workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კომო ერიკ გარსიაში 10 მილიონს იხდის

კომო ერიკ გარსიაში 10 მილიონს იხდის

როგორც ჩანს, “ბარსელონას” ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას შეძენა იტალიური “კომოს” დღის წესრიგში დგას.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “კომომ”, რომელსაც სესკ ფაბრეგასი წვრთნის, “ბარსას” გარსიაში 10 მილიონი ევრო შესთავაზა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კატალონიური Sport იტყობინება, რომ ერიკისთვის “ჟირონაც” იბრძვის.

გავრცელებული ცნობებით, რონალდ არაუხოს დარჩენის შემდეგ გარსია წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. 24 წლის უკანახაზელთან განშორება “ბარსას” მარკუს რეშფორდის დამატებაში დაეხმარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 22 იან 2025, 15:02
    #10

    ციტატა: Don Leo
    20 და 30 ნუ მოგინდათ ახლა ზამენას ხეხავს მაგდენს ვინ მოიცემა !


    აგერ 30-ს არაუხოში გვთავაზობდა იუვენტუსი.

  • me da barca
    schedule 22 იან 2025, 00:48
    #9

    კომოში წავა ეს? მეტი არაა ჩემი მტერი.

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2025, 20:52
    #8

    ცოტაა 10 მილიონი ბევრად მეტადაც შეიძლება ამის გასაღება ბევრად კაი გუნდში კომო არა ის კიდე

  • Lasha Tchelidze
    schedule 21 იან 2025, 17:22
    #7

    რობერტო,კუტრონე,მორენო,რეინა,ბელოტი,დელე ალი,გარსია…ეგეთი ცნობილი ფეხბურთელები ბევრ ტოპ კლუბს არ ჰყავს😀კი არიან ბებრები და ჩამოწერილები,მაგრამ ასწორებს მაინც ყურება

  • Rick Sanchez
    schedule 21 იან 2025, 15:40
    #6

    ხანდახან მავიწყდება ამ ფეხბურთელის არსებობის შესახებ.

  • araujo4
    schedule 21 იან 2025, 14:31
    #5

    ციტატა: Don Leo
    20 და 30 ნუ მოგინდათ ახლა ზამენას ხეხავს მაგდენს ვინ მოიცემა !


    ბოდიში ეხლა კუბარსი არაუხო და ინიგო რო გვყავს გუნდში ნახევარი სეზონი სკამზე ჯდომა თუ მოუწია. 5-6 თამაში კი დაიწყო ძირითადში და მერე ტრავმა მიიღო. შარშან ხო იყო ჟირონაში ზატო ძირითადის კაცი და ნახეს რაც შეუძლია. ეს ბარსას დონე არაა თორე მეორე ეშელონის დონის გუნდში ჩვეულებრივად გაქაჩავს ძირითადს. ისეთ ფეხბურთელებში იხდიან იმხელა თანხებს 20 მილიონი რაღაა შე კაცო, 20 არც ვითხოვ უბრალოდ ავღნიშნე რო ღირს 20 მილიონი. 15 მოგვცენ და წაიყვანონ, კმაყოფილი დავრჩები

  • Don Leo
    schedule 21 იან 2025, 13:18
    #4

    20 და 30 ნუ მოგინდათ ახლა ზამენას ხეხავს მაგდენს ვინ მოიცემა !

  • araujo4
    schedule 21 იან 2025, 12:23
    #3

    ცოტაა 10 მინიმუმ 15 და რეალურად 20 მილიონიც ღირს.

  • Levani
    schedule 21 იან 2025, 12:03
    #2

    10 მილიონი მშვენიერი იქნება ამაში თავის დროზე მაინც უფასოდ გვყავს მოყვანილი

  • Wtfman123
    schedule 21 იან 2025, 11:56
    #1

    გასაშვებია მაინც ტყუილად არის გუნდში