3+ გოლი ზედიზედ 7 თამაშში

3+ გოლი ზედიზედ 7 თამაშში

“ბარსელონა” დაფრინავს. ჰანსი ფლიკის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო და თანაც ისე, რომ ყველა მათგანში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

Opta-მ ტრადიციულად ისტორიული სტატისტიკა შეისწავლა და დაადგინა, რომ ამაზე უკეთესი სერია “ბარსელონას” ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა.

1943 წელს, ხუან ხოსე ნოგესის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 3 ან მეტი გოლი ზედიზედ 9 თამაშში გაიტანა. თუმცა მაშინ ფეხბურთში დღევანდელთან შედარებით მეტი გოლი გადიოდა და ასეთი შედეგი მეტნაკლებად ლოგიკურია. სამაგიეროდ უფრო დასაფასებელია 2012 წელს პეპ გვარდიოლას ბიჭების მიერ 3 ან მეტი გოლის ზედიზედ 8 თამაშში გატანა.

ზედიზედ შვიდჯერ კი 3 ან მეტი გოლი “ბარსას” რამდენჯერმე გაუტანია. წლევანდლის გარდა კატალონიელებმა ეს შედეგი 1952 (ფერდინანდ დაუჩიკი), 1960 (ელენიო ერერა), 2010 (პეპ გვარდიოლა) და 2017 (ლუის ენრიკე) წლებში აჩვენეს.

“ბარსას” მომდევნო 3 თამაში “რეალ სოსიედადთან”, “სელტასთან” და “ბრესტთან” აქვს. ამ შეხვედრებში მინიმუმ 3-3 გოლის გატანის შემთხვევაში ჰანსი ფლიკი მორიგ საკლუბო რეკორდს დაამყარებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2024, 21:01

    ღმერთმა სულ ასე გვატაროს.

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 08 ნოე 2024, 15:56

    სად იყო ლაპორტა ამდენხანს.გერმანული დისციპლინა სულ სხვაა

  • Johan Cruyff 14
    schedule 08 ნოე 2024, 09:54

    მიდი ფლიი სეზონი ეგრე ჩავამტავროთ ☺️✌️

  • mascherano-larsson
    schedule 07 ნოე 2024, 19:12

    ფლიკი ძაან დიდია, უბრალოდ პიარი აკლდა. ერთადერთი მწვრთნელია ვინც ყველა თამაში მოიგო ლიგაზე, პლიუს სიქსტეტი დადო. ნაკრებშიც ტაქტიკა ფლიკს ებარა ლიოვის დროს. მე ტიტულები დიდად არ მაინტერესებს, მთავარია ეს ესთეტიკა შეინარჩუნოს

  • Rick Sanchez
    schedule 07 ნოე 2024, 18:08

    ეგ რეკორდიც თუ მოიხსნა მალადეც ფლიკს, არაა მარტივი, მაგრამ შესაძლებელია.

  • me da barca
    schedule 07 ნოე 2024, 17:34

    თავისუფლად შეუძლია ბარსას ამ რეკორდის დამხობა. სოსიედადი სახლში ძალიან ცუდად გამოიყურება, სელტა სელატაა და ბრესტიც არ მყავდეს გრანდი, მიუხედავად იმისა, რომ ლიგაზე კარგად გამოიყურება და 3 მოგება აქვს ოთხიდან, საშუალო ან დაბალი დონის გუნდებთან.

  • Barca for life
    schedule 07 ნოე 2024, 16:54

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Წინა სეზონში რო ვინმეს ეთქვა ბარსელონა ასე ითამაშებს და ლიგის 3 მთავარ ფავორიტს შორის უეჭველად იქნებაო ვეტყოდი შიგ ხოარაგაქმეთქი.. Სასწაული კაცია ფლიკი. Იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება..


    რატომღაც საკუთარ თავზე მივიღე მაგრამ მომწონს დადებით კონტექსტში რომაა😂😂
    ბთვ, შიგქონა არაფერ შუაშია. როცა ბარსას ყველაფერს ეცნობი, ვარჯიშებს უყურებ, კონკრეტულად ფეხბურთელებს აანალიზებ და ა.შ. მარტივი მისახვედრია რომ ასე მოხდებოდა.

    ვამბობდი რომ არ იცით რა გელოდებათ თქო და მგონი ვუახლოვდებით იმ პიკს რაზეც ვსაუბრობდი, თუმცა ჯერ მაინც ყველაფერი წინაა. აი მომავალ წელს ბერნალი რომ დაბრუნდება, უნაი, ოლმედო და ფერნანდესები რომ დაწინაურდებიან და ბოლო ვიგინდარებს რომ აახვევინებენ, თქვენ მერე ნახეთ.

  • nika 54
    schedule 07 ნოე 2024, 16:48

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Წინა სეზონში რო ვინმეს ეთქვა ბარსელონა ასე ითამაშებს და ლიგის 3 მთავარ ფავორიტს შორის უეჭველად იქნებაო ვეტყოდი შიგ ხოარაგაქმეთქი.. Სასწაული კაცია ფლიკი. Იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება..


    ზოგერითი რომარის გაურკვეველი სქესის წარმომადგენელი მაგათ მინდა ეგ მივმართი ზუსტად😅😅😅 ბარსელონა აწინ კოპაზე თუ იბრძოლებსო ან გამპერის თასიო ვაფშე როაღარ ჩანან რა ამოისუნთქა საიტმაა😂😂😂 აღარც შორიდან იკბინებიან


    და შარშან რო ჩავის უმღეროდნენ ჩავი დარჩიო, ახლა ჩვენ რო კარლო დარჩიო ვუმღეროთ ხო არიან ღირსები.
    ბევრგან იწერება პერესი კარლოს გაშვებას აპირებსო და უფრო პერესს ხო არ ვუმღეროთ არ გაუშვა კარლოო?

  • CHEPE
    schedule 07 ნოე 2024, 15:58

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Წინა სეზონში რო ვინმეს ეთქვა ბარსელონა ასე ითამაშებს და ლიგის 3 მთავარ ფავორიტს შორის უეჭველად იქნებაო ვეტყოდი შიგ ხოარაგაქმეთქი.. Სასწაული კაცია ფლიკი. Იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება..


    ზოგერითი რომარის გაურკვეველი სქესის წარმომადგენელი მაგათ მინდა ეგ მივმართი ზუსტად😅😅😅 ბარსელონა აწინ კოპაზე თუ იბრძოლებსო ან გამპერის თასიო ვაფშე როაღარ ჩანან რა ამოისუნთქა საიტმაა😂😂😂 აღარც შორიდან იკბინებიან

  • Lionel Messi – 10
    schedule 07 ნოე 2024, 15:51

    Წინა სეზონში რო ვინმეს ეთქვა ბარსელონა ასე ითამაშებს და ლიგის 3 მთავარ ფავორიტს შორის უეჭველად იქნებაო ვეტყოდი შიგ ხოარაგაქმეთქი.. Სასწაული კაცია ფლიკი. Იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება..