მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალტერნატივები პედროს ტრავმის პერიოდში

ალტერნატივები პედროს ტრავმის პერიოდში

პედროს, ალექსისისა და აფელაის ტრავმის გამო, “ბარსას” მხოლოდ ორი ჯანმრთელი თავდამსხმელი დარჩა – მესი და ვილია! თუმცა, პეპის შეგირდების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, თავდასხმაში 5 ალტერნატივაა.

 

სხვა გუნდების გამოცდილებიდან გამომდინარე, “ბარსას” სათამაშოს სქემა უნდა შეეცვალა, ვინაიდან კატალონიელებს მხოლოდ 2 თავდამსხელი ჰყავთ ხელმისაწვდომი. საბედნიეროდ გვარდიოლას რამდენიმე ვარიანტი აქვს.

 

ინიესტა, ადრიანო, ალვეში

პედროს, ალექსისისა და აფელაის ტრავმის გამო, პეპს ე.წ. ფრთაზე მოთამაშე თავდამსხმელი ესაჭიროება. გვარდიოლას ჰყავს სამი ფეხბურთელი, რომლებიც შესანიშნავად ართმევენ თავს ფრთიდან შეტევებს. მიმდინარე სეზონში ადრიანო უკვე 6-ჯერ მოგვევლინა ხსენებულ პოზიციაზე, ალვეშს არაერთხელ უთამაშია მარჯვენა თავდამსხმელის ადგილზე, ხოლო ინიესტამ მარცხენა თავდამსხმელად აურაცხელი რაოდენობის მატჩი ჩაატარა.

 

სესკი და ტიაგო

პეპს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს. მას შეუძლია მესი გადაწიოს მარცხენა ფლანგზე, ხოლო წმინდა “9”-ანის ფუნქცია შეუთავსოს სესკს, ტიაგოს, ან თუნდაც ინიესტას.

 

კუენკა და კომპანია

პეპმა არაერთხელ მოახდინა კანტერას ფეხბურთელებისადმი ნდობის დემონსტრირება. ჩემპიონთა ლიგაში, “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ მატჩში, 87-ე წუთზე პირველი გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა ისააკ კუენკას. უფრო მეტიც, “გრანადასთან” მატჩი მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მარცხენა თავდამსხმელად ითამაშა. ახლა მას კიდევ აქვს შანსი, რომ დაეხმაროს გუნდს. ამასთან, თავის გამოჩენის შესაძლებლობა შესაძლოა, მიეცეთ ჟერარდ დელოფეუს და კიკო ფემენიას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში