workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კამპ ნოუზე მაისში დაბრუნდება – MD

ბარსელონა კამპ ნოუზე მაისში დაბრუნდება – MD

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მაისში დაბრუნება შეეძლება. ეს ნიშნავს, რომ კლუბს საშუალება ექნება, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ საშინაო მატჩს მშობლიურ სტადიონზე უმასპინძლოს.

წყარო იტყობინება, რომ დირექტორთა საბჭომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების უკანასკნელი ორი საშინაო თამაშის სამასპინძლოდ მხოლოდ “კამპ ნოუს” ვარიანტი დაამტკიცა.

იმავე წყაროს ცნობებით, სამშენებლო კომპანია Limak ირწმუნება, რომ “ბლაუგრანას” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მაისში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

ცნობილია, რომ “ბარსას” “ლუი კომპანისზე” თამაშის უფლება აპრილის ბოლომდე აქვს. ამის გათვალისწინებით, კლუბთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ სამშენებლო კომპანია “რეალ მადრიდთან” და “ვილიარეალთან” გასამართი შეხვედრების მასპინძლობისთვის სტადიონის მზაობის გარანტიას იძლევა.

მატჩების უცხოეთში ჩატარების ვარიანტი თითქმის სრულიად გამოირიცხა. იმ შემთხვევაში, თუ “რეალ მადრიდისა” და “ვილიარეალის” სამასპინძლოდ “კამპ ნოუ” მზად არ იქნება, “ბარსელონა” ალტერნატიულ ვარიანტად “იოჰან კრუიფს” განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Londony
    schedule 31 იან 2025, 19:34
    #8

    8 წუთში მამარდას 2 გოლი შეუგდო ბარსამ. კიდევ იზამენ ისე უტევენ.

    ეს სად ტრაკში ყოფილა მამარდას გუნდი და შეიძლება გავარდნენ კიდეც. კარგი არჩევანი იყო ლივერპული გამოდის. თუ გინდა სკამზეც იჯდეს. biggrin.gif

  • nikusha
    schedule 29 იან 2025, 23:24
    #7

    რობერტ ლევანდოვსკი: მინდა დავამტკიცო, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

    რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის კლუბების ინტერესების მიუხედავად, ბარსელონას დატოვებას არ აპირებს.

    მე ვამაყობ ჩემი ასაკით, მალე 37 წლის გავხდები და ამის არ მრცხვენია.

    მსურს დავამტკიცო, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია.

    ისევ იქ ვარ, სადაც ყოფნა თავად მსურს. კ

    ვლავ შემიძლია იგივე წარმატებას მივაღწიო, რასაც წლების წინ ვაღწევდი.

    თამაშის გაგრძელება კვლავ მსურს.

    ვარჯიშებზე და თამაშებზე ისევ ისე ვიღიმი, როგორც აქამდე.

    კვლავ მინდა თამაში და ტიტულების მოგება.

    ბარსელონაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ როგორც კლუბში, ასევე გულშემატკივრებთან.

    აქ ბედნიერი ვარ და კარიერის სხვაგან გაგრძელებას არ განვიხილავ.

    – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Polsat Sport-ი.

  • araujo4
    schedule 29 იან 2025, 21:42
    #6

    აუ არადა რა პიზდეცი სტადიონია, ყოველ კვირა აქ თამაშზე დიდი ოცნება რა უნდა იყოს ფეხბურთელისთვის…

  • cruyff9
    schedule 29 იან 2025, 21:05
    #5

    ლიმაკის თურქი დედა ვატირე🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️თურქებს როგორ მიანდეს საქმე

  • Mascerano
    schedule 29 იან 2025, 19:49
    #4

    ამათ ტყუილებს ბოლო არ უჩანს, როგორც თებერვალში გაიხსნა ისე გაიხსნება მაისშიც

  • Don_Andresito
    schedule 29 იან 2025, 16:56
    #3

    თუ არ იქნება ლაპორტას ცოლ შვილი უნდა ახმარინო უმტიტის

  • C.PC5
    schedule 29 იან 2025, 16:37
    #2

    ერთი რაღაც ვერ გავიგე, აქამდე ეს ლუის კომპანისი თუ რაღაც ხო გვქონდა ნაქირავები, მაინცდამაინც იმ ორ თამაშზე რატო აღარ გვაქირავებენ როარ ატეხონ ამბავი, მეორეც საზღვარგარეთ რომ ეძებდნენ სტადიონებს რა ესპანეთში ეგრე უჭირთ სტადიონები რო ვერ იქირავებენ სხვას? სხვა ქვეყანაში წასვლას სხვა რეგიონში წასვლა არ ჯობია? როგორ დავიჯერო ახლა რო ესეთი სტადიონი სხვა არ იძებნება მთელ კატალონიაში და ესპანეთში, კრუიფის სტადიონიც რო ქონდათ მოაფიქრდათ ახლა როგორც ჩანს მარა ეგ ძალიან პატარაა და შემოსავალი რაც უნდა ქონოდათ ბილეთებიდან ფაქტიურად უნდა დაივიწყონ საერთოდ. კლასიკოთი ნოუკამპზე დაბრუნება კი იქნება სანახაობრივი მარა თუ არ გამოდის ისეც ნუ იზამენ თავიდან საკეთებელი გახდეს ძლივს გარემონტებული სტადიონი.

  • nika 54
    schedule 29 იან 2025, 16:17
    #1

    მაისში დაბრუნება რაღაა, ორი თამაშისთვის აჩქარებენ მშენებლებს? ბარემ წესიერად გააკეთონ და ახალი სეზონი სრულად დამთავრებულ სტადიონზე დაიწყონ.