ბარსელონამ ლა ლიგის 26-ე ტურში რეალ სოსიედადი 4-0 გაანადგურა და ჩემპიონატში კვლავ გალიდერდა.
ბარსას მხრიდან გოლები ჟერარ მარტინმა, მარკ კასადომ, რონალდ არაუხომ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს.
ჰანსი ფლიკის გუნდს 57 ქულა აქვს და ატლეტიკოს 1 ქულით უსწრებს, რეალ მადრიდს კი – სამით.
“ბლაგრანას” შემდეგი მატჩი 5 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ბენფიკას წინააღმდეგ ელის, 8 მარტს კი გუნდი პრიმერა დივიზიონში ოსასუნას დაუპირისპირდება.




ძაან გადაუარეთ ავტორს და რა იყი ხალხო?😃
რა რეალს ერთი ქულით ვუსწრებთ, რა 5 აპრილსაა შემდეგი თამაში?
მარტო ჩვენ არ გვაბოლებს, გოალ.ჯე ზეც უწერია.
რედაქტორი ღამე ნათევია?
რა რეალს ერთი ქულით ვუსწრებთ, რა 5 აპრილსაა შემდეგი თამაში?
რეალ მადრიდის 2 არა 3 ქულით უსწრებს. მერე კიდე რა 5 და 8 აპრილს მეგობარო მარტი ეხლა დაიწყო ჯერ.
ბარსელონა 57 . ატლეტიკო 56. რეალი 54.
ტიპებს 1 დარტყმა არ ჰქონიათ საღოლ ბარსას დაჩაგრა სოსიედადი