ჟოან ლაპორტასა და მისი დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების საკითხი, ჯერჯერობით, არ შედგა. ამ ინფორმაციას COPE ავრცელებს.
ამ ინიციატივით გამოდიოდა ჟორდი ფარე, რომელსაც მსგავსი ინიციატივა 2020 წელს ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის დროსაც ჰქონდა, მოგვიანებით კი მან საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
იმისათვის, რომ უნდობლობის საკითხი აღიძრას, საჭიროა, ამ იდეას მხარი კლუბის წევრების 15%-მა დაუჭიროს. ეს პირველი ეტაპია, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ჩატარდება და თუ ხმის მიმცემი კლუბის წევრების 2/3 ლაპორტას წინააღმდეგ პოზიციას დააფიქსირებს, ის ვალდებული იქნება, გადადგეს.
ჟოან ლაპორტას წინააღმდეგ უნდობლობის საკითხი ერთხელ უკვე აღიძრა. ეს 2008 წელს მოხდა. მაშინ ლაპორტას თანამდებობის დატოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, ცოტა ხანში კი მან გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დანიშნა, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.
რა მოხდა ამჯერად? ჟორდი ფარე უნდობლობის საკითხის დასარეგისტრირებლად “ბარსელონას” ოფისში დღეს, ადგილობრივი დროით 9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მას თან უნდა ხლებოდა ორი პირი, თუმცა ერთ-ერთმა, მარკ კორნეტმა გვერდზე გადგომა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ ლაპორტას ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდობლობის საკითხის აღძვრით იმუქრება. თუმცა გულშემატკივრების დაჯგუფებები ჟორდი ფარეს მოუწოდებენ, ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს.
ფეხები ვერ მოჭამონ ლაპორტას
ლაპორტას წაგებული აქ არჩევნები ყველანაირ ვარიანტში
მარკ კორნეტი რავა ერთერთი არხის მთავარ დირექტორს გავს 😏😏
ამას ვერავინ გადააგდებს. მოხოდავს ზაფხულში გუნდს და არჩევნებსაც მარტივად მოიგებს 😉 ტრანსფერებში მოიკოჭლებენ ერთი ამის ბორდი და ეგეც მთლად ბორდის ბრალია თუ ხავის ახირებები იყო საკითხავია…
კაროჩე, ამათი ოპოზიციაც ჩვენებივით უტრაკოები ყოფილან.