ესპანეთის დროით დაახლოებით 10:45 საათზე, თვითმფრინავმა, რომელშიც “ბარსელონას” დელეგაცია იჯდა, გეზი პრაღისკენ აიღო. შეგახსენებთ, რომ იმ 21 ფეხბურთელს შორის, რომელიც გვარდიოლამ “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ მატჩისთვის გამოიძახა, ალექსის სანჩესიც მოხვდა.
ჩილელი თავდამსხმელის ხილვა სასტარტო შემადგენლობაში პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ შესაძლოა, ის მატჩის მიწურულს მოედანზე ვიხილოთ. ახალგაზრდული აკადემიიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის გვარდიოლამ ოიერი და ისააკ კუენკა იხმო.
მატჩის განაცხადში, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა არიან: ვიქტორ ვალდესი, ხოსე მანუელ პინტო, დანი ალვესი, სესკ ფაბრეგასი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ჩავი, დავიდ ვილია, ანდრეს ინიესტა, ალექსის სანჩესი, ლიონელ მესი, ტიაგო ალკანტარა, ხავიერ მასკერანო, სეიდუ კეიტა, სერხიო ბუსკეტსი, მაქსველი, ადრიანო, ერიკ აბიდალი და ანდრეუ ფონტასი.