ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი დაასახელა.
“ვიმეორებ, რომ ბარსელონა ლა ლიგის საუკეთესო გუნდია. ისინი კარგად უტევენ და ძალიან სწრაფები არიან – ბარსა გუნდურად თამაშობს,” — განაცხადა არგენტინელმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ატლეტიკოსა და რეალ მადრიდის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა – ეს ბარსელონასთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან ორივე კონკურენტმა ქულები დაკარგა.
ამჟამად, რეალ მადრიდს 50 ქულა აქვს, ატლეტიკოს მათ 1 ქულით ჩამორჩება, ბარსა კი, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, 45 ქულით მე-3 ადგილზეა. ჰანსი ფლიკის გუნდი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, გასვლაზე სევილიას დაუპირისპირდება.




რასაც თამაშობს საშინელებაა, მაგრამ შედეგი მოაქვს ფაქტია და უყვართ ფანებს.
როგორც ადამიანი კაი ტიპია, მაგრამ როგორც მწვრთნელი საშინელება. ორგანულად ვერ ვიტან ავტობუსა მწვრთნელებს. პრინციპში რომელ კულეს მოეწონება დაცვითი, ამაზრზენი სტილი. ბარსა რომ ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა იმიტომ ვართ აქ.
ამას პრესკონფერენციაზე უთქვია, ბერნაბეუზე ავტობუსით წავალთო და შეიძლება მინდორზეც დავაყენოთო. ნეტა მართალია თუ კომენტატორმა მოიგონა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ატლეტიკოსა და რეალ მადრიდის შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა – ეს ბარსელონასთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან ორივე კონკურენტმა ქულები დაკარგა!!!???
სიმართლეს ღაღადებს
2-2 დასრულდა? მე ალბათ სხვა თამაშს ვუყურე ის 1-1 მორჩა