ფრენკი დე იონგი: ისე ჩანს, თითქოს ჩემი ხელფასი მაღალია

ფრენკი დე იონგი: ისე ჩანს, თითქოს ჩემი ხელფასი მაღალია

“ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მისი ხელფასის გარშემო ბოლო თვეებში ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარს აკეთებს.

ნიდერლანდელი ადასტურებს, რომ ამჟამად მისი ანაზღაურება მაღალია, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არა ხელფასის მომატების გამო, არამედ კლუბის ძველი ვალის გადახდის გამო ხდება.

ჩემ ხელფასთან დაკავშირებით ბევრი ტყუილი გავრცელდა.

“ბარსელონაში” ჩემი ყოფნის პირველი 3 წლის განმავლობაში ხელფასს ყოველ წელს ვიმცირებდი. ახლა ეს თანხა უკან ბრუნდება და როდესაც ის ხელფასს ემატება, ისე ჩანს, თითქოს ხელფასი მაღალია.

ვფიქრობ, ბევრს ეს არ ესმის. ის რიცხვები კი, რომლებიც მედიაში ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

– აცხადებს დე იონგი TV NOS-თან საუბრისას.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    18 ოქტ 2022, 14:38

    და მაინც ამას ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და ეს ფაქტია. რა ალბა და პიკე არ იბრუნებენ გადავადებულ ხელფასს.

  • Giorgi99
    17 ოქტ 2022, 12:37

    ანუ გამოდის რომ ყველამ სინამდვილეში ხელფასები კი არ შეიმცირეს არამედ გადაავადეს. ეხლა უკან იღებენ გადავადებულ ხელფასებს. მეგონა რომ სინდისმა შეაწუხათ და ბართუშას დანიშნული ხელფასების ნაწილზე უარი თქვეს მეთქი 🤣. 18 მილიონი მაღალი ხელფასია აბა რა არის ბაიერნში მაგაზე მაღალი მგონი არავის აქვს.

  • Msn91011
    17 ოქტ 2022, 12:37

    ყველაფერს დავაბრალებდი ლევანდოვსკის მოყვანას. უცბათ ისეთი წარმოდგენა შეგვექმნა ამ ტრანსფერით რო ყველა ტურნირზე იბრძოლებდა გუნდი მარა სეზონის დაწყებიდან 10 მატჩის შემდეგ ლიგიდან გამოვარდით და გამოჩნდა რო ძალიან უსუსური გუნდი ვართ. ნელნელა ნათელი ხდება რო ლევანდოვსკის ჭირდება გუნდი როგორც ჰალანდს რო გოლები გაატანინონ ტიპი არის ფინიშერი. მეც შეცდომაში შევედი რაღაც იმედები რო დავამყარე ამ გუნდზე. თამამად შემიძლია ვთქვა რო ბოლო ათწლეულის შემდეგ ერთ ერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელია ჩავი. იმიტომ არა რო რეალთან წააგო უკვე მეორე წელია გუნდის თავკაცია მისი სურვილებით განხორციელდა ტრანსფერები და ამ 2 წლის განმავლობაში 1 მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა. წაგება ერთია მეორე საკითხია როგორ წააგებ ყველა შემთხვევაში გუნდი წაგებას იმსახურებდა. ძაან უიმედოდ ვარ ამ გუნდის შემხედვარე და საშინელი შეგრძნებაა ყველა რო ვითარდება ბარსას გარდა. უიღბლობის ამხელა პროცენტულობასაც მაგას დავაბრალებ ამდენ არასწორ ქმედებას რო ახორციელებენ

  • rivaldo80
    17 ოქტ 2022, 12:10

    შენ ჯობია ცოტა გამოფხიზლდე თორე ვანდებეიკის გზას გაუყვები მალე ის თავისდროზე შენზე ნიჭიერად ითვლებოდა.ვერც წინ ვერაფერს აკეთებ და რაც ყველაზე ცუდია უკან საერთოდ 0 ხარ

  • GIo-GxP-FCB
    17 ოქტ 2022, 11:24

    დე იონგის ხელფასზე სანამ ისაუბრებთ, ალბა და პიკე გყავთ გუნდში რომლებსაც არაფერი ზარალის გარდა გუნდისთვის არ მოაქვთ ბოლო 2 წელია და ამხელა ხელფასებს იღებენ. ადამიანს გუნდი თუ გიყვარს და ლეგენდობაზე გაქვს პრეტენზია გუნდის ინტერესებს უნდა აყენებდე შენსაზე წინ ეს იდიოტები კიდე ვერ გაძღნენ იმის მაგივრად რომ გამოვიდნენ და თქვან ჩვენ ნებაყოფლობით ვწყვეტთ კონტრაკტს და მივდივართ იმიტორო გუნდისთვის სარგებელი აღარ მოგვაქვს (ინიესტა ხავი პუიოლი დასტოინი ხალხი ასე იქცევა) და არა პიკე და ალბა დამერწმუნეთ მაგათ მაგივრათ სხვა 2 ფეხბურთელი რომ ყოფილიყო არაფერი შეიცვლებოდა პიკეს მცველობა არ გაიშვა და ალბასი უბრალოდ ოქროს გუნდში მოხვდნენ თავის დროზე და ახლა მე მაგათ ლეგენდა ვუწოდო იმიტორო 9-10 წელი ამ გუნდში არიან კარგით რა მაღიზიანებენ უკვე ძალიან )) ბუსკეტსი სხვა თემაა მწვრთნელი გამოდის და ამბობს რომ ენდობა და ჭირდება ის და ალბათ იმიტომაც რჩება თორე თავისუფლად ასეთი დონის ინტელეკტის მატარებელი ჩამშლელი 2-3 ჯერ მეტ ხელფასზე წავიდოდა ამერიკაში ან ჩინეთში პენსიაზე

  • Footballfan
    17 ოქტ 2022, 11:11

    რა უნამუსოა ტიპი🤣🤣🤣🤣🤣