ბარსელონა-ოსასუნა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ოსასუნა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის გადადებულ მატჩში “ბარსელონა” “ოსასუნას” უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ვფიქრობ, მაღალი დონის გუნდი გვყავს და შეგვიძლია, ნებისმიერი მეტოქე დავამარცხოთ იმ შემთხვევაშიც, თუ რამდენიმე ფეხბურთელი არ გვეყოლება.

რონალდ არაუხო და რაფინია ხვალ არ ითამაშებენ. მათ ხანგრძლივი ფრენა აქვთ და დასვენება სჭირდებათ.

თუ “ოსასუნას” დავამარცხებთ, ამ სიტუაციაზე ეს შესანიშნავი პასუხი იქნება.

ხვალ ერიკ გარსია და ინიგო მარტინესი ითამაშებენ, პაუ კუბარსი სათადარიგოზე იქნება. მას გამოსაჯანმრთელებლად კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება. ვფიქრობ, კუბარსი არ ითამაშებს.

ვემზადებით, გუნდი მზადაა. ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ფეხბურთელების ფიზიკური დატვირთვაა და ისიც, ვინ გამოირჩა ვარჯიშებზე როგორც დღეს, ისე წინა დღეებში. ეს ყველაფერი უნდა გავაკონტროლოთ.

არ ვიცი, არის თუ არა “ოსასუნასთან” სათამაშოდ საუკეთესო დრო. გასვლაზე ყოველთვის 21:00 საათზე ვთამაშობთ. ამით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გუნდი უნდა დავიცვათ. ეს ჩემი აზრია, მაგრამ თავს არ ვიმართლებ.

არ მინდა გავიხსენო ჩემი რეაქცია, როდესაც “ოსასუნასთან” მატჩის დრო გავიგე, ამაზე არცთუ ისე კარგი რეაგირება მქონდა… თუმცა, ასე გადაწყდა. UEFA-მ და FIFA-მ ფეხბურთელების დასვენების ლიმიტები უნდა დააწესოს.

“რეალ მადრიდი” უკმაყოფილება განრიგთან დაკავშირებით? ჩვენ “ბარსელონა” ვართ და არა “რეალ მადრიდი”. ამით ვამაყობ.

მთლიან შტაბს ვესაუბრე და განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფეხბურთელებს აღდგენაში უფრო უკეთ დავეხმაროთ. მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ.

ლევანდოვსკი კარგადაა და მზად იქნება. ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ის სასტარტოში. მისი მდგომარეობა ოპტიმალურია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    28 მარ 2025, 15:04

    ვგიჟდები ამის პრესკონფერენციებზე, არცერთი სიტყვა ხელისშემშლელ პირობებზე. არავიტარი კრიტიკა თავისი ფეხბურთელების თუ მსაჯების მიმართ, და კიდევ ჩვენ გვეძახიან მადრიდელები მტირალებს.

  • Rick Sanchez
    27 მარ 2025, 08:46

    ციტატა: me da barca
    გასვლაზე 21 საათზეო და არადა სახლში ვთამაშობთ.


    ელ სადარზეა თამაში მეგობარო

  • nikusha
    27 მარ 2025, 00:08

    შესნი
    კუნდე-გარსია-ინიგო-ბალდე
    დე იონგი-პედრი
    ოლმო-ფერმინი-ფერანი
    ლევანდოვსკი

    პედრი-გავი
    ოლმო-იამალი
    ფერანი-პაუ ვიქტორი
    ფერმინი-ტორე
    დე იონგი-ფორტი (კუნდე ცენტრში და საყრდენად გარსია)

  • me da barca
    26 მარ 2025, 21:22

    გასვლაზე 21 საათზეო და არადა სახლში ვთამაშობთ.

  • Don_Andresito
    26 მარ 2025, 18:30

    ციტატა: La Pulga10
    ოლმო დადგება მარცხნივ და ეგ იქნება.


    ეგეც კაი ნატანჯია, ორივე თამაშში საკმაო დატვირთვა მიიღო. აი იამალის მეშინია ყველაზე მეტად, მელოტმა .ლის შვილმა 120 წუთი ათამაშა, ფატის ამბავი არ განმეორდეს, კაკ რაზ ეგეც ნაკრებიდან დაბრუნებულზე წავიდა ლაზარეთში და აღარ დაბრუნებულა. პედრიც მახსოვს ეგრე, გავი საერთოდ ნაკრებში დაიმტვრა და იამალის ტრავმა ნიშნავს უტიტულოდ დარჩენას. მეტი ფანტაზისტა მოთამაშე გუნდში არ გვყავს. ყველას ერთად როტაცია არ გამოვა მარა იქნებ გავწუროთ მოგება, თუნდაც 1-0 ფერმინებით და ტორესებით. ფერმინს ტრავმა აქვს? ეგეც არ ვიცი. კუნდემაც უნდა დაისვენოს, დედამო,,ლმა დეშამმა ჯერ 90 და მერე 120 წუთი ათამაშა.
    შესნი გარსია ინიგო ფორტი ბალდე ფერმინი (თუ ტრავმა არ აქ) გავი და მესამე ნახევარმცველი არ ვიცი, ალბათ პედრი ფრენკიმ 45-45 წუთი უნდა გაიყონ. მძიმე 120 წუთიანი ბრძოლის მერე. შეტევაში ტორესი და ლევა უეჭველი და მესამე შემტევი არ ვიცი, იამალს 75 წუთამდე დავასვენებდი და პაბლო ტორეს ან პაუს ვცდიდი. იქნებ გავწუროთ ესე 1-0

  • La Pulga10
    26 მარ 2025, 16:49

    ოლმო დადგება მარცხნივ და ეგ იქნება.