ფეხბურთელია და ყვრლგან ვუგულშემატკივრებ მაგრამ აქედქნვე ვატყობ რომ ჩემი საყვარელი ფედბურთელების სიას ვერ შეუერთდება :დ აი პედრის ეტყობა რა სიდინჯე და ადეკვატურობა. იამალს ამ განცხადებების იქეთაც ეტყობა მომენტებში ეს ბისი ქარიზმატული და საკმაოდ ამბიციური ხასიათი( რაც სულ არაა ცუდი მაგრამ უმეტესობას ღუპავს). მბაპე მაგიტო არ მიყვარს. იმენა მოდის მისგან ეს ეგოიზმი და ქედმაღლობა. აი მოდრიჩს პატივს ვცემ პიროვნულადაც კაი ტიპია მარა ვინიციუსი არის ნაგავი ადამიანი და მისი ნიჭის მიუხედავად ვერასდროა დამევასება მთლიანობაში როგორც ფეხბურთელი. იამალი ჯერ ბავშვია და ცოტა გამოქლიაებული გარემოცვაც ყავს დებილი მამამისის თამადობით და ეიფორიებშია მაგრამ მე 17 წლის ასაკში ისეთი ვიყავი , იამალისნაირი ჩამოყალიბებულობა არ დამესიზმრებოდა. ბავშვია, იმედია ნელ ნელა დაღვინდება და ნაკლებად გაისვრის ესეთ ფრაზებს. შენი უფრო ეშინიათ და ნაკლებს წამოგაძახებენ და ნაკლები წნეხი ინება როცა საქმეს მაგრად აკეთებ და გამარჯვებულის პედესტალიდანაც კი თავმდაბალი ხარ.
რეალურად ვერ გავიხსენებთ 17 წლის ფეხბურთელს ბარსელონაში რომელზეც გუნდი ესე სასიცოცხლოდ იყო დამოკიდებული. მითუემეტეს რეალში და სხვა ტოპ კლუბებში. გინდა არ გინდა ამ ასაკში რო ატყობ რო ამხელა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხარ, აგივარდება თავში. აგერ წავიდა და ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. უნდა გავითვალისწინოთ ეგ ფაქტორები. იმის არ მეშინია რო კონორ მაკრეგორის ნაირი ბანძი გახდება. ლა მასიაში მინიმუმ მაგდენს ასწავლიან რო ძაან არ გადაიჯვან თავზე რასაც არ უნდა მიაღწიონ. სამაგიეროდ ჩამოუყალიბდება გამარჯვებულის მენტალიტეტი.
თავდაჯერება მომწონს ტოპია ეს ბავშვი
კუენკა რამდენის იყო ისე ბარსას ძირითად გუნდში რო გამოჩნდა?😀 თიტქოს ერთი 3 წელია ვიცი ტიპი და თურმე 17 წლისაა
ბიჭო ისე ლაპარაკობს თან გინდა წამოარტყა თავში და მეტი ზრდილობა გამოიჩინეო უთხრა, მარა მეორეა რო ვერც შეედავები რასაც ამბობს, ამას რომ მიღწევები აქვს ამ ასაკში და უკვე ტიტულებიც კი ბლომად დაუგროვდა როგორ გინდა უთხრა ჯერ არაფერი გაგიკეთებია ამდენის გაბედვა რო შეგეძლოსო?! აქვს თავში ავარდნილი ცალსახაა თუნდაც ბოლო წინადადებით ჩანს რო თავის იქეთ დიდად ვერ ამჩნევს სხვებს და ახალი ერა ჩემ გარშემოა აწყობილიო იძახის, თან ისე ჩანს რო ამ მეტიჩარა საუბრით და ქცევებით უფრო გამოუდის თავის დამკვიდრება ვიდრე თავმდაბლობით. რეალზეც რაც იბაზრა კი ძაან უზრდელურად ჩანს, ბალერინებიც იშვიათად ბედავენ ეგეთი რაღაცების თქმას ჩვენზე, მარა მართალი თქვა ეგეც
მაინც ბევრს იღებს საკუთარ თავზე, რაფინიას მაგალითი აიღოს თუნდაც სულ ახლახანს ისეთები დაიმართა იმ ერთი ფრაზის გამო, თვითონ თუ ვერ ხედავს იმედია ვინმე მაინც დაანახებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამგვარ განცხადებებს.
აშკარად არ ერიდება ხმამაღალ განცხადებებს "ეს "ბარსელონასა" და ლამინ იამალის ერა იქნება"
ხოდა აგერ ბურთი და მოიედანი, დაგვიმტკიცე! თავმდაბლობა უპირველს ყოვლისა ლამინ. აიღე მაგალითი ლეოსგან, ინისგან, პუიოლისგან და სტადიონს მიღმაც დაიმსახურებ პატივისცემას. აბა შენ იცი! გასწი მერანო…
აბა შენ იცი ბავშვო💙❤️