workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამიდან პირველი: ბარსას 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

სამიდან პირველი: ბარსას 19-წლამდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ჟულიანო ბელეტის გუნდმა რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ფინალში თურქული “ტრაბზონსპორი” 4-1 გაანადგურა.

“ბარსამ” კომფორტული უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, როდესაც იბრაჰიმ დიარასა და ანდრეს კუენკას გოლებით წინ ანგარიშით 2-0 გავიდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 12 წუთში თავი გუნდის კაპიტანმა, უგო ალბამ გამოიჩინა, შემდეგ კი დიარამ დუბლი გაიფორმა. თურქების მაქსიმუმი 88-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გამოდგა.

ამ მოგებით “ბარსელონა” ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი გახდა. კატალონიელებს ეს ტურნირი უკვე 3-ჯერ აქვთ მოგებული. მეორე პოზიციას კი 2 ჩემპიონობით “ჩელსი” იკავებს.

“ბარსელონამ” სეზონის სამივე ჩემპიონთა ლიგის მოგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. წინ კაცების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები და ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც 24 მაისს კატალონიელები ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 17:10
    #21

    ეხლა ქალების ჯერია.