workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წარმატებული საქმე და დაზოგილი 14 მილიონი ევრო

წარმატებული საქმე და დაზოგილი 14 მილიონი ევრო

გახსოვთ მატეუს ფერნანდესი? ანდაც, რატომ უნდა გახსოვდეთ?

2020 წლის იანვარში “ბარსელონამ” “პალმეირასიდან” ახალგაზრდა ნახევარმცველი დაიმატა და მასში 7 მილიონი ევრო გადაიხადა. წლინახევრის განმავლობაში ის მოედანზე მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ, ისიც 17 წუთით, 2021 წლის ივნისში კი “ბლაუგრანამ” ბრაზილიელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მატეუს ფერნანდესმა კატალონიელებს სასამართლოში უჩივლა და კლუბს სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა, რადგან სასამართლომ “ბარსას” ფეხბურთელისთვის 14.8 მილიონი ევროს გადახდა დაავალა. ლაპორტას გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და წარმატებითაც – მეორე ინსტანციამ “ბლაუგრანას” მხოლოდ 731 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მატეუსმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

Sport-ის ცნობით, უზენაესმა სასამართლომ “ბარსელონა” სასარგებლო გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოიტანა და ამით კატალონიური გუნდის ფინანსური პრობლემები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2024, 20:29
    #6

    ასე ადვილად თუ მოიცილეს, ტორესს ვერ გაუკეთებენ მაგ ტრიუკს? ოღონდ არ მითხრათ ტორესში კაი ფულს ავიღებთო.

  • nikusha
    schedule 06 ოქტ 2024, 23:25
    #5

    კი ვიცანი სახეზეც და სახელი და გვარით

  • Rick Sanchez
    schedule 06 ოქტ 2024, 22:47
    #4

    აუ მახსოვს, ყველაზე უსაქმური ტიპი იყო იმ პერიოდის ფეხბურთში

  • Jorkaeff
    schedule 06 ოქტ 2024, 19:19
    #3

    თქვენი რეკლამის დდშვეციიი

  • Levani
    schedule 06 ოქტ 2024, 19:12
    #2

    Ეს მანჩესტერი რა საცოდავი გუნდია შვიდ ტურში მხოლოდ ხუთი გოლი აქვთ გატანილი და მეთოთხმეტე ადგილზე არიან

  • C.PC5
    schedule 06 ოქტ 2024, 19:11
    #1

    სახელი და გვარი მეცნო, სახე არა laughing