მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსებიო: “კმაყოფილები ვართ მატჩით”

ეუსებიო: “კმაყოფილები ვართ მატჩით”

 

“ბარსა ბ” სატურნირო ცხრილში მაღლა იწევს. ეუსებიო საქრისტიანის გუნდმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა შვიდ დღეში.

 

გუნდის მწვრთნელი კმაყოფილია მატჩით “ჟიმნასტიკის” წინააღმდეგ, რომელიც “ბარსა ბ”-ს გამარჯვებით  დასრულდა “მინიესტადის” სტადიონზე, სადაც კანტერას ფეხბურთელებმა პირველად შეძლეს გამარჯვება ამ სეზონზე. “დარწმუნებული ვარ ეს მოგება დავიმსახურეთ”- განაცხადა ეუსებიომ მატჩშის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

 

ბურთის ფლობა

ეუსებიო: “ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით მთელი თამაშის განმავლობაში. არ გავრისკეთ და არ გადავედით შეტევაზე დიდი ძალებით, რადგან “ჟიმნასტიკს” სწრაფი და მწვავე კონტრშეტევების განხორციელება შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ თავი დავიზღვიეთ ყოველგვარი უსიამოვნებებისგან. უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგე გუნდსაც ქონდა რამდენიმე კარგი მომენტი.”

 

სორიანო დაბრუნდა

3 ქულის მოპოვების გარდა “ბარსა ბ”-ში კარგი ამბავი ისაა, რომ ტრამვირებული ჟონათან სორიანო გუნდს დაუბრუნდა. მას ტრავმა 3 თვის განმავლობაში აწუხებდა.

ამ ფაქტით გახარებულმა ეუსებიომ თქვა, რომ ჟონათანს სჭირდება ცოტა დრო, რათა მისი ფორმა კვლავ აღიდგინოს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში