მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონას” პირველი გუნდი პრაღაში ჩაფრინდა, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩში, ”პლზენს” დაუპირისპიდება. თვითმფრინავი აეროპორტში 13 საათზე დაეშვა.

”ბარსას” დელეგაცია პეპ გვარდიოლას მეთაურობით პრაღის აეროპორტში მაქსიმალური მობილიზებით ჩავიდა. ტემპერატურა 10 გრადუსი იყო. ბარსელონადან გუნდი 9:30 საათზე გაფრინდა. 

გუნდის 21 ფეხბურთელთან ერთად დელეგაციაში სანდრო როსელი იმყოფებოდა. გუნდს ასევე გაყვნენ დირექტორები, ედუარდ კოლი და რამონ კიერკო, ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

18:15 საათზე პეპ გვარდიოლა და ხერარდ პიკე პრეს-კონფერენციას გამართავენ. 19 საათზე კი ჩემპიონების ვარჯიში დაიწყება. გუნდი ბარსელონაში ოთხშაბათს, 11 საათზე გაფრინდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში